გიორგი ტუღუში ხალხის წინააღმდეგ?!

გიორგი ტუღუში ხალხის წინააღმდეგ?!

ეს, გარკვეულწილად, ეჭვის თუ უეჭველობის, იმედისა თუ უიმედობის მაუწყებელი სასვენი ნიშანი იმად დავსვი, რომ მავანმა წინასწარ რაიმეს აკვიატება-ახირებაში არ დამდოს ბრალი, თორემ ჩემთვის უეჭველია გიორგი ტუღუშის ტუშით დანიშვნის მიზანი. და ისიც, რომ სოზარ სუბარისგან განსხვავებით, ალბათ, გაამართლებს “ნაცების” იმედებს.

ისე, სიტყვამ მოიტანა და სუბართან ერთად სხვა მისი წინამორბედებიც ვახსენეთ. დიახ, ვახსენეთ, რადგან პირველი ომბუდსმენის დავით სარალიძის, ისევე, როგორც მეორე ომბუდსმენის ნანა დევდარიანის ამ პოსტზე მოღვაწეობა სახსენებელია, რადგან გასახსენებელი არაფერი გაუკეთებიათ ყოფილ საგადასახადოს უფროს სალარიძეს და ნასოციალისტარ დევდარიანს - ორივენი ისხდნენ სავარძლებში და, თუ არ აკეთებდნენ, არც აშავებდნენ რამეს.

რაც შეეხება სოზარ სუბარს, მოდი ვაღიაროთ, რომ თავიდან არანაირ დისკომფორტს არ უქმნიდა “ნაცებს”, პირიქით, მათთან უნისონში მოქმედებდა - არ ვიცი, იმიტომ, რომ თავის დროზე “თავისუფლების ინსტიტუტის” კურსდამთავრებულს სოროსის აცრა ჰქონდა გაკეთებული და არ ვიცი, იმიტომ, რომ პოსტრევოლუციურ ეიფორიაში იმყოფებოდა.

სუბარის ხელახალი სვანიზაცია სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ დაიწყო, რაზედაც დიდხანს დუმდა. ამბობენ, რომ სოზარმა მას შემდეგ ამოიდგა ენა, რაც სვანებმა მულახის წმიდა გიორგის სახელით “შემოულაწუნესო”. ასეა, როგორც ჩანს, სვანებზე დიდხანს ვერ მოქმედებს სოროსის ანტიქართული შრატი. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობაგაშვებით და დიდი სიყვარულით სვანების - ამ ვაჟკაცი ქართველების მიმართ.

რაც შეეხება სუბარის შემცვლელ გიორგი ტუღუშს, ეს ახალგაზრდა, დემოკრატიის ახალი ტალღების დგაფუნიდან გამომდინარე, ახალი სახალხო დამცველი ყოველგვარი სახალხო განხილვის გარეშე დაამტკიცეს ომბუდსმენად ისეთივე ფაციფუცითა და სტახანოვური სიჩქარით, როგორც კანონი - მანიფესტაციების აკრძალვა-დარბევის, ხალხისთვის ტყვიების სროლის შესახებ.

გიორგი ტუღუშიც “თავისუფლების ინსტიტუტის”, ამ ქართველმოძულე გველების საბუდარიდან გამოსრიალებული “გამოსოროსირებული” კადრია, რომლის მიმართაც ერთადერთი მოთხოვნაა ნაცების მხრიდან, რომელთა მიმდინარე და, რაც მთავარია, მოსალოდნელ რეპრესიებს თუ არ გაამართლებს, ჩუმად მაინც იქნება.

პარლამენტში მისთვის დასმული კითხვებიც აშკარად ამ დაცვისთვის იყო - არა ერთხელ გაიჟღერა სოზარ სუბარის სახელმა, რომლის მწარე გაკვეთილის გათვალისწინებით ლევან რამიშვილი, ალბათ, სოროსის შრატის ორმაგ დოზას გაუკეთებდა გიორგი ტუღუშს იმ ზომის შპრიცით, ერთ რუსულ ფილმში მორგუნოვს რომ დაარჭეს. რამდენად მდგრადები არიან გურულები “გამოსოროსირების” მიმართ, ამას უახლოესი მომავალი გვიჩენებს. თუ საჭირო გახდა, იმედია, არც გურულები დაამადლიან გიორგი ტუღუშს ერთ შემოლაწუნებას “შემოქმედის” ეზოში.

ყველა ნორმალურ ქვეყანაში სახალხო დამცველი იმდენად დიდი უფლებებით სარგებლობს, რომ პრეზიდენტებისთვისაც კი ლამის ყურების ახევა შეუძლიათ.

ჩვენთან? სოზარ სუბარის მოხსენებებს განხილვის ღირსადაც არ თვლიდნენ, რომლის განცხადებებს მხოლოდ ის ეფექტი ჰქონდა ხელისუფლებისთვის, რაც სკამზე დადებულ ჭიკარტს. აწი, ალბათ, ეს დისკომფორტიც აღარ ექნებათ ხელისუფლებაში მოკალათებული სოროსის ხლისტების უკანალებს.

ეს ყველაფერი იმასაც მოწმობს, რომ ხელისუფლება გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება საკუთარი სკამების შესანარჩუნებლად და რომ “თავისუფლების ინსტიტუტი” ამ ბრძოლის ავანგარდში იქნება. ეს დანაშაულებრივი ანტიქართული, ფაშისტური ორგანიზაციაა. მოვა დრო და, როგორც გერმანელებმა გაასამართლეს და სამუდამოდ აკრძალეს ფაშიზმი, იმავეს ქართველებიც ვიზამთ.

მანამდე კი, “შერეკილი” ერთაოზ ბრეგაძე მახსენდება - ავშენდით, ბიძია-ბაბუა, ავშენდით!!!