პოლონელი თავის დაავადებას ოსვენციმში მამაზე ჩატარებულ კვლევებს უკავშირებს და კომპენსაციას ითხოვს

პოლონელი თავის დაავადებას ოსვენციმში მამაზე ჩატარებულ კვლევებს უკავშირებს და კომპენსაციას ითხოვს

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ერთ-ერთი ყოფილი პატიმრის შვილი გერმანიის ხელისუფლებას მამამისზე განხორციელებული სამედიცინო ექსპერიმენტის გამო კომპენსაცია სთხოვს. ამის შესახებ გამოცემა Rzeczpospolita წერს.

მედიის ცნობით, მოსარჩელე პოლონელი ადამ კოვალევსკია, ის თავის ტვინის მძიმე სენით არის დაავადებული და ფიქრობს, რომ ამის მიზეზი საკონცენტრაციო ბანაკში მამამისზე ჩატარებული სამედიცინო კვლევებია.

კოვალევსკი ე.წ. „მეორე თაობის სინდრომის“ გამო გერმანულ მხარეს 400 000 ზლოტს (დაახლოებით 108 000 დოლარი) სთხოვს.

პოლონეთის პარლამენტის რეპარაციის ჯგუფის წარმომადგენლის თქმით, 1990 წლის მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთში ჰიტლერის რეჟიმისგან 13 315 000 ადამიანი დაზარალდა.

პოლონეთის პარლამენტის რეპარაციის ჯგუფის წარმომადგენლის თქმით, 1990 წლის მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთში ჰიტლერის რეჟიმისგან 13 315 000 ადამიანი დაზარალდა.