მამა ბასილი - „ვარდების რევოლუციიდან ხუთ დღეში იეღოველთა სექტა რეგისტრაციაში გაატარეს“

მამა ბასილი - „ვარდების რევოლუციიდან ხუთ დღეში იეღოველთა სექტა რეგისტრაციაში გაატარეს“

მამა ბასილი (მკალავიშვილი):

ახალი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, 23 იანვარს ჩატარდა სექტების შეკრება. ამ შეკრების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა მე-18 ფორუმის ახალი ამბების სამსახურის წარმომადგენელმა ფელიქს კორლეიმ.

როგორც იეღოველთა სექტის ადვოკატის მანუჩარ ციმინტიას განცხადებით გაირკვა, სახელმწიფო გადატრიალებიდან მეხუთე დღესვე „ხავერდოვანი რევოლუციის“ ლიდერთა დახმარებით მართლმადიდებლობის უბოროტესი მტერი - იეღოველთა სექტა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ოფიციალურად გატარდა რეგისტრაციაში.

ამ დახმარებისთვის ციმინტიამ მადლობა გადაუხადა „ვარდების რევოლუციის“ ლიდერებს. მაგრამ გულდაწვეტილები ჩანდნენ სხვა სექტების წარმომადგენლები: ადვენტისტები, ბაპტისტები, რომლებიც ულოცავდნენ იეღოველებს ამ გამარჯვებას და იმედს გამოთქვამდნენ, რომ ახალი პრეზიდენტი სხვა რელიგიურ გაერთიანებებსაც უახლოეს მომავალში კანონიერ სტატუსს მიანიჭებს.

საქართველოს მოსახლეობას მუდმივად ვაფრთხილებდი იმის შესახებ, რომ მასონთა ლოჟის მაგისტერიუმის წევრის ჯორჯ სოროსის დაფინანსებული რევოლუცია ფართო გასაქანს მისცემდა ჩვენს ქვეყანაში სექტების აღვირახსნილ თარეშს და ღვთისმგმობელ განცხადებებს. ვარწმუნებდი ასევე, რომ ორგანიზაცია „კმარას“ წევრების უდიდესი ნაწილი იეღოველებს წარმოადგენდა. ამიტომ არ დაუკარგა ახალმა მთავრობამ მათ ეს ამაგი.

„ექსპერიმენტი ჩავატარეთ საქართველოში და იგი ბრწყინვალედ გამოგვივიდა“, - დაუფარავად განაცხადა მიხეილ სააკაშვილთან ერთად მართლმადიდებელი ეკლესიის უბოროტესმა მტერმა ჯორჯ სოროსმა. პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ თავიანთ თავყრილობაზე სექტანტებმა ერთსულოვნად მოითხოვეს ახალი პრეზიდენტისაგან ჩემი დაპატიმრება და, როგორც მათივე განცხადებიდან გაირკვა, მთავრობამ აღუთქვა, რომ ეს პრობლემა 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადაწყდება.

მინდა, შევეკითხო მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მართლმადიდებლობით საქართველოს გამაბრწყინებელი მეფის დავით აღმაშენებლის საფლავზე დადო ფიცი ღვთისა და ერის წინაშე, როგორ აძლევს იგი უფლებას სექტანტებს, დაკანონდნენ და ჯვრის, ხატის, საეკლესიო დღესასწაულების გაუქმების ღვთისმგმობელი განცხადებები აკეთონ საჯაროდ?!

მკაცრად მოვითხოვ მისგან, რომ სასწრაფოდ გააუქმოს 28 ნოემბრის იეღოველთა სექტის რეგისტრაცია და საერთოდ აკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი კრიმინალური სექტების პროზელიტიზმი.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ღვთის რისხვისაგან გარდამომავალი დამანგრეველი მიწისძვრებითა და საყოველთაო უბედურებებით ქართული სახელმწიფოს ნანგრევები შერჩება ხელთ, რადგანაც ღმერთი მკაცრად დასჯის მის ხელისუფლებას მართლმადიდებლობის ღალატისათვის.

რაც შეეხება ჩემს დაპატიმრებას, მე ამისთვის მზად ვარ, რადგანაც მართლმადიდებელ მღვდელს, ვინც ღვთაებრივი სარწმუნოების ინტერესებს დაიცავს, უფლის მადლი ყველგან დაიფარავს, ხოლო ვაი მას, ვინც ჩემს დასაპატიმრებლად ხელს აღმართავს!