,,ვალით გადახდილი ქორწილი, ქუჩაში გამოტანილი რწმენა, სარფიანი ნათლია და სხვა

,,ვალით გადახდილი ქორწილი, ქუჩაში გამოტანილი რწმენა, სარფიანი ნათლია და სხვა" - მამა დავითი ქართული მარაზმის შესახებ

მამა დავითი სოციალურ ქსელში ,,ქართული მარაზმის" შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

"სამშობიაროს კედელზე აღნიშნული დაბადების თარიღი;

სარფიანი ნათლია;

ერთმანეთის შურით აშენებული უზარმაზარი სახლები, რომლებიც ისე ინგრევა, გაკეთებას ვერ ასწრებენ;

თუ რამ ძვირფასის ვიტრინაში გამოფენა;

ვალით გადახდილი ქორწილი;

ახალი პატარძლის ხელზე 6 ბეჭედი;

ქორწილში ჩოხის ჩაცმით გამოხატული პატრიოტიზმი;

შვიდსართულიანი სუფრა და დალევა გულის რევამდე;

ქელეხი;

ექს ემიგრანტების ქედმაღლობა;

სოფლად გაყიდული სახლ–კარი და ბაღ ვენახი თბილისის ერთ–ერთ გარეუბანში ცხოვრების მიზნით;

დიპლომისათვის სწავლა;

მიმტანისადმი დამოკიდებულება;

თანამედროვე ქართული კინემატოგრაფიის ხელოვნურობა;

სერიალებიდან ნასწავლი ცხოვრებით ცხოვრება;

შეყვარებულის მიმართვის ტექსტები;

მთელი წლის ნაშრომის ერთ დღეში დახარჯვა;

კაბინეტებში სამლოცველო კუთხეები;

ფულით ნაყიდი მოძღვრები;

ეკლესიებში მრევლის სამი კატეგორია: მდიდრები, სტაჟიანები და ცოდვილები, რომლებიც წინა ორ დაჯგუფებაზე გულწრფელნი არიან...

ეკლესია ყველა კორპუსის ძირში და მიტოვებული საყდრები სოფლად;

თბილისს შესეული სამღვდელოება და სექტანტებისთვის გადაცემული რეგიონები;

ქუჩაში გამოტანილი რწმენა;

ძიება, ცოცხალი წმინდანებისა, მათი საფლავების გაკერპება;

დღემდე იმის გარკვევა, პირჯვრის გადაწერა მანქანაში შეიძლება თუ არა?

წმინდა წერილის გვერდის ავლით დაწყებული „ეკლესიურობა“;

სოციალური ქსელების სტატუსები;

ამავე ქსელებისთვის გადაღებული ფოტოები და ყალბი კომენტარები, „ულამაზესი ხარ“;

ჯანღონით სავსე კაცის სოციალური დახმარება;

ყველაფერზე წამსვლელი მასწავლებელი;

მკვლელი, მკითავი და გამატყავებელი ექიმი;

მშიერი ჟურნალისტი, რომლიც თავისი ჭკუით სიმართლეს იცავს და საკუთარი უფლება კი ვერ დაუცვია!

დანაგვიანებული ქუჩები და სკვერები;

შარდის სუნი ლიფტებში, მიწისქვეშა გადასასვლელებსა და ჰოი, საოცრებავ! რუსთაველზე...

დასამუშავებული მიწა და საზღვარგარეთიდან შემოტანილი ხილ–ბოსტნეული;

პროდუქტის წონაში დაკლება!

მშიერი მწერალი;

დღევანდელი მწერალთა კავშირი და მათი შემოქმედება;

ტუალეტში და დაქალთან ჩუმად მოწეული სიგარეტი;

საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ფულით ქმრის გულაობა;

ოჯახის შექმნა ვნების საბაბით;

შეყვარებულობა მოლაპარაკებით;

დასაოჯახებელზე ზეწოლა, რომ დაოჯახდეს!

სამღვდელო მოქმედების შედეგად აღებული გასამრჯელოთი დაბრკოლებული „მორწმუნე“;

და ამავე მიზეზით წესაუგები მიცვალებული;

მიცვალებულისთვის ნივთების გატანება და სასაფლაოს არქიტექტურა;

სამარშუტო ტაქსების მუსიკალური რეპერტუარი და ამით უფლებადარღვეული მგზავრი;

მეგობრის და;

სტომატოლოგის უსუფთაობით ც ჰეპატიტით დაინფიცირებული პაციენტი;

ქეიფი და გართობა ნისიად;

დაობებული ბიბლიოთეკა;

გაპარვა ოჯახის შექმნის მიზნით;

ქორწილში ცეკვისას გაკეთებული ბეჭედი;

დედამთილისთვის დაძახებული დედა;

ბიძიებისთვის ნაჩვენები პასპორტი;

ახლა უკვე იდ ბარათიც...

უწიგნურობა! უწიგნურობა და კიდევ უწიგნურობა!

ეს ყველაფერი მოიტანა იმან, რომ დღეს საქართველო წიგნიერების თვალსაზრისით ერთ–ერთი ბოლო ქვეყანაა მსოფლიოში!

ამ ყოველივეზე გული მტკივა და ვწერ იმიტომ, რომ იქნებ ერთი ადამიანი მაინც დაფიქრდეს ამ ჩამონათვალზე და რაღაც შეცვალოს? როდესაც ამ ჩამონათვალს ვაკეთებდი, აღმოვაჩინე, რომ მეც ბევრი რამ მეხება და მინდა, ბრბოსგან დადგენილი დოგმებისგან გავთავისუფლდე, რათა ნამდვილად დასაცავი დოგმა არ დამეკარგოს!!!"