3 თვეში მევახშეების უმრავლესობა იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს

3 თვეში მევახშეების უმრავლესობა იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს

"შეიძლება მათ იპოვონ კანონის გვერდის ავლით საქმიანობის გზები"
კერძო მევახშეთა დიდი ნაწილი, 3 თვეში საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს. სესხის გამცემ სუბიექტებს რეგისტრაციისთვის 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ. რასაკვირველია ამ თანხას არავინ გადაიხდის და აბსოლუტური უმრავლესობა იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს.

საფინანსო ბაზარი ცვლილებების მოლოდინშია. ონლაინ სესხების სეგმენტის შემცირების შემდეგ, შესაძლოა ბაზარი კერძო იპოთეკარებმა (ე.წ. მევახშეებმა) დატოვონ. როგორც ცნობილია, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, ეროვნული ბანკის რეგულირებასა და ზედამხედველობას დაექვემდებარება სესხის გამცემი სუბიექტი, კერძოდ, ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი, რომლის მიმართაც ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს საკრედიტო ვალდებულება. 

იანვრიდან სესხის გამცემსუბიექტებს რეგისტრაციისთვის 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ. რას გამოიწვევს ეს ცვლილება საკრედიტო ბაზარზე და მოხდება თუ არა საპროცენტო განაკვეთების ზრდა, თუ კერძო მევახშეები კანონში შავ ხვრელებს იპოვნიან და კვლავ უპრობლემოდ განაგრძობენ საქმიანობას კანონს მიღმა? 

ფინანსისტი, პროფესორი ლია ელიავა, კერძო მევახშეთა სექტრის რეგულირებას მიესალმება, მაგრამ მიიჩნევს, რომ საბოლოოდ ეს, არა მომხმარებლის ინტერესების, არამედ ბანკების მდგომარეობის გასამყარებლად ხდება.

"მოსალოდნელი ცვლილებების ფონზე, ჩემი ინფორმაციით, ძლაიან ბევრმა კერძო მევახშემ, უკვე გადაიფიქრა თავისი ბიზნესის გაგრძელება. ბაზარი, რა თქმა უნდა, მაინც შენარჩუნდება და მთლიანად არ გაქრებიან. იქნებიან ისეთებიც, ვისაც იმდენად მაღალი შემოსავალი აქვს ამ საქმიანობიდან, რომ უღირს სების რეგულაიცების პირობებში არსებობა. 

შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ბიზესის გაკონტროლება წინ გადადგმული ნაბიჯია და მისასალმებელია. თუმცა საფინანსო სექტორი ძირითადად გამსესხებლების ხელშია და რამდენად დიდი ან მცირე იქნება კერძო მევახშეების საქმიანობის არეალი ეს რეალურ სურათს ვერ შეცვლის. 

წვრილი მსესხებლები, განვადებების გარდა, ფაქტობრივად, არც სარგბლობდნენ საბანკო სექტორით. ისინი ან ონლაინ სესხებს, ან მიკრსაფინანსოებს, ანდა კერძო მევახშეებს მიმართავდნენ. 

ეროვნული ბანკის რეგულაციებით ყველა ეს სექტორი ნელ-ნელა მცირდება და ქრება. სებ-ის ყველა რეგულაიცა საბოლოოს მიმართულია ბანკების მონოპოლიის გასამყარებლად ბაზარზე. კარგია, როცა ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ბანკებისა და მოსახლეობის ინტერესი ემთხვევა. სწორედ ასეთია, რეგულაცია, რომლითაც კერძო მევახშეებს საქმიანობა ეზღუდებათ", - აცხადბს ელიავა. 

,,საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძეც მიესალმება სების ახალ რეგულაციებს, თუმცა დაგვიანებულად მიიჩნევს, რადგან  მევალეთა ქონების უდიდესი ნაწილი ამ ხალხმა უკვე მიისაკუთრა. 

"ვიმედოვნებ, კერძო მევახშეებს მნიშვნელოვნად შეეზღუდებად დერეგულირებული არეალი, მათ მოუწევთ დარეგისტრირება ოფიციალურად.

რეგულაციები საკმაოდ მკაცრია, რაც ალბათ სესხზე ხელმისაწვდომობას შეზღუდავს. განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ეს ცალსახად  მიუღებელია. ადამიანი თავად უნდა წყვეტდეს ვისგან ისესხოს და რა პირობებით, არ შეიძლება ამაში ვინმე ერეოდეს, მაგრამ საქართველოში, სადაც პრობლემური სესხების საკითხი ასე მწვავედ დგას, დასაკუთრბეული ქონების საკმაოდ დიდი ნაწილიც ამ სექტორზე მოდის, შესაძლოა ეს რეგულაციები დაგვიანებულიც კი იყოს. 

აქ ერთადერთი პრობლემა შეიძლება გაჩნდეს, რომ მევახშეებმა არ იპოვონ კანონის გვერდის ავლით საქმიანობის გზები, ანდა არ გადავიდნენ იატაკქვეშეთში და იქიდან არალეგალურად არ გააგრძელონ საქმიანობა. ამის რისკი დიდია", - განუცხადა "რეზონანსს" კეპულაძემ.