უცნობმა ადამიანებმა WhatsApp-ის მომხმარებლებს პორნოსურათები გაუგზავნეს. მათი ძირითადი სამიზნე ჯგუფი ბავშვები იყვნენ. ამი შესახებ ბრიტანული ჩეშირის საგრაფოს პოლიციამ ოფიციალურ Twitter-ზე დაწერა.
ჰაკერები უცხოეთში დარეგისტრირებული ტელეფონის ნომრით მოქმედებენ. ისინი მომხმარებლებს ეცნობიან სახელით ოლივია. "თუ თქვენი შვილები იყენებენ WhatsApp-ს გთხოვთ შეამოწმეთ მისი მიმოწერა", - წერს ბრიტანეთის პოლიცია.
სამართალდამცველების თქმით, თაღლითების მსხვერპლის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.