“ჩვენ ისევ საბჭოეთში ცხოვრებას ვაგძელებთ” - ამბობს ყოფილი დისიდენტი

“ჩვენ ისევ საბჭოეთში ცხოვრებას ვაგძელებთ” - ამბობს ყოფილი დისიდენტი

“ეს მენტალიტეტი, რაც ხელისუფლებას დღეს აქვს, 30-იანი წლების საბჭოური მენტალიტეტია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პარალელების დანახვა მათთვის, ვინც არ იცის, რა ხდებოდა 30-იან წლებში,” - აცხადებს “რეზონანსთან” საუბარში ყოფილი დისიდენტი, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ ძაბირაძე და დასძენს რომ “ჩვენ ყველა პოტენციური ჯაშუშები ვართ, გააჩნია ხელისუფლებას როდის დასჭირდება ჩვენი ჯაშუშობაში მხილება...”

 

მისი თქმით, ისე, როგორც 30-იანი წლების საბჭოთა კავშირში, ყოვლად უარგუმენტოდ მიდის ადამიანების დაპატიმრებები და ჯაშუშებად შერაცხვა.

 

ვახტანგ ძაბირაძე: «ხელისუფლებას რაღაც ახალი ტალღის აგორება სჭირდებოდა და ამიტომაც მოხდა ფოტოკორესპონდენტების დაკავება. თავისთავად, ფოტოჟურნალისტებისათვის ხელმისაწვდომი არის ხოლმე რაღაც ოფიციალური შეხვედრები და ყველასათვის ცნობილი მოვლენები და თუკი რაღაცის გადაღება ქვეყნისთვის ზიანის მომტანი იყო, მათ ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილებდნენ კიდეც. თუ მათ რაღაც გასაიდუმლოებული და საიდუმლოს შემცველი ობიექტები გადაიღეს, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ საქართველოში ასეთი საიდუმლო ობიექტები ან - იყოს, ან - მის შესახებ ყველამ ყველაფერი არ იცოდეს და ამ ჟურნალისტებმა განა რა გადაიღეს ასეთი? ამ ბრალდებას სერიოზული მტკიცებულება სჭირდება, სერიოზული დიკუმენტი კი, ბოლო 20 წელია, საქართველოში ჯაშუშობაში “მხილებულ” არც ერთ ფაქტზე არ დაუდევს გამოძიებასა თუ უსაფრთხოების სამსახურს და ეჭვი მეპარება რომ ამ შემთხვევაში დაიდოს რაიმე არგუმენტირებული მტკიცებულება.

 

რაში დასჭირდა ხელისუფლების დაჭერების ახალი ტალღის აგორება?

- “რვინის” დაშლა და ის პროცესები, რაც ამას მოჰყვა... და ყველაზე მეტად რელიგიური დენომინაციებისათვის იურიდიული სტატუსის მიცემა. არ ვიცი, რომელ ღირებულებებში ჯდება, როცა პატრიარქი ითხოვს კონსულტაციებისა და საჯარო განხილვის დაწყებას და ამას იგნორირებას უკეთებ? ხელისულებას ამის გამო აღშფოთებული საზოგადოების პროტესტის გადაფარვა და ყურადღების ახალ რამეზე გადატანა სჭირდება ახალი თემით... და უბედურებაა, როცა ხალხს მხოლოდ იმისთვის იჭერენ, რომ რაღაც თემა გადაფარონ.

 

314- მუხლის თანახმად ჯაშუშობად ითვლება, საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა. დღეს გამოითქვა მოსაზრებები, რომ 26 მაისი დარბევის ფოტოების გავრცელების გამო მოხდა მათი დაკავება და რამდენად შესაძლებლია რომ ეს იყოს მიზეზი?

- სახელმწიფოს ინტერესების საზიანო ინფორმაციად შეიძლება ჩაითვალოს, თუკი საუბარია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ობიექტებზე, ან ტექნოლოგიურ ხაზებსა თუ პროცესებზე და ა.შ. 26 მაისის ფოტოსურათები როგორ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოსათვის საზიანოდ? მეორეც, რომელ ნორმალურ ადამიანს მოუვა თავში აზრად, გადაიღოს სურათები, რომელიც აკრძალულია და თან გამოსაქვეყნებლად გააგზავნოს? ლოგიკა სადღაც ხომ უნდა იყოს?

განა რა გადაიღეს ასეთი? მეც ვთვლი, რომ 26 მაისის დარბევის ფოტოები გააგზავნეს უცხოეთში და ამას მოჰყვა რეაქცია. სწორედ ამისთვის სჯიან მათ, რომ ამ ფოტორეპორტიორების დასჯით სხვებს უთხრან, თუ კიდევ იქნება მსგავსი დარბევა (და სამწუხაროდ, ალბათ იქნება) აღარ გადაიღონ სურათები.

 

1978 წლის 14 აპირილის მოვლენების დროს ავთო იმნაძე იყო ერთ-ერთი, ვინც ფოტოები გადაიღო და დასავლეთის ქვეყნებს გაუგზავნა. საბჭოთა კაგებემ ის ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდის ბრალდებით დააკავა. ზუსტად ანალოგიურად მოხდა ალბათ დღეს. დღეს, დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და აგიტაციის ბრალდება ჯაშუშობამ ჩაანაცვლა. ჩვენ ისევ საბჭოეთში ცხოვრებას ვაგძელებთ.

 

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყველანი პოტენციური ჯაშუშები ვართ, გააჩნია ხელისუფლებას როდის დასჭირდება ჩვენი ჯაშუშობაში მხილება. პარლამენტის თავჯდომარე ბურჯანაძე თურმე ჯაშუშობდა, შს და თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილი და პრემიერ მინისტრი ნოღაიდელი თურმე ჯაშუშობდა... ვიღა დარჩა? როცა ხელისუფლებას დასჭირდა, ყველა ეს მაღალჩინოსანი ჯაშუშად იქცა და საჭიროებისდამიხედვით ასეთი კიდევ უამრავი გამოჩნდება. სამწუხაროდ, ჩვენ საბჭოთა სისტემაში დავრჩით. თავი ვერ დავაღწიეთ ვერც პოლიტიკურად, ვერ ფსიქოლოგიურად და ვერც მენტალურად საბჭოურ სისტემას. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ძალმომრეობაა, ჯაშუშებისდევნაა და დამოკიდებულება, რომ მე ვარ ხელისუფლებაში დაარ მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ - ამ ყველაფერში, ყოველფეხის ნაბიჯზე იგრძნობა საბჭოური სისტემა.

 

თქვენ ხელისუფლებას ბრალს დებთ იმ მენტალიტეტის ნორმად ქცევაში, რასაც თავად განცხადებებით მუდმივად აკრიტიკებს და ებრძვის?

- ეს მენტალიტეტი, რაც ხელისუფლებას დღეს აქვს, არის არა 80-იანი წლების, არამედ 30-იანი წლების საბჭოური მენტალიტეტია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პარალელების დანახვა მათთვის, ვინც არ იცის რა ხდებოდა 30-იან წლებში. საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის მიღებამდე, მეორე მსოფლიო ომამდე რაც ხდებოდა, ის პროცესები მიდის დღეს ჩვენთან.

 

რა პარალელების გავლენა შეიძლება დღევანდელნაციონალურ საქართველოსა და 30-იან წლების საბჭოთა ქვეყანას შორის?

- ძალიან საინტერესოა 30-იანი წლების პრესისა და დღევანლელი ე.წ. ნაციონალური მაუწყებლების ინფორმაციების შედარება. ნახავთ, რომ 30-იანი წლებში უამრავი „ხალხის მტრები“ აღმოაჩინეს. ისე, როგორც ახლა - ოქრუაშვილი ხომ „ხალხისმტერია“, ყველა მისი „ისტი“ მტრად გამოაცხადეს და მიდისდაჭერები. მაშინ, ხალხის მტერი იყო ტროცკი და ტროცკისტები, ბუხარინი და მისი „ისტები“ და ყველა მტრად გამოცხადნენ. გადაშლიდით გაზეთ „კომუნიტს“ და წაიკითხავდით, რომ აღმოაჩინეს ხალხის მტერი, საბჭოთა ქვეყნის მოღალატე და მიდიოდა რეპრესიები. დღესაც იგივე ხდება ტელემედიის საშუალებით, უბრალოდ ერთი განსხვავებაა - მაშინ მტრებს ფიზიკურადუსწორდებოდნენ ან ციმბირში უშვებდნენ.

 

თუ გამოჩენილი ფიგურის დაჭერა იყო დაგეგმილი, ჯერ მისი ანტიპროპაგანდა იწყებოდა პრესაში. ასე იყო ტიციანზე, პაოლოზე, ჯავახიშვილზე... წინასწარ ხდებოდა მოსახლეობის დამუშავება და შემზადება. შემდეგ ამას რეპრესიები მოსდევდა და პრესა ამბობდა - აი, ხომ დადასტურდა ის, რასაც ვამბოდითო.

 

მაგალითად, ბუხარინის დაპატიმრებამდე მთელი ერთი წელი გაზეთ «პრავდაში» ხდებოდა მისი დამუშავება. ეს ჩვეულებრივი პროპაგანდაა იმ რეჟიმებისათვის, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ და დღეს ამისათვის საკმაოდ კარგად იყენებენ ტელემედიას.

 

თუკი საქართველოში ყოველი მეხუთე ჯაშუშია, მინისტრებიც კი „მტრები“ ყოფილან, მაშინ რატომ ვერ მოხერხდა იმ გეგმის განხორცილება, რაც ამ რაოდენობის და გავლენების მქონე პირებს უნდოდათ? ამდენი არიან და მცირე ხიფათიც კი ვერ შეუქმნეს სახელმწიფოს? ამ ქვეყანაში უკვე ლოგიკა არ არსებობს.

 

როცა 30-იანი წლების საბჭოთა პერიოდს ადარებთ დღევანდელ საქართველოს, მაშინ რამდენად დამაჯერელად ხდებოდა ბრალდებების შეთხზვა?

-ალექსანდრე სოლჟენიცინს „არქიპელაგ გულაგში“ აქვს აღწერილი მგავსი ფაქტები, როცა მაგალითად თანამონაწილეებად ზოგი რიშელიეს ასახელებდა და ზოგი - ლუდოვიკო მე-16-ს და ა.შ. ოფიციალურ დოკუმენტებში მსგავსი აბსურდული მასალა უამრავი იყო.

 

ოქრუაშვილი კი არა, ნაპოლეონი რომ ყოფილიყო ცხინვალში 200 კაცით, ის ვერ შეძლებდა თბილისში შემოსვლას. ან საიდან მაჯერებ, რომ ეს მართლაც ასე იყო? არანაირი მტკიცებულებ არ დაუდევთ.

 

უბრალოდ, დღევანდელ საქართველოში გებელსის ფსიქოლოგია მუშაობს - უნდა თქვა დაუჯერებელი ტყუილი, რაც შეიძლება დაუჯრებელი, თუ გინდა, რომ დაგიჯერონ, იმიტომ, რომ ადამიანი იფიქრებს - ამხელა ტყუილს ხომ არ იტყვიან? ე.ი მართალია. ეს არის პროპაგანდა და ასეთივე აბსურდში განვაგრძობთ ცხოვრებას დღევანდელ საქართველოშიც.

- ოპოზიციის რიგი წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ დღეს ჩვენ ნეობოლშევიკურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. თქვენ როგორ შეაფასებთ?

- ქვეყანა ავტორიტარიზმის ფარგლებს გასცდა. 2010 წლის ადგილობრივი არჩევნები, ეს დიქტატურისაკენ გადადგმლი ნაბიჯი იყო. სხვა საკითხია, რა ხარისხის დიქტატურაზეა საუბარი - ლაპარაკის უფლება გვაქვს, სხვა - არაფერი. ჰოდა, ვილაპარაკოთ. ლაპარაკს კომუნისტების დროსაც ვახერხებდით, მაგრამ მაშინ მიჭერდნენ, დღეს კი ამისთვის ჯერჯერობით არ იჭერენ. ეს განსხვავებაა.

 

ხელისუფება სწორედ ამ არგუმენტს მოიყვანს, დღეს ყველას შეუძლია კრიტიკა და ამისათვის არავის იჭერენ.

- რა დემოკრატიაზეა საუბარი? ეს სტატია „რეზონანსში“ რომ დაიწერება, ესაა დემოკრატია? დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება ისაა, როცა გაზეთში დაწერილზე ხელისუფლება რეაგირებს.

 

როცა პარალელებს ავლებთ 30-იან წლებთან და აბსურდულ ბრალდებებთან, 30-იანი წლებისაგან განსხვავებით დღეს ადამიანებს სიცოცხლის საფრთხე არ აქვთ და რატომ არ არის ამ „აბსურდზე“, ასე ხელაღებით მოღალატეებად გამოცხადებზე სახალხო პროტესტი?

 

მოსახლეობას არ ჯერა, რომ პროტესტებით რაიმე შედეგიმიიღწევა. ცალკეული პროტესტი კი ახლაც არის. აი, გაზეთებში იწერება, ტელევიზიებში ითქმევა, მაგრამ აქედან - რა?! დიდი რაოდენობის ხალხიც გამოსულა ხომ არაერთხელ, მერე რა?! სააკაშვილს ქუჩაში დგომის უკვე აღარ ეშინია. საზოგადოება თვლის, რომ სანამ ეს ხელისუფლება იქნება, არაფერი გამოვა. ამიტომაც არ არის ფართომასშტაბიანი სოლიდარობის აქციებიც. სანამ ვიღაც ამ ხელისუფლების შეცვალის რაიმე გზას არ აჩვენებს ხალხს, არაფერი იქნება.