გოგი ქავთარაძე - „პოლიციელებმა მაგალითი კუკარაჩასგან უნდა აიღონ“

გოგი ქავთარაძე - „პოლიციელებმა მაგალითი კუკარაჩასგან უნდა აიღონ“

(იბეჭდება შემოკლებით)

საზოგადოებას კარგად ახსოვს 25 წლის წინათ თემურ ჩხეიძის მიერ დადგმული ტელესპექტაკლი „კუკარაჩა“, სადაც მთავარ როლებს ასრულებდნენ ყველასათვის კარგად ცნობილი მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ლიკა ქობულაძე.

ნაწარმოების ავტორს ნოდარ დუმბაძეს სპექტაკლის დამთავრების შემდეგ კმაყოფილების ნიშნად ორივე ხელი აუწევია, ახალგაზრდა რეჟისორისთვის და მსახიობისთვის გამარჯვება მიულოცავს. ბატონი გოგი ქავთარაძე დღეს ჩვენი სტუმარია.

გოგი ქავთარაძე:

- ნოდარ დუმბაძის თითქმის ყველა გმირი განვასახიერე - სოსოია, თემო, ავთო ჯაყელი, ზაზა ნაკაშიძე. როგორც რეჟისორმა, მისი ნაწარმოებების მიხედვით არაერთი სპექტაკლიც დავდგი. მაშინ, როდესაც თემურ ჩხეიძემ „კუკარაჩას“ დადგმა გადაწყვიტა, ქუთაისის თეატრში ვმუშაობდი. თვითონ ნოდარ დუმბაძეს ძალიან გაუკვირდა, როდესაც ამ როლზე თემურ ჩხეიძემ 40 წელს მიღწეული მამაკაცი დამაკავა (ნაწარმოების მიხედვით, კუკარაჩა 20-21 წლის ვაჟია). მაგრამ თემურმა ჩანაფიქრი გაუზიარა - მართალია კუკარაჩა შედარებით ახალგაზრდაა, მაგრამ ჩემთვის უფრო საინტერესოა ზრდასრული მამაკაცის ბუნება, რომელმაც შეინარჩუნა ბავშვური გულწრფელობა, სიკეთე.

რეჟისორის აზრით, კუკარაჩა არ იყო პატარა ბიჭი - ის ჩამოყალიბებული პიროვნებაა, რომელმაც გამოიარა ფინეთის ომი, მუშაობს მილიციაში და ა.შ. საბოლოოდ ნოდარს ეს ტელესპექტაკლი ძალიან მოეწონა - ორივე ხელი აწია. კუკარაჩა საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ის დასავლეთ საქართველოდან კი არ არის, როგორც დუმბაძის ნაწარმოებების გმირების უმრავლესობა, არამედ - აღმოსავლეთიდან, გვარად თუშურაშვილი - აქ სხვა ხასიათია ნაჩვენები, სხვა ბუნება, მენტალიტეტი.

ეს ტელესპექტაკლი ქართველ მაყურებელს დღემდე ახსოვს. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლობლები ახლაც კუკარაჩას მეძახიან. მახსოვს, პრემიერის შემდეგ ვერიკო ანჯაფარიძემ დამირეკა და მითხრა: თემურის სპექტაკლი ვნახე და უნდა გითხრა, რომ დიდი სიამოვნება მივიღე, გამაოცა იმ სიმართლემ და სიკეთემ, რასაც შენი გმირი ეკრანზე ასხივებსო.

უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი. ეს იყო უდიდესი შეფასება ამ დიდი მსახიობისგან. თემურმა არაჩვეულებრივი მსახიობები მოიწვია. ეს იყო საუკეთესო არტისტების ანსამბლი - ლიკა ქობულაძე, ლეილა შოთაძე, თემურ ბაბლუანი, დათო დვალიშვილი და ა.შ. ახლაც კი, როცა მათ ვხვდები, ასე მგონია, ფრონტზე ერთად ვიყავით. თემურ ბაბლუანმა იმდენად საუკეთესოდ შეასრულა როლი, რომ სოხუმში ერთ-ერთ მილიციელს მართლა კრიმინალი ეგონა, მურტალო ცხოვრებისეულ სინამდვილეში გადმოიყვანა და სოხუმის ქუჩებში ცოლ-შვილთან ერთად მოსეირნე თემურ ბაბლუანი დაიჭირა. - რატომ მაკავებთ, გოგი ქავთარაძის მეგობარი ვარო, - მაგრამ არაფრით უჯერებდნენ. შემდეგ დამირეკეს, გაირკვა ყველაფერი.

ფორმარომელიც კუკარაჩას აცვიასად შეარჩიეთ?

- ეს არის ომისდროინდელი მილიციელის ფორმა. ასეთი კიტელი ეცვათ მაშინ მილიციელებს და სწორედ ასეთივე ქუდი ეხურათ. სტუდიაში შევკერეთ.

მაინცრა ევალებოდა მილიციაში კუკარაჩას დაროგორ ფიქრობთდღევანდელი პოლიციელისგან რით განსხვავდებოდა?

- უბნის მილიციელს ენდობოდნენ. ისინი ახლოს იყვნენ ოჯახებთან, ბავშვებს მართლაც უდიდეს ყურადღებას აქცევდნენ, სწორედ ისე იქცეოდნენ, როგორც კუკარაჩა. კარგი იქნება, თუ დღევანდელი პოლიციელები მაგალითს მისგან აიღებენ.