"პუტინი ცდილობს, მოსინჯოს ალიანსის მზადყოფნა - იომებენ კი ისინი, მაგალითად, ლატვიისთვის?"
უკრაინასა და საქართველოს წინაშე მდგარ საერთო გამოწვევებზე, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პერსპექტივაზე გაზეთ "კვირის პალიტრას" უკრაინელი მკვლევარი, ორგანიზაცია "პენ უკრაინე"-ს დირექტორი ტარას მიხალნიუკი ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- დასავლეთში თანდათან ხვდებიან, რომ კრემლი ცდილობს დააზიანოს მათი ინფრასტრუქტურა, ძირი გამოუთხაროს მათ პოლიტიკურ სისტემას. ის, რომ რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ძალიან აწუხებთ ნატოს წევრ ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც. რუსული აგრესია ბალტიისპირეთში ნიშნავს ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლის ამოქმედებას
- ანუ ყველა მოკავშირე სახელმწიფოს მოუწევს, რუსეთს ომი გამოუცხადოს. მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის არც ერთი მხარე არ არის მზად, პუტინი ცდილობს, მოსინჯოს ალიანსის მზადყოფნა - იომებენ კი ისინი, მაგალითად, ლატვიისთვის? რუსეთთან მეზობლობა მუდმივი საფრთხის შემცველია, ამის არაღიარება თავის მოტყუებაა.
- სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ ბრიუსელის ნაცვლად, ტანზანიაში მიდიოდა კონფე-რენციაზე. ითქვა, რომ შიშობდა, პოროშენკო, რომელიც იმავე კონფერენციაზე მიიწვიეს ბრიუსელში, მოქალაქეობას ჩამოართმევდა და უკრაინაში დაბრუნების ნებას აღარ მისცემდა.
- სააკაშვილი ოდესაში ჩაფლავდა. ოდესელებს უამრავ რამეს დაჰპირდა, მაგრამ გაკეთებული ძალიან მცირეა.
- საკმარისი დრო მიეცით ამისთვის? ლაპარაკია ქვეყანაზე, სადაც ყველა მნიშვნელო-ვანი სფერო ოლიგარქს უდევს ჯიბეში.
- სააკაშვილს საკმარისი დრო ჰქონდა, რომ გამოცდა ჩაებარებინა.