"როცა მეკითხებოდნენ: დედა უფრო გიყვარს თუ მამა? ვამბობდი - ბაბუ!" - კახი კავსაძის 25 წლის შვილიშვილი ოჯახსა და ამერიკულ ცხოვრებაზე

ირინ­კა კავ­სა­ძე 15 წე­ლია აშშ-ში, ვა­შინგტონ­ში ცხოვ­რობს, პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბია. 10 წლის იყო, როცა სა­ქარ­თვე­ლო მშობ­ლებ­თან ერ­თად და­ტო­ვა... უცხო­ეთ­ში გაზ­რდი­ლი არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი მი­ნა­ხავს, რომ­ლე­ბიც ქარ­თუ­ლად გა­მარ­თუ­ლად ვე­ღარ სა­უბ­რო­ბენ, ირინ­კას კი ეს საფრ­თხე არ და­მუქ­რე­ბია - ქარ­თუ­ლად ყო­ველ­გვა­რი დაბ­რკო­ლე­ბის გა­რე­შე ლა­პა­რა­კობს, რა­შიც მშობ­ლებს ემად­ლი­ე­რე­ბა:

"ამე­რი­კა­ში სკო­ლა­ში რომ შე­ვე­დი, ინ­გლი­სუ­რის სწავ­ლით ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, ამი­ტომ, სახ­ლშიც ამ ენა­ზე ვსა­უბ­რობ­დი, მაგ­რამ რო­დე­საც ჩემი მშობ­ლე­ბი მიხ­ვდნენ, რომ ქარ­თუ­ლი მა­ვი­წყდე­ბო­და, შინ ინ­გლი­სუ­რად ლა­პა­რა­კი ამიკ­რძა­ლეს" - გვე­უბ­ნე­ბა ირინ­კა.

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის წევ­რია - მსა­ხი­ობ კახი კავ­სა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლია, რი­თაც ძა­ლი­ან ამა­ყობს. ბა­ბუა უზო­მოდ უყ­ვარს და ამე­რი­კა­ში ყოფ­ნი­სას მუდ­მი­ვად ენატ­რე­ბა. ირინ­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში დრო­ე­ბით, რამ­დე­ნი­მე თვით ჩა­მო­ვი­და, რად­გან აქ ერთ-ერთ პრო­ექ­ტში აპი­რებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას. იქამ­დე კი მისი ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბა:

"თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, რად­გა­ნაც აქ დავ­ტო­ვე ბევ­რი ახ­ლო­ბე­ლი, მე­გო­ბა­რი, სკო­ლა და უეც­რად ამე­რი­კა­ში აღ­მოვ­ჩნდი, რად­გა­ნაც ასე გა­და­წყდა, მა­მას იქ სამ­სა­ხუ­რი შეს­თა­ვა­ზეს. ოჯა­ხი ჩავ­ლაგ­დით და წა­ვე­დით. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ ქარ­თვე­ლი კლა­სე­ლი მყავ­და, რო­მე­ლიც მივ­ლი­და, რა­ღაც ისე მოხ­და, რომ თით­ქოს მას­ზე ვი­ყა­ვი მი­ბა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა, ვი­მე­ო­რებ, ახალ ცხოვ­რე­ბას­თან შე­გუ­ე­ბა ძა­ლი­ან მი­ჭირ­და...

მერე ნელ-ნელა ენა ავით­ვი­სე, რი­თაც რა­ღაც ბა­რი­ე­რე­ბი დავძლიე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნატ­რე­ბას იმით ვიკ­ლავ­დი, რომ წე­ლი­წად­ში ერთხელ ჩა­მოვ­დი­ო­დი, სა­დაც მხვდე­ბოდ­ნენ მე­გობ­რე­ბი და რაც მთა­ვა­რია, მხვდე­ბო­და ბაბუ. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლია, რო­დე­საც აქე­დან მივ­დი­ვარ და მას აქ ვტო­ვებ. ეს ურ­თუ­ლე­სი რამ არის. ამი­ტომ, ვცდი­ლობ, ხში­რად მქონ­დეს კონ­ტაქ­ტი, მაგ­რამ იქი­დან კავ­ში­რი, მას­თან ახ­ლოს ყოფ­ნას არ ცვლის", - გვე­უბ­ნე­ბა რეს­პონ­დენ­ტი.

ამე­რი­კა­ში სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ირინ­კამ "სი­ნე­ტი­კის თე­ატ­რში" და­ი­წყო თა­მა­ში, იქ, სა­დაც მა­მა­მი­სი - ირაკ­ლი კავ­სა­ძე მუ­შა­ობს, თუმ­ცა ამ თე­ატ­რში ჯერ კი­დევ 10 წლი­სამ სწო­რედ მა­მას­თან ერ­თად ითა­მა­შა სპექ­ტაკლში - "სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი".

"16 წლის ვი­ყა­ვი, თან - ვსწავ­ლობ­დი და თან - სპექ­ტაკ­ლებ­ში ვთა­მა­შობ­დი, მქონ­და რე­პე­ტი­ცი­ე­ბი. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, მერე კო­ლე­ჯში და­ვი­წყე სწავ­ლა. ისე მოხ­და, რომ 2012 წელს გას­ტრო­ლებ­ზე ჩა­მო­ვე­დით და კო­ლე­ჯი­დან წა­მოს­ვლამ ადრე მო­მი­წია. რომ დავ­ბრუნ­დით, სამ­წუ­ხა­როდ, იქ სწავ­ლა აღარ გა­ვაგ­რძე­ლე და ვი­ყა­ვი თე­ატ­რში, რო­ლებს ვთა­მა­შობ­დი. წელს კი ნიუ-იორკში, სტე­ლა ად­ლე­რის სამ­სა­ხი­ო­ბო სტუ­დი­ა­ში მი­მი­ღეს, სა­დაც ერ­თთვი­ა­ნი სა­ზა­ფხუ­ლო პროგ­რა­მა გა­ვი­ა­რე. მარ­თლა სას­წა­უ­ლი იყო," - ამ­ბობს გო­გო­ნა, რომ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის მთა­ვა­რი პრო­ფე­სია მსა­ხი­ო­ბო­ბაა და გა­საკ­ვი­რი სუ­ლაც არ არის, რომ თა­ვი­თო­ნაც ეს გზა აირ­ჩია.

ორი წლის წინ ირინ­კას ოჯახ­მა ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო, მაგ­რამ მი­აჩ­ნია, რომ მა­ინც ძა­ლი­ან რთუ­ლია იქ ყოფ­ნა, რად­გა­ნაც ცხოვ­რე­ბის ტემ­პი რო­ბო­ტუ­ლია:

"იქა­უ­რე­ბი სხვა რიტ­მით მოძ­რა­ო­ბენ, სულ რა­ღა­ცას აკე­თე­ბენ, საქ­მი­ა­ნო­ბენ და ამ ყვე­ლა­ფერს თუ არ აჰ­ყე­ვი, ვერ იცხოვ­რებ, ვერ გა­დარ­ჩე­ბი. ცხა­დია, რთუ­ლია, მაგ­რამ მერე ეგუ­ე­ბი. ერთი თვე აქ რომ ჩა­მოვ­დი­ვარ ხოლ­მე, ცხა­დია, არ მყოფ­ნის, მაგ­რამ ბო­ლოს მზად ვარ, უკან დავ­ბრუნ­დე, მუ­შა­ო­ბა მინ­დე­ბა. ხომ გე­უბ­ნე­ბით, უკვე მიჩ­ვე­უ­ლი ვარ ასეთ ცხოვ­რე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, ამე­რი­კას ალღო ავუ­ღე", - აღ­ნიშ­ნავს ირინ­კა.

ოჯახ­ზე სა­უბ­რი­სას კი ამ­ბობს, რომ მათი დამ­სა­ხუ­რე­ბით, ბავ­შვო­ბი­დან თე­ატ­რში უწევ­და ყოფ­ნა. მამა, ირაკ­ლი კავ­სა­ძე "სი­ნე­ტი­კის თე­ატ­რში" მუ­სი­კა­ლუ­რი გამ­ფორ­მე­ბე­ლი, რე­ჟი­სო­რის ასის­ტენ­ტი და მსა­ხი­ო­ბია. დედა, ლია გორ­გი­ლა­ძე სა­მე­დი­ცი­ნო კომ­პა­ნი­ა­ში საქ­მი­ა­ნობს, მა­ნამ­დე "ამე­რი­კის ხმა­ში" მუ­შა­ობ­და, ირინ­კას უმ­ცრო­სი და მე­თერ­თმე­ტეკ­ლა­სე­ლია. ბო­ლოს ბა­ბუ­ა­ზე სა­უ­ბარს ასე გა­ნაგ­რძობს:

"ხომ ვამ­ბობ, რო­დე­საც მას აქ ვტო­ვებ, ჩემ­თვის დიდი ტკი­ვი­ლია და ემო­ცი­უ­რად გან­ვიც­დი. მას ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი ად­გი­ლი უჭი­რავს. ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან ახლო და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და და დღემ­დეც ასე ვართ. რომ შე­მე­კი­თხე­ბოდ­ნენ: დედა უფრო გიყ­ვარს თუ მამა? ვამ­ბობ­დი - ბაბუ-მეთ­ქი. სა­ნამ ამე­რი­კა­ში წა­ვი­დო­დით, ჯერ კი­დევ მა­შინ, დე­დაც მუ­შა­ობ­და, მა­მაც და სკო­ლა­ში ბა­ბუ­ას დავ­ყავ­დი, სა­უზ­მეს მიმ­ზა­დებ­და, სკო­ლა­ში მა­კი­თხავ­და. მან გამ­ზარ­და და დღემ­დე მის მი­მართ რა­ღაც სხვა­ნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს" - აღ­ნიშ­ნავს ირინ­კა.

გარ­და იმი­სა, რომ კახი კავ­სა­ძე ირინ­კას­თვის საყ­ვა­რე­ლი და მზრუნ­ვე­ლი ბა­ბუაა, დიდი მსა­ხი­ო­ბია. შვი­ლიშ­ვი­ლის­თვის კი ეს ამ­ბა­ვი უპირ­ვე­ლე­სად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ნიშ­ნავს. უნდა, რომ ბა­ბუ­ამ მი­სით ყო­ველ­თვის ია­მა­ყოს: "იქ რომ ვართ, იმ­ხე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, მგო­ნი, მეც და მთე­ლი ოჯა­ხიც ისე ვცხოვ­რობთ, გვინ­და, კა­ხიმ ჩვე­ნით ია­მა­ყოს. თვი­თონ ძა­ლი­ან დიდი შრო­მა აქვს თა­ვის საქ­მე­ში ჩა­დე­ბუ­ლი".

რაც შე­ე­ხე­ბა ბე­ბი­ას - უმ­შვე­ნი­ე­რეს მსა­ხი­ობ ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვილს, ირინ­კა მხო­ლოდ გად­მო­ცე­მით იც­ნობს. ამ­ბობს, რომ ეს თემა მის­თვის ძა­ლი­ან მძი­მეა:

"მე რომ და­ვი­ბა­დე, 11 თვის გარ­დაც­ვლი­ლი იყო. ბელა ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მე თე­მაა, არ ვიცი, რა­ტომ, მაგ­რამ ასეა. ვგრძნობ, რომ მას­თან რა­ღაც ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მა­კავ­ში­რებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას არ ვიც­ნობ­დი და არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა მქო­ნია. ვფიქ­რობ, გა­რეგ­ნუ­ლად სა­ერ­თოდ არ ვგა­ვარ, უფრო ბა­ბუ­ას, თუმ­ცა ბა­ბუს ჰგო­ნია, რომ ბე­ლას ვგა­ვარ. ხომ ვამ­ბობ, უხი­ლა­ვი ძა­ფე­ბით რომ მას­თან ვარ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამას ნამ­დვი­ლად ვგრძნობ.

მა­მი­და (ნა­ნუ­კა ხუს­კი­ვა­ძე, - ავტ.) ამ­ბობს, რომ ხა­სი­ა­თე­ბით ბე­ბი­ას ვგა­ვარ. ამას­თან, რამ­დე­ნი ის­ტო­რია მო­მის­მე­ნია ბე­ლა­ზე და არა მარ­ტო ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან, უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის­გან და ოჯა­ხის მე­გობ­რე­ბის­გან. ბე­ლას და კა­ხის ურ­თი­ერ­თო­ბა ხომ სა­მა­გა­ლი­თო იყო, სა­ო­ცა­რი წყვი­ლი იყ­ვნენ... თუკი ჩემ­ში არის რა­ი­მე მსგავ­სი, ამით მხო­ლოდ ვი­ა­მა­ყებ­დი" - დას­ძენს ირინ­კა.

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი გვე­უბ­ნე­ბა, რომ სწო­რედ მისი მა­მი­და, ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი - ნა­ნუ­კა ხუს­კი­ვა­ძე ყო­ფი­ლა ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც მან მსა­ხი­ო­ბო­ბა გა­და­წყვი­ტა... თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ მამა და ბა­ბუა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი იყ­ვნენ და პა­ტა­რა ირინ­კა კუ­ლი­სებ­ში იზ­რდე­ბო­და, მა­მი­და იყო ქალი მსა­ხი­ო­ბი და მის­თვის სა­მა­გა­ლი­თო, ვის გა­მოც ამ პრო­ფე­სი­ა­ში ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა.

"არ მახ­სოვს რო­მე­ლი წელი იყო, ჯერ კი­დევ აქ ვცხოვ­რობ­დით და თე­ატ­რში "მა­რი­ამ სი­უ­არ­ტი" დად­გეს, ნა­ნუ­კამ ელი­სა­ბედ დე­დო­ფა­ლი ითა­მა­შა, მა­მა­ჩე­მიც თა­მა­შობ­და მაგ სპექ­ტაკლში, ამი­ტომ სულ დავ­ყავ­დი და ვუ­ყუ­რებ­დი. ნა­ნუ­კა სპექ­ტაკლში რომ ვნა­ხე, გავ­გიჟ­დი, გა­და­ვი­რიე და მა­მას გა­მო­ვუ­ცხა­დე, მსა­ხი­ო­ბი უნდა გა­მო­ვი­დე-მეთ­ქი. ამი­ტომ, მი­სით დღემ­დე გა­ო­ცე­ბუ­ლი და მო­ხიბ­ლუ­ლი ვარ" - ამ­ბობს გო­გო­ნა და გა­ნაგ­რძობს, რომ ამ­ჟა­მად მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე თე­ატრს უკავ­შირ­დე­ბა.

25 წლის მსა­ხი­ო­ბი და­ო­ჯა­ხე­ბას ჯერ არ აპი­რებს, რად­გა­ნაც მი­აჩ­ნია, რომ პრო­ფე­სი­უ­ლად მე­ტად უნდა გან­ვი­თარ­დეს და კა­რი­ე­რა­ში წინ წა­ვი­დეს. ნიუ-იორკში სტე­ლა ად­ლე­რის 2-წლი­ან სამ­სა­ხი­ო­ბო სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას აპი­რებს, შემ­დეგ კი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში წას­ვლა და ფილ­მებ­ში ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯვა სურს, რად­გა­ნაც კინო ჯერ­ჯე­რო­ბით მის­თვის ახა­ლი და უც­ნო­ბი სფე­როა.