"ბოლო 3 თვის განმავლობაში ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ტრაგედია უკვე მეორედ მოხდა. შახტაში სიკვდილის ქრონიკა არ სრულდება. მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქება 16 ივლისს გამთენიისას მოხდა, გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 6 ადამიანი. დაშავებულები მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში იმყოფებიან, რამდენიმე მათგანი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს. დაშავებულები ვერ ასახელებენ რა გახდა აფეთქების მიზეზი. ორი გადარჩენილი მეშახტე ამბობს, რომ აფეთქება მოულოდნელად მოხდა, როდესაც გონს მოვიდნენ, შახტის კედლები და ჭერი დაგნრეული იყო, ხოლო მათი თანამშრომლები გარდაცვლილები. მათ შახტიდან თავის დაღწევა ძლივს შეძლეს. პირველად ინფორმაციით, ამჯერად ტრაგედია მეტანის აფეთქებამ გამოიწვია, რასაც შახტში ჭერის და კედელების ჩამოშლა მოჰყვა. მინდელის სახელობის შახტაში აპრილში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, მინდელის შახტის აფეთქებათა საიდუმლო - ერთ წელში 12 გარდაცვლილი
"ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში განთავსებული 25 შახტი დაილუქება, - ამის შესახებ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, შახტები არ გაიხსნება მანამ, ვიდრე მიმდინარე გამოძიება არ დასრულდება. ამირანაშვილის თქმით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე იმყოფება საქნახშირის ადმინისტრაციის ყველა პასუხისმგებელი პირი.
„ადმინისტრაციის ყველა პასუხისმგებელი პირი გადაყვანილია პოლიციაში დაკითხვაზე. დღესვე ტყიბულში არსებული ყველა შახტა დაილუქება გამოძიების დასრულებამდე და ასეთი არის სულ 25 შახტი," - აღნიშნავს გამოცემა.
"ტყიბულის მოსახლეობა შახტებში უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვს და შახტების შესაძლო დახურვას აპროტესტებს. მათი განცხადებით, შახტის დახურვაში გამოსავალი არ არის, რადგანაც მათი საარსებო წყარო ის არის და მთელი ტყიბული შემოსავლის გარეშე დარჩება. შახტის თანამშრომლები კომპანიის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ტრაგედიის ადგილზე სამთო დარტყმა არ მომხდარა. მათი ინფორმაციით, შახტის უბანზე აირმა გაჟონა, რის შესახებაც ინფორმაცია წინა ცვლას ჰქონდა. „ტყულია, რომ ხალხი სამთო დარტყმამ დაწვა. დავიღალეთ ამდენი უპაუსიხისმგებლობით. ამოიხოცა ხალხი და პასუხისმგებელი კაციშვილი არ არის. 12 კაცი მოკვდა ერთ წელიწადში, ბარემ ერთნაირად მთელი ტყიბული ამოგვხოცეთ. ჯერ ხომ შახტაში გვხოცავთ, ახალ შიმშილით მოგვკალით. სამთო დარტყმამ დაწვა ხალხი? სამთო დარტყმისას მოდის ტალღა და ტალღამ დაგამტვიროს შეიძლება და ცეცხლი გწვავს. აფეთქება მოხდა, დამწვარია ხალხი. ვითომ არ იციან რა მოხდა? სდიონ იქ სადაც გაზია, რატომ იმას არ იკვლევენ რამაც აფეთქება გამოიწვია. მესამე სმენაში რომ არ ჩართეს, მეოთხე სმენაში რატომ არ წავიდა, ვისაც ევალება, რა მოხდა? ფული ხომ კარგად აქვთ ამხელა ხელფასები. "ესე იგი იცოდნენ, რომ იქ გაზი ჟონავდა. ხალხს მიზანმიმართულად ხოცავენ. იმ დეპარტამენტის დირექტორს მოვუწოდებ, შახტა კი არ დახუროს, გამოიძიოს კაცო რა მოხდა, მისცეს პასუხსიგებაში პირები ვისაც უსაფრთხოება ევალებოდა", - ამბობს შახტის თანამშრომელი „რეზონანსთან" საუბარში" , - განაგრძობს გამოცემა.
"შახტაში მომხდარ ფაქტს „რეზონანსთან" თამაზ დოლაბერიძე აფასებს. ის შახტების დახურვას და იქ ექსპერტების შეშვებას მიესალმება. მისი თქმით, ეს იყო პროფკავშირების მიერ წამოსული ინიციატივა, რომელიც წინა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა არ გაიზიარა და კვლავ დიდი ტრაგედია მივიღეთ. დოლაბერიძე იხსენებს მსგავსი ფაქტების შემდგომ პრაქტიკას - უცვლელ რეალობას და თვლის, რომ შახტებში მუშაობა უნდა შეჩერდეს მანამდე, ვიდრე არ იქნება შესწავლილი ყველა დარღვევა, საფრთხე, რაც იქ მუშაობას ახლავს და არ გატარდება მაქსიმალური ღონისძიებები მათი მინიმალიზაციისთვის. ამასთან, შახტის გაჩერების პერიოდში უნდა მოხდეს ტყიბულელთა სუბსიდირება. არა აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს სახელმწიფოს, თუ დამსაქმებლის მიერ და ამ პერიოდში მეშახტეებმა კუთვნილი ხელფასი უნდა მიიღონ, რადგანაც ქალაქში სოცილური კატასტროფა არ მივიღოთ და ერთი პრობლემის აღმსოაფხვრელად მეორეს გამოწვევა არ მოხდეს. „ინფრომაცია მეშახტეებისგან მაქვს, რომ მეტალის აალება მოხდა. დეტალებია დასაზუსტებელი მისი აალება რამ გამოიწვია. აფეთქებამ თუ მეტალის ჟანგბათთან თანაფარდობის დარღვევამ. ეს დეტალები გამოსაძიებელია. ვინ არის დამნაშავე და რა ხდება ამ შახტებში ეს ჩვენ არ ვიცით, იქ არავინ არ გვიშვვებს. ასეთ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლები და ექსპერტები შედიან. შემთხვევის ადგილის პირველადი დათვალიერების საშუალება მათ აქვთ. გადარჩენილებთანაც ისინი კონტაქტობენ. გარდაცვლილების ექსპერტიზის დასკვნასთანაც წვდომა მათ აქვთ. თუმცა გამოძიება ისე მთავრდება ხოლმე, ვერ ვიგებთ ვისი ბრალეულობა გამოიკვეთა და დამნაშავე ვინ არის. ეს შეკითხვები ყველამ შსს უნდა დავუსვათ. ეს ფაქტი 5 აპრილს, რომ მოხდა საქართველოს პროფკავშირებმა მაშინვე რაც მოითხოვა შახტების დახურვა იყო და იქ ექსპერტების შეყვანა. ახლა ზუსტად ეს პრემიერმა ბახტაძემ გაიმეორა. ეს იყო მაშინვე აპრილშივე გასაკეთებელი და ამ ტრაგედიას კიდევ არ მივიღებდით", - დასძენს გამოცემა.
"მისივე თქმით, დაუშვებელია, რომ 26 ათასიანი მუნიციპალიტეტი, რომლის მთლიანი ეკონომიკა ამ შახტებზეა დამოკიდებული სოციალურ კატასტროფამდე მივიყვანოთ. ამიტომ პრემიერს დოლაბერიძე მოუწოდებს, რომ მოხდეს შახტის მეპატრონეებთან კომუნიკაცია, გაიყონ გადასახდელი ხარჯები და დაიწყოს შახტების სრულფასოვანი კვლევა. დოლაბერიძე წინა პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს აკრიტიკებს. მისი აზრით, ძველ პრემიერსა და ახლს შორის განსხვავებული მიდგომები გამოჩნდა. დოლაბერიძის აზრით, მას უნდა, რომ სჯეროდეს, პრემიერის განცხადება ფასადური არ არის და ამ კუთხით ბახტაძე რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს. მისი თქმით, კვირიკაშვილი ამ მიმართულებით, არა თუ ხისტ ნაბიჯებს დგამდა, არამედ სოცილური-პარტნიორობის არცერთ კომისიის სხდომას არ ესწრებოდა. რითაც ბიზნესენებს მესიჯს აძლევდა, რომ ეს საკითხი მეასე ხარისხოვანია. სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ბახტაძე მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მიღებულია გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ. მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, შახტი მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება", - წერს სტატიის ავტორი.