მექსიკელი რეჟისორის ალფონსო კუარონის "რომმა" ვენეციის კინოფესტივალზე "ოქროს ლომი" მოიგო. ამით კომპანია Netflix-მა კინოფესტივალზე პირველ მასშტაბურ გამარჯვებას მიაღწია.
ფილმს "რომა" კრიტიკოსებმა უმაღლესი შეფასება მიანიჭეს და თანამედროვე კინემატოგრაფიაში საუკეთესო შავ-თეთრ ფილმად აღიარეს.
საუკეთესო მსახიობი ქალის პრიზი ოლივია კოლმანმა მიიღო ინგლისის დედოფალი ანას განსახიერებისთვის, ხოლო უილიამ დეფომ ვინსენტ ვან გოგის როლის შესრულებისთვის მიენიჭა "ოქროს ლომი".
ვენეციის კინოფესტივალი 29 აგვისტოს ფილმის, First Man, ჩვენებით გაიხსნა. ის ოსკაროსანმა რეჟისორმა დემიენ შაზელმა გადაიღო. პრემიერას ჰოლივუდის ვარსკვლავი რაიან გოსლინგი დაესწრო. ახალ ბიოგრაფიულ დრამაში რაიან გოსლინგი ამერიკელი ასტრონავტის, ნილ არმსტრონგის, როლს ასრულებს.
ფესტივალის მთავარი პრიზის "ოქროს ლომის" მოსაპოვებლად ერთმანეთისგან განსხვავებული თემატიკის ფილმები იბრძოდნენ.