კვიპროსის საპარლმენტო არჩევნები

კვიპროსის საპარლმენტო არჩევნები

საპარლამენტო არჩევნების კვიპროსში 2011 წლის 22 მაისს ჩატარდა. ეს რიგით მეათე არჩევნებია მას შემდეგ, რაც 1960 წელს კუნძულმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. 

რესპუბლიკის წარმომადგენლობითი პალატა  80 ადგილისგან შედგება. ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით კუნძულის ბერძნული და თურქული ერთობის წარმომადგენელი დეპუტატთა თანაფარდობა განსაზღვრულია 70/30-ზე. ანუ, 56 ადგილს იკავებენ ბერძენი კვიპროსელები, 24 კი განკუთვნილია თურქული მხარისთვის. თუმცა, 1963 წლის მასობრივი შეტაკებების შემდეგ თურქებმა დატოვეს პარლამენტი და მათი ადგილები ვაკანტური დარჩა მანამდე, სანამ არ მოხდება ურთიერთობების დარეგულირება მხარეებს შორის.

წარმომადგენლობითი პალატის 56 ადგილზე, რომელიც კუნძულის ბერძნულ ერთობას წარმოადგენს, 412 კანდიდატი იყრის კენჭს. მათგან მხოლოდ ექვსია დამოუკიდებელი, დანარჩენები კი განეკუთვნება 10 პოლიტიკურ პარტიას და გაერთიანებას.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება კვირპოსის 530.000-ზე მეტ მოქალაქეს ჰქონდა. ამომრჩევლებს 1203 საარჩევნო უბანი ემსახურებოდა ექვს საარჩევნო ოლქში. აქტივობამ შეადგინა 78.7%. აღსანიშნავია, რომ 2006 წლის არჩევნებთან შედარებით ამ მაჩვენებელმა 10%-ით იკლო.

წინასაარჩევნო კვლევების მიხედვით, ყველაზე რეიტინგულ პარტიებად კომუნისტური „მშრომელი ხალხის პროგრესული პარტია“ და „დემოკრატიული გაერთიანება დასახელდნენ“. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ პარტიების რეიტინგს შორის სხვაობა მინიმალურია (1%-ზე ნაკლები).

გამარჯვება მოიპოვა მემარჯვენე-ცენტრისტული ორიენტაციის ოპოზიციურმა პარტიამ „დემოკრატიული გაერთიანება“. კვიპროსის რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ პარტია დააგროვა ხმათა 34.3%  მაშინ, როდესაც კომუნისტურმა პარტიამ დიმიტრის ხრისტოფალიასის მეთაურობით ხმათა მხოლოდ 32.7% მიიღო. კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შედეგებს განიხილავენ ამომრჩევეთა უკმაყოფილებით განპირობებულს კვიპროსის თურქულ და ბერძნულ  მხარეებს შორის უშედეგო მოლაპარაკებებით, რომელსაც ხრისტოფილიასი აწარმოებს 2008 წლიდან. აღსანიშნავია, რომ 2006 წელს „მშრომელი ხალხის პროგრესულმა პარტიამ“, რომელსაც ადრე კვიპროსის კომუნისტური პარტია ეწოდებოდა, ჩამოაყალიბა კოალიცია დემოკრატიულ პარტიასთან, რის გამოც მემარჯვენე დემოკრატიული გაერთიანება აღმოჩნდა ოპოზიციის როლში. (2006 წლის არჩევნეში ორივე პარტიამ მანდატების ერთი და იგივე რაოდენობა მოიპოვა).

მესამე ადგილზე ცენტრისტული დემოკრატიული პარტიაა ხმათა 15.8%-ით, მეოთხეზე კი სოციალ-დემოკრატები (8.9%)