"ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს, რომლებიც მან მედიით გააჟღერა, უკვე მოჰყვა პირველი შეფასებები. ექსპერტთა აზრით, მის მიერ დასმული აქცენტები "ქართული ოცნების" შიგნით არსებულ პრობლემებზე, იმაზე მიანიშნებს, რომ ქართულ პოლიტიკაში სერიოზული ძვრებია მოსალოდნელი, რომლებიც ახალ პოლიტიკურ შეხედულებებს შემოიტანს. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, შექმნას ახალი პოლიტიკური ბალანსი და მოხდეს ძალაუფლების გადანაწილება პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, ივანიშვილის ახალი "ოცნება" / "ბიძინას მოუწევს თავის მიერ შექმნილი მონსტრის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა"
"ამ ახალ რეალობაში რა მომავალი აქვს "ქართულ ოცნებას" და მის საპირწონედ ხომ არ იქმნება ახალი პოლიტიკური ალტერნატივა, ამის შესახებ "რეზონანსი" პოლიტოლოგებს გაესაუბრა. პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, სახეზე გვაქვს ერთი მთავარი მოცემულობა, პარტიის მამა-დამაარსებელს გადაწყვეტილი აქვს, სერიოზულად შეაჯანჯღაროს თავისი ფრთის ქვეშ მოკალათებული თავგასული, გაზულუქებული და დაუსჯელობის განუკურნებელი სენით დაავადებული არცთუ ხანდაზმული ასაკის მმართველი ბიუროკარტიული აპარატი. ის, რომ უაღრესად იმედგაცრუებულია საკუთარი პარტიით და უნდა შიდა პოლიტიკური რეფორმების გატარება, ფაქტია, მაგრამ ეს იოლი საქმე არ იქნება, ვინაიდან სწორედ თავის მიერ შექმნილი ეს მონსტრი პარტია, რომელიც მას სამართლიანად აღარ მოსწონს, ღიად ვერ დაუპირისპირდება. მის მიერ შექმნილი ეს კვაზი ელიტა უბრძოლველად არ დათმობს პოზიციებს", - აღნიშნავს გამოცემა.
"პოლიტოლოგის თქმით, ბატონ ბიძინას მოუწევს მის მიერ შექმნილი მონსტრის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა და ყოველ ნაბიჯზე მზად უნდა იყოს ფარული ობსტრუქციების. თუ ბიძინა ივანიშვილს ეყოფა იმის პოლიტიკური ნება და პიროვნული სიმტკიცე, რომ შეცვალოს ეს ყველაფერი, რასაკვირველია, საკადრო პოლიტიკიდან დაწყებული, მაშინ ქვეყნაში ახალი პერსპექტივები გაჩნდება, მაგრამ ეს ბრძოლა უფრო რთული და უფრო პრინციპული შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ გაწეული ბრძოლა. რაც შეეხება შიდა პოლიტიკური რეფორმების გატარებას, კარგია, მაგრამ ვინ გაატარებს ამ რეფორმებს, საკითხავი ეს არის. დღეს "ოცნებაში" რეფორმატორები არ არიან, ერთი რეზერვუარი რეფორმატორებისა არის აკადემიურ და საუნივერისტეტო წრეებში, მკვლევარები, მეცნიერები, რომლებიც არ არიან გახვეული სკანდალებში. ახალგაზრდებზე კურსის აღებაც სწორია, მაგრამ მხოლოდ ახალგაზრდები პანაცეა არასდროს არ ყოფილა. პროფესიონალიზმი და გამოცდილება ისევე აუცილებელია, როგორც პატიოსნება და სუფთა ხელები. ამდენი გენიოსი ახალგაზრდა ერთდრულად არც ერთ ქვეყანში არავის აღმოუჩენია ისტორიის მსვლელობაში", - განაგრძობს გამოცემა.
"ცინცაძის თქმით, როგორც ჩანს, სახეზე გვაქვს ერთი მთავარი მოცემულობა, პარტიის მამა-დამაარსებელს გადაწყვეტილი აქვს, სერიოზულად შეაჯანჯღაროს თავისი ფრთის ქვეშ მოკალათებული თავგასული, გაზულუქებული და დაუსჯელობის განუკურნებელი სენით დაავადებული არცთუ ხანდაზმული ასაკის მმართველი ბიოროკრატიული აპარატი. ისიც ჩანს, რომ ივანიშვილი თავისი გუნდის ლიდერებს ამ სიცხეში მშვიდად დასვენების საშუალებას არ მისცემს. ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს და სულ ექნება იმის რესურსი, ლაგამი ამოსდოს ნებისმიერ თავგასულ ჩინოვნიკს. ვნახოთ, რას გვიჩვენებს მომავალი, ჩემთვის ინდიკატორი იქნება არჩევნები - თუ "ოცნების" რეალური კანდიდატი იქნება სალომე ზურაბიშვილი, ეს უკვე იმის მაჩვენებელია, რომ არანაირ ძირეულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ", - დასძენს გამოცემა.
"რამაზ საყვარელიძს აზრით, ერთ-ერთი საინტერესო გამოსვლა იყო იმ მხრივ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოჩენილი იყო ახალი ასპექტები. აქცენტები იყო უფრო მეტად, რა სჯობის ქვეყნისთვის და არ იყო ორიენტირებული ერთი კონკრეტული პარტიის დაცვაზე. ეს იყო წამყვანი პასაჟი. ერთი რამ ცხადია, რომ ერთი პარტიის გაძლიერება არც ქვეყნისთვის და არც მისთვის პიროვნულად არ არის სასურველი. მიუხედავად იმისა, რომ ის თავის გამოსვლაში არ იყო თავისი პარტიით კმაყოფილი, საკითხი, ალბათ, არ დადგება პარტიის დაშლაზე, რადგან, ჩემი აზრით, პარტიის დაშლამ შეიძლება, უფრო ქაოსი გამოიწვიოს. ალბათ, მიმართულება იქნება უფრო პარტიაში რეფორმების გატარების კუთხით, რადგან "ქართული ოცნება უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე - პარტია" - წერს სტატიის ავტორი.