"არ ვაპირებთ, ავყვეთ პოლიტიკურ კინკლაობაში" - დაპირისპირება ნაცვლიშვილსა და წულუკიანს შორის

"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის ყოფნის პერიოდს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აფასებს და აცხადებს, რომ, შესაძლებლობის ფარგლებში, გვენეტაძეს მისი როგორც ინსტიტუციური, ასევე ადამიანური და მორალური მხარდაჭერა ჰქონდა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "არ ვაპირებთ, ავყვეთ პოლიტიკურ კინკლაობაში" - დაპირისპირება ნაცვლიშვილსა და წულუკიანს შორის

“ნინო გვენეტაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველთვის ჰქონდა როგორც ინსტიტუციური, ასევე ადამიანური და მორალური მხარდაჭერა. ეს არის რეალობა. როდესაც ნინო გვენეტაძეს ჯანმრთელობა ამის საშუალებას მისცემს და დადგება კამერების წინაშე, იმედი მაქვს, ამას დაადასტურებს. ის დღეს არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადამდგარი ხელმძღვანელი. ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცნობ საქმეში და ვფიქრობ, მიუხედავად ყველაფრისა და პოზიციაზე მოკლევადიანი ყოფნისა, ბევრი რამ შეძლო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, ის ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებას ელოდება“, - აღნიშნავს გამოცემა.

"პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა წულუკიანის განცხადებას უპასუხა და განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრს "პოლიტიკურ კინკლაობაში“ არ აჰყვებიან, რადგან წულუკიანის მიზანია, მიმდინარე პროცესი შეაფერხოს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა და ამის მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა“, - დასძენს გამოცემა.

თავად პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 6 აგვისტოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად ფართო კონსულტაციები დაიწყო და აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მარგველაშვილთან შეხვედრა უკვე გაიმართა“, - წერს სტატიის ავტორი.