ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, 2018 წელს სტუდენტი 27 906 აბიტურიენტი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე გასული აბიტურიენტების დაახლოებით 70%-მა ჩააბარა.
საბაკალავრო პროგრამებზე პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით ყველაზე მოთხოვნადი არაპროფილური უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგში პირველ ადგილს თსუ იკავებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წელს 67 საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამაზე 4694 ვაკანტური ადგილი გამოაცხადა.
forbes-ს ქართულმა გამოცემამ საბაკალავრო პროგრამებზე პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებლის სია გამოაქვეყნა.
თსუ - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 6893
ილიაუნი - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 6579
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 2222
თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 1902
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 1069
ბათუმის საზღვაო აკადემია - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 1044
აგრარული უნივერსიტეტი - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 667
სამხატვრო აკადემია - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 418
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 263
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 78