ქალს, რომელიც თავის სარჩენად სახლში ტორტებს აცხობს, ბინიდან გასახლებით და 5000-დოლარიანი ჯარიმით ემუქრებიან

ქალს, რომელიც თავის სარჩენად სახლში ტორტებს აცხობს, ბინიდან გასახლებით და 5000-დოლარიანი ჯარიმით ემუქრებიან

სოციალურ ქსელში მაკრინე არახამია წერს, რომ სახლში ტორტებს აცხობს, რის გამოც მასთან სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები მივიდნენ და ეს საქმიანობა აუკრძალეს.

„დასაწყისშივე მინდა დაგპირდეთ, რომ მსგავსი “პოსტი” იქნება ბოლო!

მე მეტი არ დავწერ არაფერს, თუ რა ხდებოდა და ხდება ჩემს საქმიანობაზე ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით.

კარებზე გაისმა ზარის ხმა, მე დაკავებული ვიყავი, კარი გააღო ბავშვმა (არასოდეს ვკითხულობდით, თუ ვინ არის კარებთან, საკმაოდ კარგ და დაცულ კორპუსში ვცხოვრობთ) ეგრევე დამიძახა, მაგრამ დამჭირდა რამდენიმე წუთი გამოვსულიყავი აბაზანიდან. ორი პირი საჯარო ფორმით, რომლებსაც ახლდათ ბინის “სუპერი”, მაჩვენეს საბუთი და ამიხსნეს, რომ იყვნენ 311-ის თანამშრომლები.

საკმაოდ თავაზიანად ამიხსნეს, რომ იყო სატელეფონო საჩივარი შესული იმასთან დაკავშირებით, რომ საცხოვრებელ კორპუსში ვეწევი კომერციულ საქმიანობას.

დამისვეს კითხვები, მომთხოვეს ბინის კონტრაქტი, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთები. პირველი, რაც მკითხეს, რატომ გიდგათ ორი მაცივარიო? შესაბამისად ვუპასუხე, რომ ერთი არ მყოფნის საკვებისთვის, ეგრევე შემომიბრუნა კითხვა, ამდენი რაოდენობის კარაქი რატომ გიწყვიათო. (სანამ მე გამოვედი აბაზანიდან, გამოუღიათ და შეუხედავთ).

მოკლედ ვიტყვი, პირველი იყო გაფრთხილება, შემდეგი იქნება ჯარიმა 5000$-ის ოდენობით და ასევე ბინის დაცლა (ეს უკვე ბინის მენეჯმენტის მოთხოვნა).

ძალიან დავიღალე და მინდა, რაღაც პერიოდი შევწყვიტო ჩემი საქმიანობა და არა იმიტომ, რომ შემეშინდა! არა! მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი გული ვერ უძლებს ამდენ ტკივილს!

თითეულ თქვენთაგან მუხლმოდრეკილი მადლობა! მადლობა ასეთი თანადგომისთვის და ამ სიყვარულისთვის!

მე მიყვარხართ, მართლა მიყვარხართ, რადგან თქვენ მე გადამატანინეთ ძალიან რთული პერიოდი ჩემი ცხოვრების" - წერს არახამია.