კიდევ ერთი მკვლელობა, რომელშიც კრემლი ფიგურირებს - ბრიტანეთის პოლიცია ბერეზოვსკის მეგობრის უეცარ გარდაცვალებას იძიებს

კიდევ ერთი მკვლელობა, რომელშიც კრემლი ფიგურირებს - ბრიტანეთის პოლიცია ბერეზოვსკის მეგობრის უეცარ გარდაცვალებას იძიებს

ბრიტანელი დეტექტივები, რომლებიც "აეროფლოტის" გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილის ნიკოლაი გლუშკოვის მკვლელობას იძიებენ, თვლიან, რომ 2018 წლის 12 მარტს ლონდონში მის დახრჩობამდე, 2013 წელს რუსებმა მისი მოწამვლა სცადეს. ამის შესახებ ინფორმაციას "გარდიანი" ავრცელებს.

ამჟამად პოლიციამ განაახლა გლუშკოვის მოწამვლის საქმე, რომელიც 2013 წლის ნომებრი დასაწყისში მოხდა - ზუსტად ნახევარი წლის გასვლისას მას შემდეგ, რაც გლუშკოვმა კრემლი საჯაროდ დაადანაშაულა ბიზნესმენისა და საკუთარი ახლო მეგობრის, ბორის ბერეზოვსკის მკვლელობაში.

გამოძიების პირველ ეტაპზე ლონდონის პოლიციამ, 2018 წლის მარტს რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის სერგეი სკრიპალის, ასევე მისი შვილის იულია სკრიპალის მოწამვლასა და 2013 ნოემბერში ნიკოალი გლუშკოვის მოწამვლას შორის ვერანაირი კავშირის დადგენა ვერ მოახერხა.

მაგრამ მამა-შვილი სკრიპალების მოწამვლის შემდეგ, დაახლოებით ერთ კვირაში, გლუშკო ლონდონში საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. სწორედ ამის შემდეგ ლონდონის პოლიციას დაებადა ეჭვი, რომ გლუშკოვი, რომელიც მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, საბოლოოდ პროფესიონალ მკვლელებს ემსხვერპლა.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, დევნილი რუსი ოლიგარქის, ბორის ბერეზოვსკის მეგობრის, გლუშკოვის მოწამვლა 2013 წელს ორმა პირმა სცადა, მაგრამ უშედეგოდ.

მედიკოსი, რომელიც გლუშკოვის დასახმარებლად მივიდა ლონდონის სასტუმროში, იხსენებს, რომ ნომერში შესვლისას ნიკოლაი იატაკზე იპოვა და მას სახეზე ხალიჩის ანაბეჭდი ეტყობოდა.

პოლიციამ დაადასტურა ინფორმაცია ინცინდენტის შესახებ, მაგრამ ბრალდებების წაყენებისგან თავი შეიკავა. მედიკოსის თქმით, პაციენტის მოწამვლა ორმა რუსმა სცადა, რომლებთან ერთად გლუშკოვმა შამპანური მიირთვა.

გლუშკოვმა თავის მეგობრებთან საუბრისას გაიხსენა, რომ პირველად ორი რუსი ამსტერდამში, სხიპჰოლის აეროპორტში შეამჩნია. თავიდანვე მიხვდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა და ცდილობდა, რომ ვიდეომეთვალყურეობის კადრში დარჩენილიყო. მეორედ გლუშკოვმა რუსები ბრისტოლში, ბროდ-სტრიტზე არსებულ "გრანდ-ოტელში" ნახა.

ნიკოლაი გლუშკოვმა მედიკოსს, კიტ კარრს უთხრა, რომ რუსები შამპანურის ბოთლით მივიდნენ მასთან და დალევა შესთავაზეს, რაზეც დათანხმდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ საერთოდ არ იცნობდა. უცნობებთან ერთად დალევის შემდეგ მან გონება დაკარგა, რადგან მეორე დღეს აღარ ახსოვდა, რა მოხდა რამდენიმე ჭიქა შამპანიური დალევის შემდეგ. გლუშკოვმა თავად უთხრა ექიმს, რომ მოწამლეს, რადგან გამოფხიზლების შემდეგ თავს ძალიან უცნაურად და ცუდად გრძნობდა.