ქიბარ ხალვაშის ბიზნესზე გილაურს აქვს ხელი მოწერილი

ქიბარ ხალვაშის ბიზნესზე გილაურს აქვს ხელი მოწერილი

მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" ერთ–ერთი ლიდერი თეო ტლაშაძე ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ ძალიან ცოტას საუბრობს. თვლის, რომ კითხვებზე პასუხი თავად ირაკლიმ უნდა გასცეს. თუ ტელევიზიით ამის საშუალება არ მიეცემა, შეეცდება სხვა გზა მონახოს. ოცდამეერთე საუკუნეში კომუნიკაციის ბევრი საშუალებაა.

თეო ტლაშაძე:

– ყველამ იცის, სად იმყოფება ირაკლი ოქრუაშვილი, დეტალურად ყველაფრის საქმის კურსშია, მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ყველა საკითხზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, პირადად გასცეს პასუხი. ეს მოხდება საჭირო დროს.

ირაკლის ტელევიზიით ჩართვის საშუალება არ მისცესროგორ წარმოგიდგენიათირაკლის ხალხთან კონტაქტი რა ფორმით უნდა შედგეს?

– მაშინ კიდევ უფრო მეტი შანსი იყო ირაკლის სატელევიზიო გამოსვლისა, ინგა გრიგოლია ძალიან ცდილობდა, ჩართვა განხორციელებულიყო. ვერ მოხერდა და ახლა, სამწუხაროდ, ინგას გადაცემაც აღარ არის. არ მეგულება ჟურნალისტი, რომელიც თუნდაც იდეის დონეზე დააყენებს ამ საკითხს. მაგრამ არსებობს სხვა მეთოდებიც და თავად გადაწყვეტს, რომელი გზაა უკეთესი საქართველოს მოსახლეობასთან დასაკონტაქტებლად, რომელიც მას ელოდება. თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის. როდის და როგორ, ჯერ არ ვიცი.

მოსახლეობის ნაწილში არის კითხვები იმის თაობაზერა სახსრებით ცხოვრობს ირაკლი საფრანგეთში?

– ძალიან დაინტერესებული არიან ამ საკითხით ადამიანები, მაგრამ მე არ შემიძლია ირაკლის მაგივრად გიპასუხოთ. ამ და სხვა კითხვებზე იგი აუცილებლად გასცემს პასუხს საზოგადოებას.

საუბრობენ იმაზეცრომ ირაკლის მეუღლე არის მილიონერთა კლუბის წევრიამაზე რას იტყვით?

– ამაზე ნამდვილად არ გავაკეთებ კომენტარს. ასეთ აბსურდზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია.

ბოლო დროს ღია კამპანია აგორდა ეკლესიის მისამართითამ თემაზე ირაკლის თუ ესაუბრეთ?

– ირაკლიმ არა მარტო იცის ამ თემის ირგვლივ ყველაფერი, ის იყო ერთ–ერთი პირველი ხელისუფლების წარმომადგენელთაგან, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წამოსული იყო ხელისუფლებიდან, როცა გააკეთა განცხადება, რა შეტევა იგეგმებოდა საპატრიარქოზე. დღეს განვითარებული მოვლენები არ არის მისთვის უცხო. საღად მოაზროვნე ადამიანი ამას ვერ აღიქვამს დადებითად.

ამ ნაბიჯებით რის მიღწევას ცდილობს ხელისუფლება?

– ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ კონკრეტული გეგმა, რომელიც რამდენიმე წელია შემუშავებულია. ვწუხვარ, რომ მოგვიანებით მივხვდი ამ ყველაფერს. ამ მიმართულების გატარებით, ცდილობენ ქართველებს საკუთარი ქართველობის, რწმენის განცდა დააკარგვინონ. ახლახან შევხვდი ერთ–ერთ სასულიერო პირს, რომელსაც შეგნებულად არ დავასახელებ, მან დეტალურად ამიხსნა, რომ ეს არის ბოლო წერტილი. როცა ადამიანების ბრძოლის ფორმა გადავა იმ მიმართულებით, როცა საკუთარ გენს, ჯიშს, ჯილაგს, საპატრიარქოს უნდა შეუტიონ, აქ მოხდება ცუდი ჩანაფიქრის მქონე ადამიანების სასტიკი დამარცხება. სატანა კეთილზე ვერასდროს გაიმარჯვებს. სწორედ ამ ეტაპზე ვართ, როცა ეშმაკისეული ადამიანები, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, იბრძვიან ეკლესიის წინააღმდეგ. ხელისუფლების და ნაწილი ოპოზიციის წარმომადგენლებისა როდესაც საპატრიარქოში მიდიან და ხვდებიან უწმინდესს, განცდა მიჩნდება, რომ ეს ყველაფერი ხალხის დასანახად ხდება. იქ მისული ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო მეტად ინტრიგებს ხლართავენ. ამის პირდაპირი ლუსტრირებაა როგორ შევარდნენ სამებაში, როცა 26 მაისს ოპოზიცია მივიდა სამების საკათედრო ტაძარში, როცა პატრიარქთან მივარდა ქალაქის მერი, თავის ამფსონებთან ერთად. აკვნიდან ნამდვილად არ დაჰყოლია იმის კურთხევა, რომ სადაც მოესურვება იქ შევარდეს, საკურთხეველში შესვლას ვგულისხმობ. სასულიერო პირმა დამარწმუნა, რომ ეს შეფარული და ზოგჯერ უკვე ღია ბრძოლა დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით. რაც მეტი იქნება შეტევა, უფრო სწრაფი დასასრულიც ექნება.

ეკლესია ყველასია და იქ შეიძლება ქალაქის მერიც შევიდესპრეზიდენტიცოპოზიციაც და ხალხიც

– რა თქმა უნდა, ყველასია, მაგრამ საკურთხეველში თავხედურად შეჭრის უფლება არავის აქვს. ყველაფერს თავისი წესი და კანონი აქვს. ბატონმა გიგიმ, როგორც ყოფილმა სტიქაროსანმა იცის, როგორ უნდა იქცეოდეს ადამიანი. როგორც ქვეყანაში თავხედობენ, ისე იქცევიან ეკლესიაშიც. ვწუხვარ მათი მშობლების მაგივრად, რადგან შვილებს ელემენტარულად ის ვერ ასწავლეს, სად როგორ მოიქცნენ. მით მეტეს, როცა ასეთი საპასუხისმგებლო საქმე ევალებათ. ახლა უზნეობის ყველაზე მაღალ წერტილში ვართ, ვხედავთ როგორ შეიძლება უზნეო ხელისუფალი იყოს ქვეყნის სათავეში.

რა კომენტარს გააკეთებთ ფორმებზერაც გამოყენებულია საპატრიარქოს დისკრედიტაციისთვის?

– ეს ვიღაცის გაუნათლებლობის ან გაუცნობიერებლობის გამო არ ხდება. შეგნებული პოლიტიკაა. ცდილობენ, დაამტკიცონ როგორი გარყვნილებაა ეკლესიაში, არიან ადამიანები, რომლებიც ამას მარტივად დაიჯერებენ. აგორებული კამპანიით პატრიარქის, სასულიერო პირების მიმართ, ხელისუფლება ცდილობს მიაღწიოს რეიტინგის თავის სასარგებლოდ მომატებას. არ მიკვირს ამ ადამიანებისგან მსგავსი ქმედება. მგლის თავზე სახარებას კითხულობენო, ისეა მათი საქმე. გვიან მიხვდებიან შეცდომას და მერე იმედია მონანიების საშუალებაც ექნებათ.

თქვენ არასასიამოვნო სატელეფონო საუბარი გქონდათ ნიკა გილაურთანრამ გამოიწვია ეს?

– საინფორმაციო გამოშვებაში გამოაცხადეს, თითქოსდა უწმინდესმა სანდრო გირგვლიანის მკვლელებს კურთხევა მისცა და მონასტერში გაუშვა ერთი წლით. იმ წუთას ნამდვილად ვერ მივხვდი რა ხდებოდა. 26 მაისის გამოცდილება გვქონდა და ვიფიქრე, ესეც ხელისუფლების დაგეგმილი პიარაქცია იყო. მოგვიანებით, კულუარული ინფორმაციით გავიგე და შემდეგ უკვე დადასტურდა ეს ტყუილი. ეს წუთები ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. ამას მოჰყვა პაატა ბურჭულაძის ლანძღვა, თურმე მიუსაფარი, უსახლკარო ბავშვებისთვის არ უნდა იმღეროს. ამას მოჰყვა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ქონების დანაწილება–დანიავება. უშუალოდ მაღალი თანამდებობის პირები მივარდნენ და ინაწილებდნენ. დავურეკე გილაურს და შევახსენე რაც ხდებოდა ქიბარ ხალვაშის კუთვნილ კომპანიებში. ერთი რჩევაც მივეცი, ძალიან მალე მოვა ის დრო, როცა ამ ხელისუფლების მოპარულ, დამალულ ქონებაზე აუცილებლად ვიღაც მოითხოვს პასუხს, გირჩევთ, ამ საკითხზე დაფიქრდეთ–თქო. იმედი მაქვს, ნიკა გილაური შინაგანად ფიქრობს იმაზე, რომ მათი დროც დადგება და ეს დღითიდღე ახლოვდება. ამ სიტუციის დადგომამდე ძალიან მაფიქრებს ის ფაქტი, რაც გუშინ დაიწერა "შპიგელში", სადაც თითქმის დადასტურებულად წერენ, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ეს ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება. თუ ეს სამწუხარო ფაქტი დადასტურდება, ყველა იმ მაღალჩინოსანს, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული და მონაწილეობდა იმ პროცესებში, კუბლაშვილის სასამართლოში არ მოუწევს პასუხისგება. ამის დადასტურება ძალიან დიდი სირცხვილი იქნება ხალხისთვის. იმედია, შემდეგ ხელისუფლებაში მოვლენ გონიერი ადამიანები, რომლებიც არ დაიწყებენ იმის ქექვას და დევნას, უწმინდესი სად შეიძლება ჩავიდეს და ვის შეიძლება შეხვდეს, თუკი აქვს ამის უნარი და შესაძლებლობა. დაანებოს სააკაშვილმა დირიჟორობას თავი.

რა არგუმენტი დაასახელა ხელისუფლებამროცა ქიბარ ხალვაშის კომპანიიდან მანქანები გამოიყვანეს?

– ნიკა გილაურმა განმიცხადა, რომ ხალვაშს დიდი თანხა ჰქონდა დამალული სახელმწიფოსთვის. თუმცა, როცა ბატონმა ქიბარმა გაკეთა განცხადება, აღნიშნა, რომ მის ბიზნესთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე სწორედ გილაურის მიერ არის ხელი მოწერილი, რადგან სწორედ გილაური იყო მაშინ ფინანსთა მინისტრი. თუ რამე დარღვევა იყო, მაშინ გილაური თანამონაწილე გამოდის. არსებობს ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ჩემი თვალით ვნახე შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე, ზურაბ ჩინჩილაკაშვილი, რომელსაც გამოჰყავს ქიბარ ხალვაშის მეუღლის კუთვნილი ავტომანქანა. ვწუხვარ, მაგრამ ხელისუფლებამ "იზრუნა" თავის ქვემდგომი ორგანოების თანამშრომლებზე, ღიად ჩაითრია სისხლის სამართლებრივ დანაშაულში.

ალასანიამ უკვე წამოაყენა თავისი კანდიდატურა მერის თანამდებობაზესოზარ სუბარის კი – საკრებულოს თავმჯდომარისათქვენი პარტია როდის აპირებს დაასახელოს კანდიდატები?

- ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომელშიც სულ ახლახანს მიღებული იქნა კანონი, მერვე პუნქტის მეორე მუხლში ნათლად წერია, თუ სახელმწიფოს მეთაურს დაუმტკიცდა დანაშაული საკუთარი ხალხის წინაშე, პასუხიგებაში საერთაშორისო სასამართლოში მიეცემა. თუ აღნიშნულმა კომისიამ დადო დასკვნა და ვშიშობ, ეს დანაშაული დადასტურდება, ადგილობრივ არჩევნებზე ადრე, საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, რომელშიც ყველა ერთად მივიღებთ მონაწილეობას. სწორედ ამის შემდგომ იქნება მომდევნო არჩევნები. ამიტომ ნაადრევად მიგვაჩნია კანდიდატების დასახელება. უახლოესი ორი–სამი კვირა მთლიანად შეცვლის გეგმებს. განსაკუთრებით იმ პარტიისთვის, რომელსაც ახლა უსრულდება 2 წელი და ძალიან დიდი მსხვერპლი აქვს გაღებული, ყველაზე დიდი რეპრესიული რეჟიმი გაიარა, ყველაზე მეტი დაპატიმრებული, საქართველოდან წასული ადამიანი ჩვენ გვყავს. ამ ბრძოლის ფერხულში ჩვენს სიტყვას ყოველთვის ვიტყვით.