რით ჰგავს ბახტაძის სამთავრობო პროგრამა კვირიკაშვილისას და რას პროგნოზირებენ ექსპერტები

რით ჰგავს ბახტაძის სამთავრობო პროგრამა კვირიკაშვილისას და რას პროგნოზირებენ ექსპერტები

"თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბა, კე­თილ­დღე­ო­ბა" - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე, წი­ნა­მორ­ბედ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის მსგავ­სად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში ამ დე­ვი­ზით და და­პი­რე­ბე­ბით მო­დის. 2018-2020 წლე­ბის სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მა კვი­რი­კაშ­ვი­ლის მიერ 2017 წლის დე­კემ­ბერ­ში წარ­დგე­ნი­ლი პროგ­რა­მის ანა­ლო­გია და მას­ში პრი­ო­რი­ტე­ტი მცი­რე მთავ­რო­ბის კონ­ცეფ­ცია, გა­ნათ­ლე­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბაა.

52-გვერ­დი­ა­ნი სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ბახ­ტა­ძემ მთავ­რო­ბის ახალ შე­მად­გენ­ლო­ბას­თან ერ­თად, პარ­ლა­მენტს და­სამ­ტკი­ცებ­ლად გა­და­უგ­ზავ­ნა რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბას მო­ი­ცავს. მათ შო­რი­საა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო, რო­მელ­საც საკ­მა­ოდ ვრცე­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს.

„მთავ­რო­ბა იზ­რუ­ნებს პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ის პრეს­ტი­ჟის ამაღ­ლე­ბა­ზე და მათ ღირ­სე­ულ ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ბახ­ტა­ძის წარ­დგე­ნილ პროგ­რა­მა­ში, თუმ­ცა არ არის და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი, რა ვა­დებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა პე­და­გო­გე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა და არც ისაა გან­სა­ზღვრუ­ლი, რამ­დე­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს "ღირ­სე­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა". პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, პე­და­გო­გე­ბის ხელ­ფა­სე­ბის ზრდა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

„ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მათი პრო­ფე­სი­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, და­ი­გეგ­მე­ბა სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კა“ - წე­რია პროგ­რა­მა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის სამ­თავ­რო­ბო ხედ­ვის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­მწი­ფო უზ­რუნ­ველ­ყოფს მას­წავ­ლებ­ლე­ბის უწყვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბას:

„და­ი­ნერ­გე­ბა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი-სა­ბა­კა­ლავ­რო სა­მა­გის­ტრო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით. სკო­ლებ­ში ახა­ლი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მო­ზიდ­ვის მიზ­ნით, უმაღ­ლეს­დამ­თავ­რე­ბულ პირ­თათ­ვის გაგ­რძელ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი 60-კრე­დი­ტი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა, სა­ხელ­მწი­ფო უზ­რუნ­ველ­ყოფს მას­წავ­ლებ­ლის უწყვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რას, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნის ამაღ­ლე­ბა.

სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი­სა და სკო­ლე­ბის მარ­თვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, გაგ­რძელ­დე­ბა სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის, რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მას­შტა­ბუ­რი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია პროგ­რა­მა­ში.

კვი­რი­კაშ­ვი­ლის პროგ­რა­მის მსგავ­სად, ბახ­ტა­ძის პროგ­რა­მა­შიც, ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა კერ­ძო სექ­ტო­რის წა­ხა­ლი­სე­ბით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი:

"ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ხედ­ვა ეფუძ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი ბაზ­რის პრინ­ცი­პებს, სა­დაც კერ­ძო სექ­ტო­რი არის ეკო­ნო­მი­კის მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა. მთავ­რო­ბი­სათ­ვის მა­ღალ ეკო­ნო­მი­კურ ზრდას­თან ერ­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი ხა­რის­ხობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც. მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა მი­მარ­თუ­ლია ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი სტრუქ­ტუ­რუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის სა­პა­სუ­ხოდ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ბახ­ტა­ძის სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მა­ში.

ისე­ვე რო­გორც კვი­რი­კაშ­ვი­ლი ბახ­ტა­ძეც ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლო­ბას მცი­რე მთავ­რო­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­ში ხე­დავს.

„მცი­რე და მოქ­ნი­ლი მთავ­რო­ბის კონ­ცეფ­ცი­ის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბის შემ­დგო­მი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა/ოპ­ტი­მი­ზა­ცია, მათ შო­რის ფუნ­ქცი­ე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა და­გეგ­მი­ლი რე­ფორ­მე­ბის სწრა­ფად და ეფექ­ტი­ა­ნად გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად" - აღ­ნიშ­ნუ­ლია ბახ­ტა­ძის პროგ­რა­მა­ში.

ამას­თან, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში მე­ო­თხე ეტა­პის რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ახლა უკვე ბახ­ტა­ძე­მაც და­ა­ნონ­სა. მან პი­რო­ბა დადო, რომ დაგ­რო­ვი­ლი და ჯე­რაც გა­და­უ­წყვე­ტე­ლი საქ­მე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­დე­ბა. ასე­ვე და­ა­ა­ნონ­სა, რომ მალე პარ­ლა­მენტს "მე­დი­ა­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს წა­რუდ­გენს. ზუს­ტად ამა­ზე სა­უბ­რობ­და გა­სულ წელს კვი­რი­კაშ­ვი­ლიც...

სა­ერ­თო ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბახ­ტა­ძის სამ­თვა­რო­ბო პროგ­რა­მა ერთ-ერ­თში იმე­ო­რებს კვი­რი­კაშ­ვი­ლის მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ, თუმ­ცა არ შეს­რუ­ლე­ბულ რე­ფო­მებს. ისე­ვე რო­გორც კვი­რი­კაშ­ვი­ლის, ახლა უკვე ბახ­ტა­ძის სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მას და­დე­ბი­თად აფა­სე­ბენ პო­ლი­ტი­ლო­გე­ბი, თუმ­ცა გა­მოც­დი­ლე­ბის გამო, მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რე­ბენ.

"გეგ­მა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი... ჩვენ­თან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუდ­მი­ვად ლა­პა­რა­კობს იბე­რი­ის გაბრ­წყი­ნე­ბა­ზე, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ადა­მი­ა­ნი არ მი­სუ­ლა იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, რა­ზეც მუდ­მი­ვად გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

ბახ­ტა­ძის პროგ­რა­მა­ში შე­იმ­ჩნე­ვა, რომ ის ხე­დავს სად არის სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მა. სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მა გახ­ლავთ იმა­ში, რომ ვე­ღარ ვი­თარ­დე­ბა სა­შუ­ა­ლო ფენა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბის მთა­ვა­რი გა­რან­ტი უნდა გახ­დეს.

"დღე­ვან­დლამ­დე ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეკო­ნო­მი­კას უყუ­რებ­და ბიზ­ნე­სის პრიზ­მა­ში, მხო­ლოდ მათ ელა­პა­რა­კე­ბო­და და მათი ინ­ტე­რე­სე­ბის ლო­ბის­ტი იყო, რაც პრინ­ცი­პუ­ლად არას­წო­რია. ამით წვრი­ლი და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის კონ­კუ­რენ­ცია ნუ­ლამ­დე და­ვი­და. არა და, ამას უნდა შე­ექ­მნა სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი და ჩა­მო­ე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა შე­სა­ბა­მი­სად სა­შუ­ა­ლო ფენა“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ბახ­ტა­ძის პროგ­რა­მა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად კვი­რი­კაშ­ვი­ლის პროგ­რა­მა­ზე უფრო სწო­რია. თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით მოხ­დე­ბა ამის რე­ფორ­მი­რე­ბა, უჭირს პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა.

"ყვე­ლა ინი­ცი­ა­ტი­ვა, რაც მო­ვის­მი­ნე ბახ­ტა­ძის­გან, არის სტი­მუ­ლი­რე­ბის­თვის, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­და­სა­ხო და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის. ეს კვი­რი­კაშ­ვი­ლის პროგ­რა­მის ანა­ლო­გი­უ­რი არ არის. შე­იძ­ლე­ბა დეკ­ლა­რა­ცი­ის დო­ნე­ზე ერ­თი­ა­ნო­ბა და­ვი­ნა­ხოთ, მაგ­რამ კვი­რი­კაშ­ვილს არ ჰქო­ნია კონ­კრე­ტულ ციფ­რებ­ზე ლა­პა­რა­კი. მა­გა­ლი­თად, ბი­ო­როკ­რა­ტი­უ­ლი ხარ­ჯე­ბის ზედა ზღვრის და­წე­სე­ბა­ზე.

ბახ­ტა­ძის პროგ­რა­მა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად სწო­რია და შე­სა­ბა­მი­სად უფრო პერ­სპექ­ტი­უ­ლია. ქვე­ყა­ნა­ში არ გვაქვს კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ სწო­რი პროგ­რა­მე­ბი სწორ მი­მარ­თუ­ლე­ბას იძენს. ამი­ტომ ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ზო­მი­ე­რად ოპ­ტი­მის­ტი ვიქ­ნე­ბი. გა­ნა­ცხა­დი მომ­წონს, მაგ­რამ ამას გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უნდა. თო­რემ, აი მა­გა­ლი­თად სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი კვი­რი­კაშ­ვილ­მაც შე­ამ­ცი­რა და ამან მი­ი­ღო მე­ქა­ნი­კუ­რი სახე, ჩვენ ეფექ­ტი ფაქ­ტობ­რი­ვად ვერ და­ვი­ნა­ხეთ. შე­სა­ბა­მი­სად, გა­აჩ­ნია რო­გორ ჩა­ტარ­დე­ბა ეს ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი. ასე რომ, და­ვე­ლო­დოთ, ვა­ცა­დოთ მთავ­რო­ბას 100 დღე და მერე გა­მოჩ­ნდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი“, - გვი­თხრა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

პო­ლი­ტო­ლო­გი სოსო ცინ­ცა­ძე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ბახ­ტა­ძეს ამ რე­ფორ­მე­ბის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვს, თუმ­ცა მარ­ტო ვერ გა­უმკლავ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ამას სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს და კე­თილ­დღე­ო­ბის დიდი იმე­დი არ აქვს.

"თე­ო­რი­უ­ლად ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია, სურ­ვი­ლიც აქვთ, არც კვი­რი­კაშ­ვილს არ ჰქონ­და მონ­დო­მე­ბა, რომ მისი 4-პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მა ბლე­ფი აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო. ამის სურ­ვი­ლი არც ბახ­ტა­ძეს აქვს, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კოს­თა სურ­ვი­ლე­ბი ხში­რად ვერ იქ­ცე­ვა მა­ტე­რი­ა­ლი­ზა­ცი­ად და ცხოვ­რე­ბა­ში ამის გა­ტა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია მო­დის ახალ­გაზ­რდა კაცი ამ­ბი­ცი­უ­რი და ბუ­ნებ­რი­ვია აქვს მის­წრა­ფე­ბა, რომ შე­ვი­დეს ის­ტო­რი­ა­ში, რო­გორც რე­ფორ­მა­ტო­რი, რო­მელ­მაც გარ­და­ტე­ხა შე­ი­ტა­ნა გა­ნათ­ლე­ბი­სა თუ სხვა სფე­რო­ებ­ში.

თით­ქმის ყვე­ლა პრე­მი­ე­რის სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მა­ში პრი­ო­რი­ტე­ტი არის გა­ნათ­ლე­ბა. მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ვართ გა­ე­როს ქვეყ­ნე­ბის ორი მე­სა­მე­დის რი­ცხვში, რომ­ლებ­საც ერთი უნი­ვერ­სი­ტე­ტიც კი არ აქვს მსოფ­ლიო მას­შტა­ბის. აი, რუ­სე­თის ლო­მო­ნო­სო­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა კი უკვე მი­ი­ღო სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა. თუმ­ცა, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით სა­ქარ­თვე­ლო, ალ­ბათ პირ­ველ ხუ­თე­ულ­ში იქ­ნე­ბა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა უნდა იყოს შიმ­ში­ლის ლიკ­ვი­და­ცია და ის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ფაქ­ტე­ბი, რაც დღეს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, რო­მე­ლიც "იუ­ნე­სე­ფის" კვლე­ვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი. ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი პირ­ველ ნა­ბი­ჯებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რო­დე­საც შე­ნო­ბა კა­პი­ტა­ლურ რე­მონტს ითხოვს და სა­ძირ­კვე­ლი მორ­ყე­უ­ლია, არ უნდა ზრუ­ნავ­დე იმა­ზე სა­ხუ­რა­ვი რო­გორ გა­და­ხუ­რო.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა არ მაძ­ლევს იმის სტი­მულს, რომ მოხ­დე­ბა ამ პროგ­რა­მა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ამი­ტომ ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვერ ვიქ­ნე­ბი გან­წყო­ბი­ლი. გარ­და ამი­სა, ერთ ადა­მი­ანს არ შე­უძ­ლია ამის გარ­დაქ­მნა. სა­კად­რო სე­ლექ­ცია აქი­ლევ­სის ქუს­ლად იქცა ყვე­ლა პირ­ვე­ლი პი­რის­თვის და­წყე­ბუ­ლი გამ­სა­ხურ­დი­ა­თი, ივა­ნიშ­ვი­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ყვე­ლა პირ­ვე­ლი პირი დგე­ბო­და ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე - ერ­თგუ­ლე­ბა თუ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და ყვე­ლა არ­ჩე­ვანს აკე­თებ­და ერ­თგუ­ლე­ბა­ზე", - უთხრა AMBEBI.GE-ს ცინ­ცა­ძემ.