პროკურატურაში ზურაბ ადეიშვილის ჩანერგილი კადრების სია

პროკურატურაში ზურაბ ადეიშვილის ჩანერგილი კადრების სია

ვინ "აპრავებს" "ნაციონალ" დამნაშავეებს მთავარ პროკურატურაში? ვინ იპარავს საქმეებს კანცელარიიდან და როგორ, რა გზით მიეწოდება ზურაბ ადეიშვილს ინფორმაციები, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში შედის პროკურატურაში? რა მემკვიდრეობა დატოვა ნაცვლიშვილმა?

ამ უწყებაში არსებულ სიტუაციაზე "ქრონიკას" ექსკლუზიურად ესაუბრა პროკურორი, რომელიც ამ ეტაპზე ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს:

რა მემკვიდრეობა დახვდა ახალ მთავარ პროკურორს თავის უწყებაში?

- არჩილ კბილაშვილი რომ მოვიდა, მოტივირებული იყო საქმის კეთებაზე, მაგრამ ისეთი სიბინძურეები დაინახა, თავადაც არ ელოდა. მისი შეცდომა ის გახლდათ, რომ არ იყო ხისტი, ყველასგან იღებდა რჩევას და ეს სულ ღუპავდა, არანაირი დამალული თემა არ ჰქონდა. პროკურატურაში არიან შეშინებული თანამშრომლები, მორალურად დაკნინებული ადამიანები, კედელს რომ ეკრობიან, როცა მთავარი პროკურორი დადის დერეფანში. ისეთი წნეხის ქვეშ იყვნენ წლების მანძილზე, ამას მიჩვეულებიც კი იყვნენ. მინიმუმ, ღამის 12 საათამდე ტოტალურად წნეხში მუშაობდნენ. კამერები თითქმის ყველა კაბინეტში იყო დაყენებული, ყველა დერეფანში და როგორც ციხეში, ისეთი სიტუაციაა პროკურატურაში დღემდე.

რა ხდებოდა ასეთი?

- ადეიშვილის დროს თუ 2 ადამიანი დადგებოდა დერეფანში დასალაპარაკებლად, მესამე აუცილებლად უნდა მისულიყო, ჩარეულიყო საუბარში, გაერკვია, რაზე საუბრობდნენ და საჭიროების შემთხვევაში, "ზევით" მოეხსენებინა. კბილაშვილის დროს პროკურატურა უფრო ჰუმანური გახდა, მაგრამ რად გინდა, მოვიდა ფარცხალაძე და რეჟიმი გაგრძელდა, ასეა დღემდე, ბადაშვილის დროსაც.

პროფესიონალები საერთოდ არიან პროკურატურაშიუფლებადამცველები ხშირად ამბობენრომ პროკურატურა სასამართლო პროცესებზე სუსტად გამოდის.

- არ სჭირდებოდათ და არც ჰყავდათ პროფესიონალები, რადგან პროფესიონალი იმას, რა წნეხიც აქ იყო, არ მოითმენდა და ეს შესანიშნავად იცოდა ადეიშვილმა, თანაც მას აწყობდა, რომ ახალი სისხლი გადაესხა, ადვილად ადაპტირებული რომ ყოფილიყო მასთან. 2007 წელს სააკაშვილმა პროკურორების სტაჟირების პროგრამა შემოიღო, ისე ვერ დაინიშნებოდი პროკურატურაში. ადრე სასწავლო ცენტრი ებარა და დღეს მთავარი პროკურატურის კადრები აბარია ფსიქოლოგ ნინო ბერუაშვილს. თეა წულუკიანმა გააგდო, როგორც ადეიშვილის კადრი და მასთან მიერთებული ადამიანი. "ნაციონალებმა" წაიყვანეს და ეროვნულ ბანკში დანიშნეს, ლაშა ნაცვლიშვილი რომ მოვიდა, "ნაციონალებისვე" თხოვნით დააბრუნა პროკურატურაში და კადრები ჩააბარა, ის ნიშნავს პროკურორებს. ეს ქალი ადეიშვილის მეთოდებით მუშაობს და ადეიშვილისავე მეთოდების კარგად მცოდნეებს ნიშნავს პროკურორებად.

წლების მანძილზე გვესმოდარომ პროკურორები საქმეებს "კერავდნენ". ეს მასობრივად ხდებოდა?

- პროკურორებს აშანტაჟებდნენ და აიძულებდნენ, თუ უნდოდათ, რომ ემუშავათ, ვინმე უნდა ჩაეშვათ. 9-10 წელი რომ წნეხის ქვეშ ცხოვრობ და მუშაობ, იგივე კომპლექსებს წაიღებ, სადაც წახვალ. მოკლედ, კბილაშვილი სანამ გადადგებოდა, უთხრეს, პიროვნულად სუსტი ხარო და 2 თვეში ლაშა ნაცვლიშვილი ჩაგანაცვლებსო. არჩილს წინააღმდეგობაც კი არ გაუწევია. ივანიშვილმა პირდაპირ უთხრა არჩილს, სანამ შენ იქნები, მანამდე საგამოძიებო ნაწილს ლაშამ უხელმძღვანელოსო. ამით ის მოხდა, რომ არჩილი პიარის როლში გამოვიდა, ხოლო ლაშამ თავი გარანტირებულად იგრძნო და სულ "აიწყვიტა". პირველივე დღეებში დაიწყო ბრჭყალების გამოჩენა. ხან გვიან ეუბნებოდა არჩილს იმ საქმეებზე, რასაც ვითომ იძიებდა, ან საერთოდ არ თვლიდა თავს ვალდებულად, თუნდაც კომენტარის დონეზე ყოფილიყო არჩილი ინფორმირებული. მეტსაც გეტყვით, არჩილი თანამშრომელს ვერ იძახებდა, თუ ის თანამშრომელი ჯერ ნებართვას არ აიღებდა ლაშა ნაცვლიშვილისგან, შესულიყო თუ არა არჩილთან. კბილაშვილი ლაშაზე არაფერს არ ამბობდა, ეხათრებოდა, რომ "ჩაეშვა". ის იმდენად კულტურული ადამიანია, ეს ვერ იკადრა.

რეფორმირების პროექტები დაიგეგმა ევროკავშირთან ერთად, მივიდა არჩილი ბიძინასთან და უთხრა, იმან კი უპასუხა, საქმეს მიხედეთ, ახლა ამის დრო არ არისო. ევროკავშირთანაც კი შევრცხვით ამის გამო, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა უკვე. მოკლედ, ლაშამ იგრძნო რა, რომ სრული კარტბლანში ჰქონდა, ყველა დეპარტამენტის დაკომპლექტება თავის თავზე აიღო. არჩილმა სთხოვა, კადრების სამსახური მაინც დამიტოვე მეო. თავიდან მისცა, მაგრამ მერე რა გააკეთა იცით? სრული უზურპაცია მოახდინა პროკურატურის. ყველა მისი კადრი გაუშვა, თან ტექნიკურად, ნინო ბერუაშვილის მეშვეობით.

ეს როგორ?

- 2008 წლიდან იყო იუსტიციას დაქვემდებარებული პროკურატურა და ლაშას თავის დაღწევა უნდოდა. ფუნქციების დუბლირება ხდება და თანამშრომლები ჭამენ ერთმანეთს, ერთი კანცელარია არის და დოკუმენტები იკარგებაო, ლაშა ამბობდა. სინამდვილეში კი, გეტყვით მიზეზს, რატომ უნდოდა კანცელარია ლაშა ნაცვლიშვილს საკონტროლებლად და რატომ იკარგებოდა დოკუმენტები.

თეა წულუკიანი რატომ არ იყო იუსტიციისა და პროკურატურის დაშორების მომხრე?

- თეას ძალაუფლების დაკარგვა, უფრო სწორად კი, გაყოფა არ უნდოდა. თუკი ეს სტრუქტურა გაიყოფოდა, რაც მოხდა კიდეც, კომენტარი რომ გაეკეთებინა, იმ დონეზე არ ჰქონდა ინფორმაცია გახმაურებულ საქმეებზე, რომელზეც ჟურნალისტები სულ ეკითხებოდნენ. იცით, კომენტარს როგორ აკეთებდა? ყურს რასაც მოჰკრავდა, იმის მიხედვით. ლაშა არ ხვდებოდა, რომ რამეში გარკვეულიყო თეა, ბოლო წუთამდე უკანა კარიდან შედიოდა და გადიოდა პროკურატურიდან. ლაშა ძველი, საბჭოთადროინდელი "კაგებეს" მოტრფიალე იყო, ახალი რეალობა იყო, ახალი ტიპის დანაშაული და სხვანაირი მიდგომა იყო საჭირო.

აბაროგორ აწარმოებდა საქმეებს?

- გეტყვით სქემას, რომელიც ყველა საქმეს ერგებოდა. რაღაც კონდიციამდე მიჰყავდა საქმე, მერე გაჩერდებოდა და მიდიოდა გარიგება ამ საქმეზე. მარტივად რომ აგიხსნათ, მაგალითად, შემოვიდა საქმე ბიზნესის წართმევასთან დაკავშირებით, სადაც მომჩივანი ხელს ადებდა კონკრეტულ ადამიანს, რომელიც ან ყოფილი "ნაციონალი" მაღალჩინოსანი იყო, ან მასთან დაახლოებული პირი, გამოიძიებდა ამ საქმეს, მერე დაუკავშირდებოდა იმ "ნაციონალს" და იმასთან რიგდებოდა.

თქვენ დამპირდითრომ მეტყოდით კონკრეტულ ფაქტებსკონკრეტული სახელებითა და გვარებითვინ "ათეთრებსნაციონალების დანაშაულს და ადეიშვილთან მიაქვს ინფორმაციები.

- დიახ, დავიწყოთ. გიორგი გაბიტაშვილი დაინიშნა მთავარი პროკურორის მოადგილედ, ფარცხალაძის კადრია, გადმოიყვანეს ფინანსურიდან. ამით დამყარდა სამხელისუფლებიანობა მთავარ პროკურატურაში, ლაშა ცალკე გვმართავდა, მერე გაბიტაშვილმა რამდენიმე დეპარტამენტი წაართვა და ის გვმართავდა, ცალკე ადეიშვილის კადრები. ანუ, ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ადეიშვილი პროკურატურიდან არც წასულა. ამის გამო სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნაზე, დაახლოებით 20 000 საქმეზე იქნა გაცემული ტრაფარეტული პასუხი, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია შეიქმნება და განიხილავენ ამ საქმეს, ამ დროს ყველამ კარგად ვიცით, რომ არ შეიქმნება და არც საუბარია საერთოდ ამაზე. უამრავი საჩივარია შემოსული უკანონო ბრალდებებზე, რომელიც "შეეტენათ" ამ პროკურორებს, ანუ იმ ადამიანებს, ვინც ადეიშვილის დროინდელია, არავინ არ არის ახალი, რადგან ვინც არჩილმა მიიყვანა, ყველა გაუშვეს. ახლა პროკურატურას სრულად აკონტროლებს ადეიშვილი. ამიტომ, თუ ვსაუბრობთ სამართლიანობის აღდგენაზე, ჯერ პროკურატურაში უნდა აღდგეს სამართლიანობა. 119 კაცი იქნა გაყრილი პროკურატურიდან და ყველა "ნაციონალების" მითითებით. ეს ადამიანები, ვინც ადეიშვილის მითითებით მართავენ პროკურატურას, არიან: ნინო ბერუაშვილი, რომელზეც უკვე გესაუბრეთ, სოსო არჩვაძე, იგივე "სიკვდილა", მირანდა მელქაძე, ნათია მეზვრიშვილი, თამარ ჩუბინიძე, რომელიც ადეიშვილის ძმაკაცის ცოლია და კანცელარია აბარია. აქვე გეტყვით, რომ ეს ქალი წყვეტს, კანცელარიაში განცხადება რომ შევა, რომელი გამოაჩინოს და რომელი - არა. მეტიც, უდიდესი ნაწილი ამ საჩივრებისა იკარგება მხოლოდ იმიტომ, რომ ის იპარავს. ყველა საქმე ეხება ბაჩო ახალაიას, ადეიშვილს ან სხვა ყოფილ "ნაციონალ" მაღალჩინოსანს. დათა ახალაიას ეხებოდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და მისმა პატრონმა მესამედ შემოიტანა უკვე, წინა ორ შემთხვევაში "დაიკარგა". თვეში 800 ლიტრი ბენზინით სარგებლობს, 5-10 ათასი პრემია აქვს და რომელ თანამშრომელსაც მისცემს პრემიას, ნახევარი მისია. პროკურატურის ბიუჯეტს ის განკარგავს. ყველაზე საინტერესო ფიგურა არის ირაკლი ჩილინგარაშვილი. ის ბერუაშვილის სტაჟირების პროგრამით 2007 წელს მოვიდა პროკურატურაში და პირდაპირ უნივერსიტეტიდან დანიშნეს პროკურორად, მერე კი ადეიშვილმა დეპარტამენტის უფროსად დანიშნა, ჩააბარა საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებლობა და ექსტრადიცია. საჯარო ინფორმაციაზე რა პასუხი უნდა აგოს, როცა ტელეფონს საერთოდ არ იღებს. გენინსპექციაში მასზე უამრავი საჩივარია შესული, მაგრამ ამაოდ. ეს ადამიანი პირდაპირ კავშირშია დავით საყვარელიძესა და ზურაბ ადეიშვილთან. როგორც მსმენია, დაშიფრული ტექსტებით უგზავნის ინფორმაციას მას, თუ იმ წუთისთვის ვერ ხერხდება მისი მივლინება.

რას გულისხმობთ, "ვერ ხერხდება მივლინება"-ში?

- სულ მივლინებაშია, სამსახურში თითქმის არ დადის, ბოლო ორი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე შეხვდა ადეიშვილს, ჩაუტანა ინფორმაცია და ჩამოიტანა ინსტრუქციები. მარტივად ვსვამ კითხვას - რატომ არ იძებნება წითელი ცირკულარით ადეიშვილი? რატომ არ ხდება ექსტრადიცია? ჩემი ინფორმაცია მასზე უკვე პასუხია. ნებისმიერი ექსტრადიციის დოკუმენტს ხელიდან გვართმევს ჩილინგარაშვილი. გარეგნულად ისეთი ადამიანია, აგატირებს გულუბრყვილობით, არჩილიც კი შეიყვანა შეცდომაში მისმა "ანგელოზის სახემ", ეცოდებოდა არჩილს, მაგრამ გაიშიფრა. ჩილინგარაშვილი არც მალავს და ღიად ამბობს, თანამშრომლებზე რომ შემოდის საჩივარი, გენინსპექციაში არ ვუშვებო. გგონიათ, რომ ასეთი კეთილშობილია და იმიტომ? სულაც არა. ამით თანამშრომლების გულს იგებს და მერე ვალშიმყოფებს, ადვილად აკეთებინებს ცუდ საქმეებს. პროკურატურაში არის კირკიტაძის ყოფილი მოადგილე, ზაქარია ადეიშვილი. ასევე, მირანდა მელქაძე, რომელიც "ნაციონალების" "გაპრავებაში" იღებს ხელფასს.  ზუსტად 9250 საჩივარია შემოსული პროკურატურაში ბიზნესების დატერორებაზე, რატომღაც შუაღამისას რომ უნდებოდა ყველას წილის გასხვისება სახელმწიფოზე, ვინც ამას აკეთებდა ფინანსურ პოლიციაში, ის მოიყვანეს პროკურატურაში პროკურორებად, ანუ რა გამოდის? ვისი საქმეებიც უნდა იქნას გამოძიებული, მათ ხელშია ყველაფერი და საკუთარ თავს ხომ არ დაიჭერენ? ერთ-ერთი იყო შოთაძე, ამიტომ სამართლიანად აპროტესტებდნენ მის არდანიშვნას მთავარი პროკურორის პოსტზე. პროკურატურა პროკურორების გარეშე დარჩა, ის იქცა ფინანსური პოლიციის დანამატად.

"ქრონიკა" ამ ბრალდებებზე კომენტარისთვის პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს თემურ დოლიძეს დაუკავშირდა:

ბატონო თემურჩვენი წყარო რამდენიმე ფაქტს გვიყვებათუ როგორ უშლიან ხელს სამართლიანობის აღდგენას პროკურატურაში არსებული "ნაცმოძრაობისკადრებირომლებიც არათუ არ გაუშვიათარამედ დაწინაურდნენ კიდეც.

- იმედია, ამას სერიოზულად არ მეკითხებით, ახლა რა გამოდის? დავდგები ინფრასტრუქტურის სამინისტროზე და ძირითად 10-12 გვარზე ისეთ ამბებს მოგიყვებით, რომ გაგიკვირდებათ. ამას სჭირდება მტკიცებულება.

კონკრეტულ ფაქტებს ვამოწმებ თქვენთანიმასრასაც წყარო მეუბნებაკონკრეტულ გვარებს დაგისახელებთმაგალითადნინო ბერუაშვილზეა პრეტენზიები.

- ბოლო 10 წლის განმავლობაში პროკურატურაში მუშაობდა და ამიტომ არის ადეიშვილის კადრი? ეს არის დანაშაული და სირცხვილი, თქვენი წყაროს გაგებით? რა გამოდის, ვინც 10 წელი სახლში იჯდა, ტელევიზორს უყურებდა და ჩაის სვამდა, მხოლოდ ის არის პატიოსანი და კომპეტენტური? საქართველოში მთავრობის რომელიმე სტრუქტურაში თუ მუშაობდი, სანამ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი იყო, სირცხვილია? ეს დიდი მინუსია ადამიანის ბიოგრაფიაში? თუ ადამიანი მუშაობდა ამ 10 წლის მანძილზე, ეს ლაქაა?

ირაკლი ჩილინგარაშვილზე რას მეტყვითრომელიც სულ იყო თანამდებობაზედღესაც არის და წყარო საუბრობსრომ ადეიშვილს ინფორმაციებს აწვდის.

- ვინ დაასაბუთებს, უცხოეთში რამდენჯერ შეხვდა ადეიშვილს? საბუთი მინდა.

ჟურნალისტის ფუნქცია ინფორმაციის მოპოვებაა და რასაც თქვენ მეუბნებითეგ ძალოვნებმა უნდა გამოიძიონკანცელარიაში თამარ ჩუბინიძე დოკუმენტებს მალავსოამბობს ჩვენი წყარო.

- ელექტრონულ ვერსიას შლის ეს ქალი? განცხადება ხომ ელექტრონულად შემოდის და ენიჭება ნომერი? გამოდის, რომ პროგრამაში შედის, ჰაკერის სერიოზული თვისებები აქვს ჩუბინიძეს და ნომრებს "ახტება", შლის ისე უკვალოდ, რომ... ნუ, უაზრობაა. თამარ ჩუბინიძე პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსია. ყველა ფაქტი, რომელიც თქვენ დამისახელეთ, არის განაწყენებული ადამიანის პოზიციიდან ნათქვამი. რასაც მეკითხებით, მესმის თქვენი, მაგრამ ყველაფერზე მინდა მტკიცებულება, ისე როგორ მოვთხოვო ვინმეს პასუხი? რაც შეეხება დოკუმენტებს, 21-ე საუკუნეში, თანაც ყველაზე დაცულ სისტემაში როგორ შეიძლება დოკუმენტი დაიკარგოს?