”ნიკორას“ თანამშრომლები კომპანიის აქციონერები ხდებიან

”ნიკორას“ თანამშრომლები კომპანიის აქციონერები ხდებიან

220 სავაჭრო ობიექტი და 4000-ზე მეტი თანამშრომელი – ასე ხვდება “ნიკორა” დაარსებიდან 20 წლის იუბილეს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, კომპანიამ თითოეულ თანამშრომელს საჩუქრად აქციები გადასცა.

„ნიკორას“ მომავალშიც ამბიციური გეგმები აქვს. 

სს „ნიკორას“ გენერალური დირექტორის, ირაკლი ბოქოლიშვილის განცხადებით, კომპანიის წარმატება, აქ დასაქმებული ადამიანების შრომის შედეგია.

 „ ამიტომ აქციონერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თანამშრომლებისთვის საჩუქრად აქციები გადაეცათ. ამით გვინდოდა ხაზი გაგვესვა, რამდენად ძვირფასი არიან ჩვენთვის.  გვინდა ჰქონდეთ შეგრძნება, რომ ისინი არა მხოლოდ მუშაობენ აქ, არამედ ჩვენი ორგანიზაციის ნაწილი არიან და თვითონაც ჩაერთონ კომპანიის განვითარებაში. ჩვეულებრივი აქციების გამოშვება საშუალებას მოგვცემს, ფინასურად უფრო მეტად მოქნილები ვიყოთ. მოზიდულ რესურსს ისევ კომპანიის გავითარებას მოვახმართ, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა“,- განაცხადა ირაკლი ბოქოლიშვილმა.

კომპანიის აქციონერი, არა მარტო „ნიკორას“ თანამშრომელი, არამედ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს, რადგან აქციის შეძენა ყველა მსურველს შეეძლება. აქციების შეძენით დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს კომპანიის ადმინისტრაციას. შეთავაზების ვადა განსაზღვრულია 2019 წლის 1-ელ აპრილამდე. შეთავაზების პირობების შესახებ კი გაწერილია ემისიის პროსპექტში, რომელიც სს „ნიკორას“ ვებგერდზეა (www.nikora.ge) ხელმისაწვდომი.

კომპანიის გენერალური დირექტორის, ირაკლი ბოქოლიშვილის თქმით, იდეა, აქციების შეძენის შესახებ, “ნიკორას” მომხმარებელთა რაოდენობიდან გამომინარე დაიბადა და გასაჯაროვდა.

„ჩვენ ვქმნით პროდუქციას, რომელიც ყოველდღიურად ათასობით ადამიანის ოჯახშია წარმოდგენილი. 2017 წელს ”ნიკორა სუპერმარკეტის“ მომსახურებით 43 მილიონამდე მომხმარებელმა ისარგებლა. გვსურს, რომ ეს ადამიანები კიდევ უფრო მეტად გახდნენ კომპანიის ნაწილი“- აღნიშნა ბოქოლიშვილმა.

რაც შეეხება პრიდუქტის ხარისხს, „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორის, დავით ურუშაძის თქმით, სავაჭრო ობიექტების დინამიურად გახსნის მიუხედავად ხარისხი გარანტირებული იქნება.

„უკვე ვისუაბრეთ, რომ შემოსული თანხა მოხმარდება „ნიკორას“ ქსელის განვითარებას. მიმდინარე მომენტისთვის „ნიკორა“ წარმოდგენილია 220  სავაჭრო ობიექტით და ვგეგმავთ რომ 3 წლის განმავლობაში ამ ობიექტების რაოდენობა 600-ზე მეტი გავხადოთ. ამ დინამიური ზრდის პროცესში დიდ ყურადღებას მივაქცევთ ხარისხს, რომ „ნიკორა“ კვლავინდებურად იყოს ხარისხის გარანტი მომხმარებლებისთვის“- განაცხადა დავით ურუშაძემ.

ურუშაძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, ყველა მსხვილ დასახლებულ პუნქტში „ნიკორას“ ახალი სავაჭრო ობიექტები გაიხსნება.