ლამია, მისი ქალიშვილები და

ლამია, მისი ქალიშვილები და "ისლამური სახელმწიფო" - ერთი ოჯახიდან წამოსული სამი ტერორისტი ქალის ტრაგიკული ისტორია

„ლა­მია, მისი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი და „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო“ - ასე­თია სტა­ტი­ის სა­თა­უ­რი, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი რეს­პუბ­ლი­კი­დან წა­სუ­ლი ქა­ლე­ბის ტრა­გი­კულ ამ­ბავს ასა­ხავს... ლა­მია და მისი ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ჯერ სი­რი­ა­ში, შემ­დეგ კი ერაყ­ში წა­ვიდ­ნენ. უმ­ცრო­სი გო­გო­ნა გზა­ში­ვე მოკ­ლეს. უფ­რო­სი კი, დე­დას­თან ერ­თად ერა­ყის ცი­ხე­ში სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა­შია.

Deutsche Welle-ს ცნო­ბით, ლა­მი­ას ნაც­ნო­ბე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ იგი ძა­ლი­ან "ჩვე­უ­ლებ­რი­ვი" ქალი იყო, სა­ნამ 2014 წელს, ერთ მა­რო­კო­ელ ქალს არ და­უ­მე­გობ­რდა, რო­მე­ლიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­და, სწავ­ლობ­და და მუ­შა­ობ­და... მისი გავ­ლე­ნით ლა­მი­ამ მო­აგ­რო­ვა თა­ვი­სი ნივ­თე­ბი, მო­კი­და თა­ვის ორ გო­გო­ნას ხელი და სი­რი­ა­ში "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მე­ომ­რე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად წა­ვი­და. მა­შინ მუს­ლი­მებს ხა­ლი­ფატ­ზე ილუ­ზო­რუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი ჰქონ­დათ, თუმ­ცა იქ ჩა­სუ­ლე­ბი უმ­ძი­მეს რე­ა­ლო­ბა­ში ხვდე­ბოდ­ნენ...

"ასე და­ე­მარ­თათ ახალ­გაზ­რდებს, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, მათი ბედი უფ­რო­სებ­მაც გა­ი­ზი­ა­რეს. ლა­მია 50 წლის იყო. მა­რო­კოს დე­და­ქა­ლაქ­ში გა­ი­ზარ­და. 90-იან წლებ­ში სტი­პენ­დია მი­ი­ღო და გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ ტრი­რე­ში სას­წავ­ლებ­ლად წა­ვი­და... იქვე გა­იც­ნო მისი მო­ა­მა­ვა­ლი ქმა­რი, რო­მელ­მაც მის გამო ის­ლა­მი მი­ი­ღო. სამი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ - ორი გოგო და ერთი ბიჭი.

მა­შინ ტრი­რე­ში ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს იც­ნობ­და. ღრმა მორ­წმუ­ნე­ე­ბი არას­დროს ყო­ფი­ლან... მე­ჩეთ­ში მხო­ლოდ დიდ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე და­დი­ოდ­ნენ. ლა­მია, არას­დროს ყო­ფი­ლა რა­დი­კა­ლი. ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გახ­სნი­ლი და ლი­ბე­რა­ლუ­რი იყო..." - იხ­სე­ნებს გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში მისი მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც მას სტუ­დენ­ტო­ბი­დან იც­ნობს.

მი­სი­ვე თქმით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ლა­მია ქმრის სამ­სა­ხუ­რის გამო ოჯახ­თან ერ­თად, ქა­ლაქ მა­ინცში გა­და­ვი­და. სწო­რედ იქ და­ი­წყო მისი შეც­ვლა, პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ქალი ძა­ლი­ან მალე რა­დი­კა­ლი ის­ლა­მის­ტი გახ­და და შვი­ლე­ბიც თა­ვის ჭკუ­ა­ზე გა­და­იყ­ვა­ნა.

ქმარს გა­შორ­და და მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად მარ­კო­ში გა­და­ვი­და. რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ, ისევ გერ­მა­ნი­ა­ში დაბ­რუნ­და, ქა­ლაქ მან­გე­იმ­ში. რა­ტომ შე­არ­ჩია ეს ქა­ლა­ქი, ვე­რა­ვინ მიხ­ვდა, რად­გან იქ მუს­ლი­მე­ბის შეკ­რე­ბის ცენ­ტრი არას­დროს ყო­ფი­ლა... თუმ­ცა, ჩად­რით სი­ა­რუ­ლი სწო­რედ იქ და­ი­წყო. ძველ ნაც­ნო­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ერი­დე­ბო­და და ახ­ლებ­საც გა­ურ­ბო­და.

"ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბი იყო, ლა­მია "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ვირ­ტუ­ა­ლუ­რი პრო­პა­გან­დის მსხვერ­პლი გახ­და. მა­ლე­ვე შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის­გან გა­ირ­კვა, რომ ერთ დროს უწყი­ნა­რი ლა­მია, ასო­ბით ადა­მი­ა­ნის გა­და­ბი­რე­ბა­ში იყო ბრალ­დე­ბუ­ლი... ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, 2013 წლი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან სი­რი­ა­სა და ერაყ­ში, ტე­რო­როსტთა რი­გებ­ში სა­ომ­რად ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი წა­ვი­და. მათი დიდი წილი ლა­მი­ა­სა და მისი ახ­ლობ­ლე­ბის "ან­გა­რიშ­ზე იყო", მით უფრო, რომ ის გა­დამ­ბი­რებ­ლებ­სა და გა­და­ბი­რე­ბულს შო­რის ასა­კით ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი იყო. თა­ვი­სი საქ­მე, ანუ ახალ­გაზ­რდებ­თან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მუ­შა­ო­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეხერ­ხე­ბო­და. "და­ვერ­ბოვ­კე­ბუ­ლე­ბის" სა­შუ­ა­ლო ასა­კი 20 წლამ­დე იყო. რაც უნდა გა­სა­ო­ცა­რი იყოს, მისი ბიჭი ამ ამ­ბებ­ში არ გა­რე­უ­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, არც სი­რი­ა­სა და ერაყ­ში წას­ვლის სურ­ვი­ლი გას­ჩე­ნია... მის­გან გან­სხვა­ვე­ბით დე­დამ მისი ორი­ვე და, რა­ქა­ში წა­იყ­ვა­ნა, იქი­დან კი, მო­სულ­ში გა­და­ვიდ­ნენ, რა დრო­საც, და­მობ­ვა­ში მოჰ­ყვენ და უმ­ცრო­სი გო­გო­ნა და­ი­ღუ­პა.

თა­ვად ლა­მია და მისი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ნა­დია ქა­ლა­ქის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ და­ნარ­ჩენ ტე­რო­რის­ტებ­თან ერ­თად და­ი­ჭი­რეს და ბაღ­და­დის ცი­ხე­ში ჩას­ვეს... ად­გი­ლობ­რი­ვოი მე­დის ცნო­ბით, 2018 წლი­დან სი­რი­ა­სა და ერა­ყი­დან ასო­ბოთ მე­ო­მა­რი დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში, მათ შო­რის, 170 ქალი იყო... ლა­მი­ა­ზე სა­უ­ბარს ყვე­ლა ერი­დე­ბო­და... შემ­დეგ მა­ინც გა­ვი­გეთ, რომ ლა­მი­ას ბაღ­დად­ში ტე­რო­რის­ტე­ბის "ლო­ჯის­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა" ბრალ­დე­ბო­და და ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად, სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მი­უ­სა­ჯეს.

მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში, სას­ჯე­ლი სა­მუ­და­მოდ პა­ტიმ­რო­ბით შეც­ვა­ლეს... სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, მის ქა­ლიშ­ვილს ცალ­კე წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი, ის დე­დას "სა­ჭი­რო ხალ­ხის" მო­ძი­ე­ბა­ში იდე­ო­ლო­გი­უ­რად ეხ­მა­რე­ბო­და და შე­სა­ბა­მი­სად, ISIS-გან ყო­ველ­თვი­ურ ანა­ზღა­უ­რე­ბას იღებ­და. გო­გო­ნამ ბრალ­დე­ბა უარ­ყო, თუმ­ცა მისი არ­გუ­მენ­ტე­ბი ერა­ყის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას არ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბია... ლა­მი­ა­ზე არა­ფერს ვამ­ბობთ, გო­გო­ნა­ზე ვდარ­დობთ, ის დაბრმა­ვე­ბუ­ლი დე­დის მსხვერ­პლია და და­ხამ­რე­ბა სჭირ­დე­ბა " - ამ­ბობს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი ქალი Deutsche Welle-სთან სა­უ­ბარ­ში.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლე­ბი ერა­ყის სა­სა­მარ­თლოს გა­მო­ტა­ნი­ლი მკაც­რი სას­ჯე­ლის გამო აკ­რი­ტი­კე­ბენ და მი­უ­წო­დე­ბენ, აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს კი­დევ ერთხელ გა­და­ხე­დონ. მით უფრო, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი მუდ­მი­ვად მო­ი­თხო­ვენ ად­ვო­კატ­თან შეხ­ვედ­რას, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად აქვთ. Human Rights Watch-ის ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, ერა­ყის სა­სა­მარ­თლო გან­სა­კუთ­რე­ბით მკაც­რია უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც საქ­მე ტე­რო­რიზმს ეხე­ბა.

ორ­გა­ნი­ზა­ცია AFP-ის ცნო­ბით, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს­თან" კავ­ში­რის ბრალ­დე­ბით ერა­ყის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბამ 300-ზე მეტ ადა­მი­ანს სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა, მათ­გან 100-ზე მეტი უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქეა. ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ერა­ყის სა­სა­მარ­თლო ოფი­ცი­ა­ლურ სტა­ტის­ტი­კას არ ახ­მა­უ­რებს. ეს მე­დი­ის­თვი­საც ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი თე­მაა.

საქ­მე ის არის, რომ თა­ვად გერ­მა­ნი­ა­ში სხვა­დას­ხვა დროს, სი­რი­სა და ერა­ყი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლ მ­ოქა­ლაქე­ე­ბის მი­მართ სი­სიხ­ლის სა­მარ­თლის საქ­მე არ არის აღ­ძრუ­ლი, თუმ­ცა ქვეყ­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ყვე­ლა მათ­გან­ზე ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას. მა­თი­ვე ცნო­ბით, ძი­ე­ბა ამ მუხ­ლით იმ შემ­თხვე­ვა­ში წავა, რო­დე­საც მათი "უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ბა, ISIS-ს ინ­ტერ­ნეტ-ფო­რუ­მებ­ში მათი აქ­ტი­უ­რი მი­მო­წე­რის შე­სა­ხებ ექ­ნე­ბათ არ­გუ­მენ­ტე­ბი".