ჯაშუშობაზე შსს-ს მტკიცებულებების არც ჟურნალისტებს სჯერათ და არც იურისტებს

ჯაშუშობაზე შსს-ს მტკიცებულებების არც ჟურნალისტებს სჯერათ და არც იურისტებს

ფოტორეპორტიორების ჯაშუშობის ამბავი არც ქართველ და არცუცხოელ ჟურნალისტებს არ სჯერათ. იურისტებისთვის და პრეზიდენტი სპრესსამსახურის ყოფილი უფროსებისთვის შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასაკამარისია. არ სჯერა ასევე ევროპის პრესფოტოსსააგენტოს მთავარ რედაქტორს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ფოტოგრაფების სასარგებლო მტკიცებულებებს წარუდგენს.

არარსებული მტკიცებულებები და უკანონი ორთვიანი პატიმრობა - ასე აფასებენ მოკლედ იურისტები და ჟურნალსიტები ფოტორეპორტიორების დაკავებას. პრეზიდენტის პრესსამსახურის ყოფილი უფროსები აცხადებენ, რომ როგორც წესი საიდუმლო ინფორმაციას მათ არავინ ეუბნებოდა. რამაზსაყვარელიძე, რომელსაც ეს თანამდებობა ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ეკავა, აცხადებს, რომ ყველა საიდუმლო ინფორმაციას უსაფრთხოების სამსახური იცავდა. მისივე თქმით, თუკი ასეთი ინფორმაცია პრესსასმსახურის თანამშრომლის ხელში ვარდება, პირველ რიგში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

საყვარელიძის აზრს იზიარებს ვახტანგ აბაშიძეც, რომელიც წლების მანძილზე ასევე პრეზიდენტ შევარდნაძის ადმინისტარციის პრესამსახურის უფროსი იყო. მისი განცხადებით, თუკი გედენიძემ რაიმე საიდუმლო ინფორმაცია ჩაიგდო ხელში, ამას მარტო ვერ გააკეთებდა.

“წმინდა პროფესიონალური საქმიანობის ნაწილია, რომ ღია იყოს პრეზიდენტის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია, ოღონდ თუ საუბარია საჯარო შეხვედრებზე - ამბობს საყვარელიძე - თუ სადმე საიდუმლო შეხვედრა იმართება, იქ არც ფოტოგრაფი მიდის და არც პრესას აწვდის ამ ინფორმაციას პრესსასმსახური. რაც შეეხება სამთავრობო შენობებს, არსებობს რაღაცა ნაწილი შენობისა, რომელიც ჟურანლისტმა უნდა იცოდეს, რომ იმ ადგილამდე მიაღწიოს, სადაც შეხვედრაა, და არის რაღაც ნაწილი, რომელიც გასაიდუმლოებულია და მხოლოდ დაცვას მიუწვდება ხელი”.

მისივე თქმით, საიდუმლო ინფორმაციას უსაფრთხოების სამსახური იცავს და არა პრესსამსახური. თეორიულად იმის გამორიცხვა, რომ პრესამსახურის თანამშრომელს, ამ შემთხვევაში -ირაკლი გედენიძეს, რაიმე ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა, არ შეიძლება, მაგრამ იქვე დასძენს, რომ ასეთ დოკუმენტს მხოლოდ ერთი რიგითი თანამშრომელი სხვისი დახმარების გარეშე ვერ მოიპოვებს.

“თუ გედენიძემ მაგიდაზე დაგდებული ფურცელი ნახა და გადაიღო, ეს მის დანაშაულს სულაც არ ნიშნავას. იურიდიულად ის არ არის პასუხისმგებელი, არამედ ის, ვისაც ამ ფურცლისთვის უნდა მიეხედა. პირობითად ვამბობ, თუ გედენიძეს რაიმე საიდუმლო ინფორმაციაზე მიუწვდა ხელი, პასუხისმგელობა ეკისრება იმ პირს, ვინც ამ დოკუმენტამდე მიაღწევინა, მარტო გედენიძე რაიმე დაცულ ინფორმაციას ვერ მოიპოვებდა”.

იგივეს ამბობს ვახტანგ აბაშიძეც: “თეორიულად, ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია რაღაც ინფორმაცია მოიპოვოს, ოღონდ ვიმეორებ - თეორიულად. ხოლო რეალურად ამ შემთხვევაში რა მოხდა, არავინ არ იცის, რადგან არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს”.

მისივე თქმით, კანონით რეგულირდება ის, თუ ადმინისტრაციის თანამშრომლებს ინფორმაციის რა ნაწილზე უნდა მიუწვდებოდეს ხელი.

“შსს-ს მიერ დადებული ინფორმაცია ჩემთვის საკმარისი არ არის. ეს არაფრის საფუძველს არ მაძლევს. გაუგებარია, თუ პრესსამსახურის თანამშრომელს რამე დაცულ ინფორმაციაზე მიუწვდა ხელი, სად იყვნენ ამ დროს უსაფრთხოების დაცვის თანამშრომლები?”

ადვოკატი სანდრო ბარამიძე “მთელ კვირასთან” საუბრისას აცხადებს, რომ ის ჩანაწერები, რაც შსს-მ გაავრცელა, არაფერზე მეტყველებს და მითუმეტეს ამ პირების დანაშაულზე, რადგან საბანკო ანგარიშის გაგზავნაზე ტელეფონით საუბარი კანონით არ ისჯება.

“რაც შეეხება 2-თვიან წინასწარ პატიმრობას - გავეცანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და იქ საუბარიაიმაზე, რომ რადგან სასჯელის სახით ამ ადამიანებს 8-12 წლამდე პატიმრობა ემქურებათ, ამიტომ დასაბუთებული ვარაუდია, რომ მათ წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიება გამოეყენებინა სასამართლოს. ეს აბსოლუტურად უკანონი და მიუღებელი გადაწყვეტილებაა, რადგან სასჯელის სიმკაცრე არ შეიძლება იყოს აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს დასაბუთებული ვარაუდი. წინასწარი პატიმრობის მისასჯელად უნდა არსებობდეს კონკრეტული მტკიცებულებები, რაც ამ საქმეში არ არსებობს, ან უნდა არსებობდეს საფრთხე, რომ პირი დაიმალება ან ხელს შეუშლის გამოძიებას. არც ასეთი მტკიცებულებები დაუდევთ. თუ კიდევ რამე აქვს შსს-ს, არ ვიცი, მაგრამ რაც გამოაქვეყნეს, მიმაჩნია, რომ დანაშაულს არ ადასტურებს”.

ბარამიძეს ასევე ეჭვს უჩენს ის ფაქტი, რომ საქმეს საია-ს იურისტები ჩამოაშორეს.

“ყველაზე მეტად მაინტერსებს, რატომ არ შეახვედრეს საიას იურისტები გედენიძეებს და პირადად რატომ არ ათქმევინეს, რომ უარს აცხადებდნენ მათ დაცვაზე? გედენიძეებმა აღიარებითი ჩვენებები მისცეს, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად გულწრფელები იყვნენ ამ აღიარების დროს. ეს ორი საკითხი ერთმანეთთან კავშირშია და იმედია, მომავალში ყველაფერს ნათელი მოეფინება”.

მისივე თქმით, გედენიძე აღიარებით ჩვენებაში კონკრეტულს არაფერს ამბობს და, ამასთანავე, სს საპროცესო კოდექსის თანახმად, მხოლოდ აღიარებითი ჩვენება მტკიცებულებად არ შეიძლება ჩაითვალოს. ბარამიძის განცხადებით, საქმეზე გრიფის “საიდუმლო” დადებაც დაუსაბუთებლად მოხდა.

საიას იურისტი მაია ხუციშვილი, რომელიც თავდაპირველად ირაკლი და ნათია გედენიძეებს იცავდა, აცხადებს, რომ მისთვის საქმიდან აცილების ფაქტი საეჭვოა.

“ძალიან მიჭირს ამ საკითხზე საუბარი. თავიდან ძალიან კარგად აეწყო ჩემი და გედენიძეების ურთიერთობა. იმასაც მეუბნებოდნენ, რაც შეიძლება ხშირად მომეხერხებინა მათთან შესვლა. შემდეგ რა მოხდა, ამაზე საუბარი მიჭირს. კითხვის ნიშნები თავისთავად ცხადია მაქვს, რადგან 12 საათში რატომ უნდა შეეცვალათ ამ ადამიანებს აზრი, ვერ ვხდები?

“ისიც ბუნდოვანია, როგორ და რატომ დაადეს საქმე გრიფი ”საიდუმლო.” როდესაც ხელი მოვაწერეთ წერილს, სადაც ვკისრულობდი ვალდებულებას, რომ ამ საქმეში არსებულ ინფორმაციას და დეტალებს არ გავასაჯაროებდი, არ არსებობდა ჩამონათვალი, რა შეიძლებოდა მეთქვა და არა არა, მაგრამ რატომ მოხდა ამ საქმის გასაიდუმლოება არც ამაზე იყო საკამრისი არგუმენტი.”

ევროპის პრესფოტოს სააგენტოს (EPA) მთავრი რედაქტორი “ფრანს პრესთან” საუბარში აცხადებს, რომ ქართულმა გამოძიებამ ფოტოგრაფების სატელეფონო საუბარს არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთა.

“მათ გადაწყვიტეს, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ჯაშუშური ზარი, მაგრამ ცხადია ის შორსაა ამისგან,” - განაცხადა მთავარმა რედაქტორმა ჩენგიზ სერენმა და დასძინა, რომ ქურციკიძე დროგამოშვებით სააგენტოსთვის ფოტოებს სხვა პირებისგან ყიდულობდა ხოლმე.

სერენი აცხადებს, რომ გამოძიების წინასწარი მტკიცებულებები იყო “ძალიან ადვილად დამტკიცებადი სიცრუე” და რომ ის მომავალ კვირას საქართველოს ხელისუფლებას გაუგზავნის თავის მტკიცებულებებს, კერძოდ ქართველი ფოტოგრაფების მისამართით განხორციელებული ფულადი გადარიცხვების დამადასტურებელ ბუღალტრულ დოკუმენტაციას.

ამავე საქმეს აშშ-ს ელჩიც ეხმაურება. ჯონ ბასი იმედს გამოთქვამს, რომ ფოტორეპორტიორების საქმეს სამართალდამცავები სამართლიანად გამოიძიებენ.

“ყოველთვის, როცა მედიის წარმომადგენლებს აკავებენ, ეს იწვევს გარკვეულ წუხილს. იმედი გვაქვს, პროცესი წარიმართება ისეთი ფორმით, რომ, როგორც ამ ქვეყანაში, ისე უცხოეთში, გამოიწვევს ნდობას გამოძიების პროცესისადმი”.