"ივანიშვილმა კანდიდატად თავისი ხის ტოტიც რომ დაყენოს, მაინც ის გაიმარჯვებს"

"თეორიულადაც ვერ დავუშვებ, რომ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებში არ ჩა-ერთვება. ის მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს და დარწმუნებული ვარ, რომ აუ-ცილებლად სახელისუფლებო კანდიდატი გამარჯვებს" - აცხადებს დავით ზურაბიშვილი, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

"რეზონანსი": ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნე-ბისთვის ბრძოლა, როგორ მმართველი გუნდისთვის, ისე პოლიტიკური ძალებისთვის გადამ-წყვეტი იქნება, რადგან ეს ბოლო არჩევნებია, როცა ქვეყანას პირდაპირი წესით არჩე-ული სახელმწიფო მეთაური ეყოლება?

დავით ზურაბიშვილი: ეს არჩევნები გადამწყვეტ ბრძოლად არ მიმაჩნია და ვფიქრობ, რომ არც მმართველი პარტიაა დიდად დაინტერესებული. ჯერჯერობით "ოცნება" აკვირდება მოვლენებს, რადგან კიდევ აქვს დრო საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, რა ფორმით ჩაერთვება საპრეზიდენტო არჩევნებში. პირადად მე თეორიულადაც ვერ დავუშვებ, რომ სრულიად გამოეყოფა საარჩევნო კამპანიას პოლიტიკური თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ, რომ მხარს რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს.

-  ეს დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იქნება?

-  სალომე ზურაბიშვილი ძალიან სუსტი კანდიდატია და მისი ყოველი განცხადება ლა-მის სკანდალის მიზეზი ხდება. ამიტომ გადაჭრით თქმა, რომ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ძნელია, შეიძლება გამოჩნდეს სხვა კანდიდატი, რომელიც "ოცნებისთვის" სრულიად მისაღები იქნება და გამარჯვება გარან-ტირებული ექნება სახელისუფლებო რესურსისა და იმედგაცრუებული ამომრჩევლის ხარჯზე.

ბიძინა ივანიშვილმა თავისი ხეც რომ დააყენოს კანდიდატად, ხე კი არა ხის ტოტი, მაინც ის გაიმარჯვებს და მათი პრეზიდენტი გახდება. ეს იქნება "ოცნების" ციკლის დასასრული - მოახდინოს საკუთარი ძალების კონსოლიდაცია.

- თუმცა თქვენი კოლეგები ამბობენ, რომ ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების-თვის არ იბრძვის, მას წინასაარჩევნო კამპანია უფრო აინტერესებს, ვიდრე შედეგი, რათა სამომავლოდ იცოდეს, რა გააკეთოს, დატოვოს თავისი პარტია თუ ახალი შექმნას, ანუ ვისთან ერთად წარსდგეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

-  ბიძინა ივანიშვილს პარტიის დაშლა არ სჭირდება. ყველა ხედავს, რომ "ქართული ოცნება" პოპულარული და კომპეტენტური არ არის, თუმცა უალტერნატივოა, რადგან ქვე-ყანაში არ არის ოპოზიციური ძალა, რომელიც "ოცნების" ხელისუფლებას შეცვლის. ამაზე ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლიდან იზრუნა, ასეთი ძალა რომ მოსპობილიყო, რაშიც ხელი "ნაცმოძრაობამ" შეუწყო. თუმცა გამორიცხული არ არის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიძლება რაღაც პროცესები დაიწყოს და სხვა პოლიტიკური რეალობა შეიქმნას...

-  ანუ თქვენი პროგნოზით ოპოზიციას ამ არჩევნებში გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს?

-  "ნაცმოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს" ერთი ელექტორატი ჰყავს, დაახლო-ებით 400 ათასი ამომრჩეველი და სავარაუდოდ ეს ხმებიც გაიყოფა. მათთვის შეიძლება ისიც საკმარისი იყოს, მეორე ტურში ვინ იქნება პირველი, მაგრამ მოგების შანსი ნამდვილად არ აქვთ.

- დამოუკიდებელ კანდიდატებს, თუნდაც სალომე ზურაბიშვილს ან დავით უსუფაშვილს? ამბობენ, რომ შეიძლება ბოლო მომენტში მარგველაშვილმაც მიიღოს გადაწყვეტილება მე-ორედ იყაროს კენჭი პრეზიდენტის თანამდებობაზე.

- "ოცნების" მხარდაჭერის გარეშე სალომე ზურაბიშვილს გაუჭირდება გამარჯვების მოპოვება. დავით უსუფაშვილის გამარჯვების შანსებს ოპტიმისტურად არ ვუყურებ, მას შეიძლება მხარი დაუჭიროს ამომრჩეველმა იმიტომ, რომ კვალიფიციური კადრი უნდა პრე-ზიდენტად, მაგრამ ეს უმნიშვნელო პროცენტი იქნება. მარგველაშვილს კი პოლიტიკიდან ისე უნდა წავიდეს, რომ არავის დაუპირისპირდეს, ამის მაგალითი იყო ის, რომ არ მი-იღო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა წარედგინა, ამით ვერც "ოცნების" გული მოიგო და არასამთავრობო სექტო-რიც გაანაწყენა.