გლდანის მეორე მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულზე დღეს ხანძარი გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეხანძრე-მაშველებმა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კორპუსის მე-8 სართულიდან 4 მოქალაქე გამოიყვანეს. მათ შორის, 2 მცირეწლოვანი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ გამოჰყავს პატრულს შემთხვევის ადგილიდან ჩვილი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პატრული ჯემალ მორჩაძეა.
მისი სახელი კიდევ ერთ ფაქტს უკავშირდება. სწორედ ჯემალ მორჩაძემ მიიყვანა საგამოცდო ცენტრამდე აბიტურიენტი, რომელსაც გამოცდაზე აგვიანდებოდა.