ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლის საქმეში სპორტისა და ახალაგზრდობის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი ფიგურირებს.
„იბერია ტვ“-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბრიტანულმა საადვოკატო ფირმა „ფილდფიშერმა“ წერილი გაუგზავნა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანს, რომელიც ადრესატს ორი კვირის წინ ჩაბარდა.
წერილში აღნიშნულია, რომ „ომეგას“ დაწყებული აქვს სამართლებრივი პროცედურები ინგლისისა და უელსის უმაღლესი სასამართლოსთვის „ომეგაზე“ განხორციელებული ზეწოლის გამო, რამაც დააზარალა „ომეგა ჯგუფი“.
წერილში აღნიშნულია, რომ საქმე ეხება „ომეგას“ წინააღმდეგ რამდენიმე პირის მიერ უკანონო გზით განხორციელებულ სამართალდარღვევებს.
წერილში დასახელებულნი არიან ყოფილი და ამჟამინდელი მთავრობის წევრები, ასევე სხვა მაღალი რანგის პირები.
„იბერია ტვ“ არკვევს წერილში დასახელებულპირთა ვინაობას, რომელთაც მოუწევთ ინგლისის სასამართლოში გამოცხადება და შეკითხვებზე პასუხის გაცემა.
„იბერია ტვ“ ცდილობს დაუკავშირდეს „ფილდფიშერის“ ადვოკატებს, რათა მათ მეტი ინფორმაცია გააცნონ ქართულ საზოგადოებას.“
შეგახსენებთ: ლევან ყიფიანი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2012-2015 წლებში ხელმძღვანელობდა.