“ჩვენს დროს პოლიტიკოსების მუშაობას დიდი თანხა არ სჭირდებოდა”

“ჩვენს დროს პოლიტიკოსების მუშაობას დიდი თანხა არ სჭირდებოდა”

ყოფილი დისიდენტი თამარ ჩხეიძე ოპოზიციის უსუსურობასა და ხალხის არაბრძოლისუნარიანობაზე საუბრობს და რუსეთის ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მისეულ პერიოდს იხსენებს.

სააკაშვილის ხელისუფლებასთან ბრძოლის რამდენიმე ეტაპი მარცხით დასრულდასაზოგადოების ნაწილი ამას ოპოზიციის სისუსტეს აბრალებსთავად ოპოზიცია კი ხალხს იქით მოუწოდებს აქტიურობისკენარც იმას მალავენუბრალო ხალხი წაგვიძღვესეს სახალხო მოძრაობა უნდა იყოსოთქვენი ბრძოლის წლებში ქართველი ერი უფრო ბრძოლისუნარიანი იყო?

– იმ დროს ხალხი მართალსა და მტყუანს უფრო მეტად არჩევდა, მათში ბევრად ჯანსაღი განწყობა სუფევდა, ერთიანობა გვქონდა. ბოლოს და ბოლოს, დამოუკიდებელ აზრს მეტი წონა ჰქონდა, დღეს კი დამოუკიდებელი აზრი აღარ არსებობს.

რითი შეიძლება აიხსნას დღევანდელი ქართული საზოგადოების ნიჰილიზმი?

– დღევანდელ საზოგადოებას თავისი თუ ხელისუფლებების უჭკუობით უამრავი რამ აქვს გადატანილი, შესაბამისად, იმუნიტეტი აქვთ დაკარგული. როცა ტოტალიტარიზმს ვებრძოდით, მიტინგის მოწყობის გამო შეიძლებოდა ციხეში მოვხვედრილიყავით და ასეც იყო, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე უფრო მეტად იყო დაცული, ვიდრე დღეს. თუ დისიდენტი ცნობილი იყო, მის მოკვლას ვერ ბედავდნენ. ნაზი შამანაურის შესახებ კი ხალხს რომ სცოდნოდა, მას არ მოკლავდნენ. დღევანდელ ოპოზიციას ბევრად მეტი არეალი აქვს, თავისუფლად შეუძლიათ დასავლეთს ხმა მიაწვდინონ, მაგრამ ამას არ ან ვერ აკეთებენ, ერთმანეთის ჩაძირვაზე მუშაობენ და ამით ხელისუფლებასაც აძლიერებენ. მათ ხომ აღარ უწევთ სიცოცხლის რისკის ფასად იატაკქვეშეთში გამოცემული პროკლამაციების ბეჭდვა? დღეს დამოუკიდებელი ძალა არ არსებობს. ისეთი პოლიტიკური სისტემაა შექმნილი, რომელიც ფორმალურად ვითომ პლურალისტური და დემოკრატიულია, სინამდვილეში კი, მხოლოდ ბუტაფორიაა.

ოპოზიცია გამუდმებით უსახსრობას უჩივისმიტინგების მოწყობას ფული სჭირდება?

– ჩვენს დროს პოლიტიკოსების მუშაობას დიდი თანხა არ სჭირდებოდა და პოლიტიკური რეალობის შეცვლა ჯიბის ფულითაც შეიძლებოდა. როცა ჩვენ ვიყავით ჩართულნი ამ პროცესებში და გარკვეულ გავლენასაც ვახდენდით, მაშინ პოლიტიკური სივრცე მონოპოლიზებული არ ყოფილა და პუბლიკაზე გავლენის მოსახდენად არც ხელისუფლებასთან ფარული კავშირი გვჭირდებოდა. დღევანდელ პოლიტიკურ გუნდს კი, თუ რომელიმე გარეშე ან სახელისუფლებო ძალასთან არ არის შეკრული, ან ადრე არ იყო მათი თანამოაზრე და ამ გზით არ აქვს გავლენა მოპოვებული, ხელ–ფეხი შეკრული აქვს, რადგან ტელევიზია მათთვის დაკეტილია. პრობლემაა ისიც, რომ დღევანდელი ოპოზიცია, თავად არის ამ სისტემის ნაწილი, რომელსაც ვითომ ებრძვის. ეს არის იმ ადამიანთა გაერთიანება, რომლებიც მმართველ გუნდს სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზის გამო დაუპირისპირდა.

გამოდისოპოზიცია და ხალხი სხვადასხვა ენაზე საუბრობს?

– მართალია, ოპოზიცია მთელი საქართველოს სახელით საუბრობს, მაგრამ თვითონაც იციან, რომ ასე არ არის. დღესდღეობით ხელისუფლება, ოპოზიცია და ხალხი სხვადასხვა ძალაა, სხვანაირად აზროვნებენ და ცხოვრობენ. პირადად მე უკან არ დავიხევდი, რომ ვიცოდე, ჩემს ქმედებას გარკვეული შედეგი მოჰყვება, მაგრამ უშედეგო ქმედებებში მონაწილეობა არ მსურს. ოპოზიციურ სპექტრში შეუძლებელია ვინმეს ნდობა, რადგან ზოგადად ქვეყანაში არაგულწრფელი გარემოა შექმნილი. თვით "დაიცავი საქართველოს" საზოგადოების არსებობაც მითია. მათი წევრები ამ უსახურ ოპოზაციასთან ერთად არ მართავდნენ უმიზნო აქციებს? ოპოზიციამ ერთი პრინციპის გარშემოც ვერ შეძლო გაერთიანება. ამის მიზეზი ის არის, რომ ყველა მათგანის უკან სხვადასხვა ძალა დგას.

რომელ ძალებზეა საუბარი?

– ჩვენში ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილება ორი ძალის – დასავლეთისა და რუსეთის შეთანხმებით ხდებოდა, მათ შორის, გამსახურდიას მოყვანა, შემდეგ გაგდება, ქართულ პოლიტიკურ არენაზე შევარდნაძის გამოჩენა და შემდეგ მისი გაქრობა, "ვარდების რევოლუცია". ეს ყველაფერი რუსეთისა და დასავლეთის "თათბირის" შედეგი იყო. აპრილში დაწყებული საპროტესტო ტალღის უშედეგობა იმით აიხსნება, რომ გარეშე ძალებმა ვერ იპოვეს ერთი კონკრეტული ლიდერი, ვისზეც არჩევანს შეაჩერებდნენ. თუ ახლა გარეშე ძალები არჩევანს სააკაშვილის ჩამნაცვლებელ რომელიმე კანდიდატზე შეაჩერებენ, შესაძლოა, აქციებსაც ჰქონდეს აზრი. თუმცა, ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება საზოგადოების სურვილით იქნება შეცვლილი.

ოპოზიცია აქციების პერიოდს ამაოდ ჩავლილად არ მიიჩნევსმათი სიტყვითდასავლეთმა დაინახა სააკაშვილის ნამდვილი სახე.

- ამ უმიზნო აქციების შედეგად მოგებული დარჩა ხელისუფლება და რუსეთი. ხელისუფლება იმიტომ, რომ, თუ აქამდე მთელი მსოფლიო მათ მმართველობას ეჭვის თვალით უყურებდა, ოპოზიციამ თავიანთი უჭკუო ქმედებებით მსოფლიოს დაანახა, რომ თურმე ისევ სააკაშვილი სჯობია. როცა ოპოზიციის მხარდამჭერები ხელისუფლების წარმომადგენლებს ქვებითა და ჯოხებით დასდევდნენ, არცერთ ოპოზიციონერ ლიდერს არ უთქვამს, ასე არ მოიქცეთო. სწორედ ასეთი ბოლშევიკური ქმედებებით უცხოელი დიპლომატები გააოცეს. ეს ოპოზიციონრები დამოუკიდებელი პოლიტიკოსები არ არიან. მათი აზროვნების პრიმიტიულობასა და სისუსტეზე მიანიშნებს ტალიავინის დასკვნის მოლოდინიც. ისინი ელოდნენ, რომ კომისია სააკაშვილის ხელისუფლებას დამნაშავედ სცნობდა და ამას არც მალავდნენ, ბედნიერი სახეებით აცხადებდნენ, სააკაშვილს გაასამართლებენ და ამ გზით ხელისუფლებას მოვიშორებთო. ეს არის ტიპური ზარმაცი ქართველი კაცის სახე, ლუარსაბ თათქარიძის პროტოტიპი. ოპოზიციას უნდოდა, მის მიერ გასაკეთებელი საქმე სხვას გაეკეთებინა. როცა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხი იხილებოდა, მათ ლამის ერთხმად აღიარეს, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყოო. მინდა მათ ვუთხრა, რომ ომი შიდა ქართლში, საქართველოს ძირძველ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და არა რუსეთის მიწაზე, შესაბამისად, ეს თავდასხმა ვერ იქნებოდა. მართალია, ეს წამგებიანი და პროვოკაციული ნაბიჯი იყო და შესაძლოა, სააკაშვილმა ამ ომით რუსეთის საქმე გააკეთა, მაგრამ ეს არ ამართლებს ოპოზიციის საქციელს. ისინი ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმს სიმართლით უნდა შეებრძოლონ. ოპოზიციაში არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც კარგად იცნობენ სააკაშვილს და ისიც იციან, თუ რა გავლენა აქვს მასზე ხალხმრავალ აქციებს. თავის დროზე, როცა ხელისუფლება ხალხმრავალი, პერმანენტული აქციების გამო ღელავდა, უმრავლესობა დათმობებზე წამსვლელი იყო.