გუბაზ სანიკიძე - „მერაბიშვილს რიგითი თბილისელი ბიჭი აუცილებლად გაუტეხს თავს“

გუბაზ სანიკიძე - „მერაბიშვილს რიგითი თბილისელი ბიჭი აუცილებლად გაუტეხს თავს“

გუბაზ სანიკიძე:

„ნუ წარმოვიდგენთ ყველაფერს გაბუქებულად, რომ თითქოს ხოფერიამ სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა. ეს იყო მართებული სამოქალაქო ჟესტი და თანაც, კარგი ჟესტი. ტელევიზიის მთავარმა სახემ პროტესტით დატოვა ეთერი. დღეიდან ეს ტელევიზია აღარ არის გამარჯვებული. ის „დამარცხებული ხალხის ტელევიზიად“ იქცა. ხალხში, რა თქმა უნდა ხელისუფლებას ვგულისხმობ.

მაგრამალბათ დაგვეთანხმებითრომ ხოფერიასთვის ეს არ უნდა ყოფილიყო ადვილად გადასაწყვეტი...

- რატომ ვამუქებთ ყველაფერს? ახლა მერაბიშვილს რომ ადარებენ ბერიას, ეს სწორია? ბერია ისტორიაში შევიდა. მერაბიშვილი კი როგორც კი დატოვებს თანამდებობას, ისტორიაში თავგატეხილ ყოფილ მინისტრად შევა, რადგან მაშინ ნებისმიერი, რიგითი თბილისელი ბიჭი მას აუცილებლად გაუტეხს თავს, თუ ეს აკმარეს, კიდევ... დერჟინსკიმ 32-ჯერ გადალახა საზღვარი და ფინეთის და კარელიის ტყეებში იმალებოდა. თქვენ წარმოგიდგენიათ ბოკერია ან მერაბიშვილი ტყეებში მიმალული? ვერ გაბედავს, რადგან ესენი არიან კურდღლის ჯიშების, ზოგი - ვირთხის ჯიშის.

მაგრამ ისინი მაინც ცდილობენ და ახერხებენ ტელევიზიებზე ცენზურის დაწესებას და ამის არაერთი ფაქტი გვაქვს სახეზე...

- კარგით, რა! ჟურნალისტები თავის თავს თვითონ იშინებენ. ცენზურა ჰქონდათ ბოლშევიკებს და მაო-ძე-დუნს. ბუშმა დააწესა ცენზურა და ისლამური ქვეყნები ახერხებენ ამას. ნაციონალები არ არიან ასეთი ძლიერები. ეს არის ფიქცია. მაშინ რატომ არ ეშინიათ მათი სხვა ჟურნალისტებს? დაგირეკავენ და გემუქრებიან? - შეაგინე და მეორედ დარეკვას ვერ გაბედავენ. ლომიც კი არ ესხმის თავს თავისზე ძლიერს.

ხალხს ეშინია ამ ხელისუფლების და იმიტომ არ გამოდის ქუჩაშიო. ეშინიათ, რომ ესვრიანო... ისვრიან და იმ დღესვე დამთავრდება ამ ხელისუფლების არსებობა. მესვრიან და აუცილებლად ვესვრი. ქართველები იარაღის მოყვარული ერი ვართ. ვინ გაბედავს იარაღით დაპირისპირებას?

ამათი პოლიციის როგორ უნდა შეგვეშინდეს? 10 ათასი ვეტერანი გვყავს, ჩეჩნებთან და ლეკებთან ნაომარი. ჩვენ ვინ გვესვრის? მაშინ დაამთავრებს სიცოცხლეს ეს ხელისუფლება თავისი ოჯახებიანად. იცით როგორ არის გამწარებული ხალხი? ამათი გადადგომა კი არა, სიკვდილი უნდათ უკვე. ჩვენ იქ მხოლოდ იმიტომ ვდგავართ, რომ ეს პროცესები შევაჩეროთ, რომ ამათი დამწვარი გვამებით არ ირბინოს ხალხმა ქუჩაში.

ნულოვანი ტოლერანტობა ხომ გამოაცხადა, ამ კრეტინმა?! ის არ იცის, რომ ამ „ნულოვან ტოლერანტობას“ მეორე მხარეც აქვს? ავიწყდებათ ალბათ, რომ ეს ქართველების ქვეყანაა! ეს არ არის მონების ქვეყანა!“