როგორ აღმოჩნდა „ატვიორკით“ დაჭრილი გია სურამელაშვილი ტყეში

როგორ აღმოჩნდა „ატვიორკით“ დაჭრილი გია სურამელაშვილი ტყეში

მომღერალი გია სურამელაშვილი, როგორც ყოველთვის, ზრუნავს თავის მსმენელზე და მათ ახალ-ახალი სიმღერებით ანებივრებს. ამჯერად გადაწყვიტა, ალბომი გამოუშვას, რომელშიც, სოლო სიმღერების გარდა, დუეტებიც იქნება შესული. მომღერალი საზაფხულო გეგმებზეც გვესაუბრა და სხვა ბევრ საინტერესო საკითხსაც შეეხო.

გია სურამელაშვილი: როგორც იქნა, მოვაბი თავი და, ამდენი წლის შემდეგ, ალბომის გამოშვებას ვგეგმავ. მართალია, გული ძალიან მტკივა, რომ ეს ყველაფერი გაცილებით ადრე, უჩემოდ მოხდა და პირატული ალბომები დიდი მოთხოვნით იყიდება, მაგრამ არა უშავს. უხარისხობის მიუხედავად, იმდენად დიდი მოთხოვნა იყო ჩემს ალბომზე, მაინც ყიდულობდა ხალხი. სულ რამდენიმე დღეში ალბომი მზად იქნება და მსმენელს კარგ, ხარისხიან ალბომს შევთავაზებ, რომელშიც 19 სიმღერაა შესული. ეს ჩემი საჩუქარი იქნება ჩემი თაყვანისმცემლებისთვის.

როგორია გია სურამელაშვილის საზაფხულო გეგმები?

– ჯერ არ ვიცი, რადგან აგვისტომდე ყოველ საღამოს რესტორან „ბალადაში“ ვმუშაობ. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემს მოსასმენად იქ არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ სხვა ქალაქებიდანაც ჩამოდიან. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ შვიდი-რვა კაცი ბათუმიდან იყო ჩამოსული, ყოფილან რუსთავიდან, კახეთიდან და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა მათ. აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში მიწვევა მაქვს ამერიკასა და ისრაელში.

შენი ფანები ყურადღებით და საჩუქრებით ძალიან განებივრებენ.

– მართლა ძალიან მანებივრებენ ძვირფასი საჩუქრებით. იციან, რომ მიყვარს საჩუქრები და ყველა ცდილობს, მასიამოვნოს და გამახაროს. ჩემთვის კი, ყველაზე დიდი საჩუქარი მათი სიყვარულია.

სვაროვსკის ძვირფასი ვარსკვლავი გიკეთიაესეც ნაჩუქარია?

– დიახ, ესეც ჩემმა თაყვანისმცემელმა მაჩუქა, რომელიც დაახლოებით 400-500 ევრო ღირს. მისი დასამაგრებელი არ მქონდა და ჩემმა მეგობარმა ოქროს „ბულავკა“ მაჩუქა. რამდენიმე დღის წინ ბრილიანტის საკმაოდ დიდი ბეჭედი დავკარგე და ძალიან გული დამწყდა. ისიც ნაჩუქარი იყო.

როგორ დაკარგე?

– თითიდან გამძვრა. ბოლო ხანებში ძალიან გავხდი და ვერც კი მივხვდი, როდის მომძვრა ბეჭედი თითიდან. გული კი დამწყდა, მაგრამ, არა უშავს...

საზაფხულო რომანების მოყვარული თუ ხარ?

– საზაფხულო რომანებისთვის ვემზადები, ქასთინგი უკვე გამოვაცხადე და ვნახოთ. წინა ქასთინგმა კარგად ჩაიარა, ზამთარი გადავაგორე, ახლა კი ვნახოთ, მსურველები ბევრნი არიან და, იმედია, სერიოზულ შედეგს მივიღებ.

ასაკობრივი ზღვარი როგორია?

– სიყვარულმა ასაკი არ იცის, ხომ გაგიგია?

როგორი უნდა იყოს შენი სასურველი ადამიანირომელიც „ქასთინგში“ პირველ ადგილს დაიკავებს?

– პირველად ეფექტი უნდა მოახდინოს, მერე კი ვნახოთ.

რამდენ ხანს შეგიძლია ერთსა და იმავე ადამიანთან რომანის გაგრძელება?

– ერთი და იგივე ადამიანთან, რომელიც მიყვარს, შემიძლია, მთელი ცხოვრება გავძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, ალბათ ნამდვილი სიყვარული ჯერ ვერ ვიპოვე. ხშირ შემთხვევაში, ურთიერთობის დასრულებისას, საკუთარ თავს ვადანაშაულებ. ალბათ, ჩემი ბრალია ხოლმე ყველაფერი.

კონფლიქტური ხარ?

– საყვარელ ადამიანთან?

ზოგადად.

– არ მგონია, კონფლიქტური ვიყო, მაგრამ, ამბობენ, რომ ვარ. ჩემი აზრით, კონფლიქტური კი არა, „ბულკივით“ ბიჭი ვარ. თუ არაფერი დამიშავე, არაფერს დაგიშავებ და, თუ დამიშავე, ისეთს დაგიშავებ, რომ მოდგმას გაგინადგურებ. თან, ისე, ასი წელი ვერ მიხვდები, ვინ განადგურებს.

მაფიოზიც ყოფილხარ.

– ფესვები საკმაოდ კარგად მაქვს გადგმული, ამიტომ, მიფრთხილდნენ!

საკმაოდ მოწესრიგებული ხართავს ისე უვლიბევრს შეშურდებაროგორ ახერხებ?

– ჩემი აზრით, თავს ყველამ უნდა მოუაროს. თუ ძალიან სერიოზული პროცედურები არ ჩაიტარა, ელემენტარული მაინც უნდა გააკეთოს საკუთარი თავისთვის. ისე, რომ გითხრა, ძალიან სერიოზულად ვაქცევ თავს ყურადღებას-მეთქი, არა. მაგალითად, იმაზე მეტ სასმელს ვსვამ, რაც შეიძლება, ადამიანმა დალიოს.

გურმანი ხარ?

– სასმელს უფრო მეტს ვსვამ, ჭამით – ნაკლებად.

როგორი ბახუსი გაქვს?

– კარგი ძალიან. თუ რამეზე არ გავბრაზდი, „ბულკივით“ ვარ.

გიჩხუბია?

– როგორ არა, მაგრამ, იშვიათად. სკამი ჩამირტყამს მომაბეზრებელი ადამიანისთვის, ბეჭდიანი ხელიც მიმირტყამს სახეში, რაც ძალიან მტკივნეულია, მაგიდაც ამომიტრიალებია გაბრაზებულს, მაგრამ, ასეთ რაღაცეებს უფრო ადრე ვაკეთებდი, ახლა – ნაკლებად. ყოველთვის იქ ვარ, სადაც ხალხს ვუყვარვარ და იქ ვის უნდა ვეჩხუბო?

საკმაოდ კარგი იუმორის გრძნობა გაქვსყოველთვის ესმით შენი ხუმრობა?

– იუმორი მხოლოდ მეგობრებთან და ახლობლებთან მოდის შინაგანად. ისეთი „ტონკი“ იუმორი მაქვს, ყველა „ეცემა“.

დეპრესიაში თუ ჩავარდნილხარ?

– დეპრესია ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ საკუთარი თავი თვითონ უნდა გამოიყვანო მდგომარეობიდან. თუმცა, ჩემი ახლობლებიც ახერხებენ დეპრესიიდან ჩემ გამოყვანას.

რომ გიყურებვხედავრომ სახეზე ერთი ნაოჭიც კი არ გაქვსეს გენეტიკურია თუ ხელი წააშველე?

– ნაოჭები იმიტომ არ მაქვს, რომ გენეტიკურად ვარ ასეთი, მაგრამ, თუ დამჭირდა, არც ქირურგიულ ჩარევას მოვერიდები. ჩემი აზრით, როცა ცნობილი ადამიანი ხარ, დგახარ სცენაზე და ხალხს უყვარხარ, თუ საჭიროება მოითხოვს, საკუთარ გარეგნობას ხელიც უნდა წააშველო. ჯერჯერობით გარეგნობაში არანაირი ჩარევა არ მჭირდება. ბევრს ჰგონია, რადგან სულ მზის სათვალით დავდივარ, რაღაცას ვმალავ. არა, ბატონო, არც ერთი ნაოჭი არ მაქვს!

წონაში საგრძნობლად დაიკელირამდენი კილოგრამით ნაკლებს იწონი?

– 8 კილოგრამი დავიკელი, მაგრამ ძალიან შემეტყო.

სხვათა შორისროგორც გავიგეკიდევ რამდენიმე გია სურამელაშვილი არსებობსმათ თუ იცნობ?

– ერთი გია სურამელაშვილი ნათესავად მეკუთვნის, მეორე კონცერტზე გავიცანი. ერთხელ გორში მქონდა კონცერტი, ვიღაც მისულა დაცვასთან და – გია სურამელაშვილი ვარო – უმტკიცებდა. შენი ნერვები არ გვაქვს, თავი დაგვანებე, გაიარეო, – უთქვამს დაცვას. სანამ პირადობის მოწმობა არ უჩვენა, არ დაუჯერეს. მერე მეც გავიცანი.

მიზანდასახული ხარ?

– ძალიან. რასაც მიზნად დავისახავ, აუცილებლად გავაკეთებ, თუმცა, შეიძლება, ამას ერთი წელიც კი დასჭირდეს.

ძირითადად მანქანით გადაადგილდებიმიუხედავად ამისაალბათხალხის ყურადღებას მაინც გრძნობ.

– რომ მხედავენ, გაოგნებულები არიან, ადგილზე შტერდებიან და შემოლაწუნება სჭირდებათ.

შენი საყვარელი აქსესუარი რომელია?

– რაც მიკეთია – ყველაფერი.

რის გარეშე არ შეგიძლია სახლიდან გასვლა?

– აი, სწორედ ამ ყველაფრის გარეშე გარეთ არასდროს გავდივარ.

დამეთანხმებიცოტა სახიფათოაროცა ამდენი ძვირფასეულობით დადიხარ.

– აქ არა, მაგრამ, რამდენიმე წლის წინ, დაახლოებით 1996-ში, ერთი ინციდენტი შემემთხვა მოსკოვში – დამჭრეს, რის გამოც გულის ოპერაცია გამიკეთეს.

ეს როგორ?

– იარაღი გულის ბადეს შეეხო და სასწაულად გადავრჩი.

რა მოხდა?

– ვიღაც მანიაკმა გამიტაცა. სერიოზული ბანკეტიდან მოვდიოდი. ტაქსი გავაჩერე და ვიღაც მანიაკი აღმოჩნდა. რომ დაინახა, ამდენი ძვირფასეულობა მეკეთა, გამიტაცა. იმ პერიოდში დაცვაც მყავდა და მანქანაც მემსახურებოდა, მაგრამ, საჭიროებამ მოითხოვა და ბანკეტიდან გამოვიპარე. სხვათა შორის, დღემდე არ არის შეწყვეტილი იმ კაცის ძებნა. მანქანაში გაზი გაუშვა, გამთიშა და, გონზე რომ მოვედი მოსკოვის შემოგარენში, ტყეში, „ატვიორკით“ დაჭრილი აღმოვჩნდი. ღვთის მადლით, გადავრჩი სიკვდილს.

ალბათამ ინციდენტის შემდეგ ძალიან ფრთხილობ.

– მე ყოველთვის ვფრთხილობდი, მაგრამ, ალბათ, მეწერა და ამიტომ მოხდა ეს ამბავიც. არავინ არ არის დაზღვეული არაფრისგან, ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. მას შემდეგ ძალიან კარგი დღეები გავიარე, შეყვარებული ვიყავი. ცხოვრება გრძელდება...