"მე მინდა ოჯახს ერქვას "დედა, მამა, შვილები" და ამიტომ ვარ სიძულვილის ენით მოლაპარაკე?"

ევროპის ჩემპიონი ნიჩბოსნობაში ზაზა ნადირაძე, მისი მხრიდან ლგბტ სამკლაურთან დაკავშირებით გაკეთებულ იმ კომენტარს ეხმიანება, რომელშიც ამბობს, რომ ფეხბურთელ გურამ კაშიას ადგილზე ის ამ სამკლაურს დაწვავდა:

"პირველ რიგში დავსვამ პატარა შეკითხვას, მე რომ მინდა საქართველოში ოჯახს ერქვას "დედა, მამა, შვილები, ბებო და ბაბუ" ამიტომ ვარ აგრესიული და სიძულვილის ენით მოლაპარაკე? მე მინდა საქართველოში იყვნენ ნამდვილი ქართველი კაცები და ქალები, რომლებსაც ექნებათ ნამდვილი ლამაზი ჭეშმარიტი ოჯახები.

მე არ ვუჭერ მხარს ლგბტ ხალხს, არც მათ ჭრელ დროშას. ის რამოდენიმე პროვოკატორი ფულზე გაყიდული არსებები რომ გამოდიან ქუჩებში, შეურაცხყოფას გვაყენებენ ჩვენ, ჩვენს სარწმუნოებას, იმას რაც ჩვენ გვიყვარს და ვაფასებთ, არ მაქვს უფლება ეს ყველაფერი არ მოვიწონო? და მე გიპასუხებთ, მაქვს უფლება, და კიდევ მეტის უფლება მაქვს და გვაქვს.

მე მჯერა, რომ ეს არის მათი ფიზიკური და სულიერი გადახრა, დაავადება, რომელიც შესაძლოა იკურნება კიდეც, და ალბათ ბევრმა თავს ძალა დაატანა და განიკურნა, უბრალოდ ვერ იტყვის - ძმაო, იცი მე ადრე გეი ვიყავი მაგრამ ახლა ნამდვილი ვაჟკაცი ვარო, ეგ ხომ წარმოუდგენელია.

ერთი სიტყვით ჩემო მეგობრებო, ყველაფრიდან გამომდინარე ელჭიპიტები და რაღაცეები ყველამ თავისთვის შეინახოს თავიანთ სახლებში და მანდ რაც უნდათ ის უქნიათ. ნუ გვაკადრებენ და ჩვენც არავის არაფერს ვაკადრებთ" - აღნიშნავს ზაზა ნადირაძე.