მოსკოვი 1920 წელს საქართველოში ოსთა გენოციდის აღიარებას გეგმავს

მოსკოვი 1920 წელს საქართველოში ოსთა გენოციდის აღიარებას გეგმავს

 

მოსკოვში საზოგადოებრივ-კოორდინაციონალური საბჭო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ბაზაზე კრება სგამართავს, რომელზედაც გადახედავენ ეთნიკური ოსების გენოციდი საღიარების საკითხს. გენოციდის ფაქტად კი 1920 წელს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ ცხინვალის რეგიონში აჯანყების ჩახშობა იქნება განხილული.

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ მათი მთავარი არგუმენტი არა აჯანყებულთა დასჯა, არამედ დასჯის შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობის კავკასიონის უღელტეხილზე გადასვლისას დიდი რაოდენობის ადამიანის დაღუპვა იქნება.

აღნიშნული კრების ჩატარება შემდეგ კვირაში იგეგმება. ინტერნეტ-პორტალ «რესპუბლიკი იუჟნაია ოსეტიას» ცნობით, »კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ისიტორიკოსები, პოლიტოლოგები, ჟურნალისტები, უფლებადამცვლები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან.»

1920 წლის მოვლენების მათეული ხედვა კი, ამავე პორტალის ცნობით, დაახლოებით ასეთია:

«1917 წელს რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველომ პრეტენზები გამოთქვა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან დაკავშირებით. ადგილობრივმა ოსებმა საბჭოთა რუსეთში გაერთიანების მოთხოვნით ბრძოლა დაიწყეს თავიანთი უფლებების დასაცავად. ამის გამო 1920 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მენშევიკური  ხელისუფლების სადამსჯელო ფორმირებებმა 130 ოსური სოფელი დაწვეს, 4 812 ადამინის სიცოცხლე ხელყვეს, 20000 ოსი მოსახლე კი დევნილი გახდა. მათ ფეხით ძლივს მიაღწიეს ჩრდილოეთ ოსეთს, უფრო სწორად, რუსეთის საბჭოთა ფედერალურ-სოციალისტურ რესპუბლიკას. მათგან 13 000 დაიღუპა,ზოგი - შიმშილით, ზოგიც - ავადმყოფობით.»

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნუგზარ წიკლაურს ოსთა გენოციდის აღირებაზე საკითხის წამოჭრა არასერიოზულად მიაჩნია.

ნუგზარ წიკლაური: «სასაცილო განაცხადია, რომელიც  ე.წ.სიმეტრიული პასუხია ჩერქეზთა გენოციდის აღიარებაზე. ჩერქეზთა გენოციდის აღირებას კი, მოგეხსენებათ, ძალიან დიდი სამეცნიერო სამუშაო უძღოდა წინ.

«ეს იყო ძალიან სერიოზული სამუშაო, რომელიც ემყარებოდა ფაქტებსა და უშუალოდ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც რუსეთის მაშინდელმა ხელისუფლებამ მიიღო. რაც შეეხება ოსების გენოციდს, 20-იან წლებამდე წასვლა მათ არ სჭირდებათ. სულ რაღაც 3 წლის წინ მთელ მსოფლიოს უმტკიცებდნენ, რომ ქართველებმა აგვისტოს ომის დროს ოსების გენოციდი მოახდინეს და რამდენიმე ათასი ადამიანი დახოცეს. როგორც მერე აღმოჩნდა, მათი ეს ნათქვამი მეათედითაც კიარ შეესაბამებოდა რეალობას. თუ ახლა გამოაქვეყნებენ იმას, რაც სერიოზულ ყურადღებას დაიმსახურებს, მაშინ, ჩემი აზრით, სამეცნიერო საზოგადოება და ქართველი პოლიტიკოსები, მათ შორის ჩვენც დავინტერსედებით.»

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი »რეზონანსთან» საუბრისას ამბობს, «1920 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს ჩვენ ყველაზე მკაფიოდ გვახსოვს ჩვენი ქვეყნის დაპყრობა წითელი არმიის მიერ, რასაც უამრავი ადამიანი შეეწირა მსხვერპლად. ოსების გენოციდის შესახებ, სიმართლე გითხრათ, არაფერი მსმენია. უფრო სწორად, მსმენია სრულიად სხვა რამ, რასაც ეგენი ეძახიან გენოციდს. ეს არის არასერიოზული ადამიანების არასეიროზული განცხადება და არ მგონია, ფართო რეზონანსი მიიღოს.»

ისტორიკოსი გია ანჩაბაძე «რეზონანსთან» საუბრისას ამბობს, რომ ამგვარი ისტორიული პასაჟი, რომელსაც ოსთა გენოციდის აღიარებისთვის ოსური მხარე ეყრდნობა, ქართულ ისტორიოგრაფიაში იმ დეტალებით არ არის ცნობილი, რომ გენოციდზე შეიძლებოდეს საუბარი. მისივე თქმით, თუკი ოსებმა ეს საკითხი მართლა დააყენეს, მაშინ საქართველოსაც შეუძლია იგივე გაკეთოს თუნდაც თემურ-ლენგის შემოსევებზე.

ისტორიკოსი ნოდარ ლომოური, რომელიც წარმოშობით პატარა ლიახვის მარჯვენა სანაპიროზე არსებული ოსური სოფლიდან - არბოდან არის, ამბობს, რომ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ქართულმა მენშევიკურმა მთავრობამ აჯანყებული ოსები მართლაც სამაგალითოდ დასაჯა.

ნოდარ ლომოური: «20-იან წლებში ოსების გამოსვლა მართლაც იყო. ჩვენმა მაშინდელმა მენშევიკურმა ხელისუფლებამ გაგზავნა იქ გვარდია ვალიკო ჯუღელის მეთაურობით, რომელმაც საშინელი სისასტიკით ჩაახშო ოსთა ამბოხი. ეს მართლაც ცნობილი ფაქტია.

«მე თვითონ ვარ სოფელ არბოდან, რომელიც ცხინვალიდან 7კილომეტრშია. მთელი ეს ფაქტები ჩემი მშობლებისგან და იქაური გარემოცვისგან ვიცი. რამდენი ოსი დაიღუპა მაშინდელი სადამსჯელო ოპერაციით, ამას ვერ გეტყვით. ვიცი, რომ ყველა ოსი ჯუღელის გადაჭარბებულ სიმკაცრეზე საუბრობდა, რამაც გამოიწვია მათი საშინელი ანტიქართული განწყობა.»

ისტორიკოსი «რეზონანსთან» საუბრისას იმასაც აღნიშნავს, ეთნიკურ ოსებში ანტიქართული ცნობიერების დანერგვა სწორედ აქედან იღებს სათავეს.

«მანამდე ოსებს ქართველების მიმართ არანაირ ნეგატიური განწყობა ნამდვილად არ ჰქონიათ. მე როგორც მახსოვს, დარბევამდე ცხინვალში ძალიან ცოტა ოსი ცხოვრობდა. ისინი ძირითადად ბინადრობდნენ დიდი და პატარა ლიახვის, ასევე მეჯუდის მიდამოებში. თბილისში კი ჩამოდიოდნენ სავაჭროდ. მათი დარბევის შემდეგ გაჩნდა ანტიქართული დაჯგუფებები, ორგანიზაციები. ოსურ ინტელიგენციაში ფეხი მასობრივად მოიკიდა ანტიქართულმა ცნობიერებამ,» - განაცხადა ლომოურმა.

მისივე თქმით, ოსთა გენოციდს ზემოთ აღნიშნულ აჯანყებულების დასჯას ვერ დაარქმევს, რადგან რამდენი ოსი დაისაჯა, არც ზუსტიდა არც მიახლოებითი ციფრი მისთვის ცნობილი არ არის.

კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის მოსაზრებით, მაშინ ჯუღელმა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოწყობილი ოსთა აჯანყება ჩააქრო და ამიტომაც ამ ტიპის ქმედება გენოციდის კვალიფიკაციაში ვერ შევა.

მამუკა არეშიძე: «მაშინდელი აჯანყებისას მართლაც ბევრი ოსი დაიღუპა, მაგრამ ზუსტი ციფრი ცნობილი არ არის. ამას მამაღმერთიც ვერ გაარკვევს. მათ საშუალო ციფრი - 5 000 გამოიყვანეს და ამას იმეორებენ. საქმე ისაა, რომ ეს მოხდა იმ აჯანყების საპასუხოდ, რომელიც ოსებმა მოაწყეს: ადგილობრივმა ოსებმა შექმნეს რევკომი, გამოაცხადეს საბჭოთა სოციალისტური წყობილება და გაემიჯნენ საქართველოს მთავრობას.

«ასეთი ტიპის ქმედება გენოციდის კვალიფიკაციაში ვერ შევა, რადგან ეს იყო შეიარაღებული ამბოხი. პირველი, რაც მაშინ ოსებმა გააკეთეს, ადგილობრივ თავადაზნაურობას თავს დაესხნენ და ამოწყვიტეს. ჯუღელის ქმედება კი იყო ხელისუფლების საპასუხო რეაქცია ამბოხებულების წინააღმდეგ.

«კოკოითის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამაზე შეიძლება გვიპასუხონ, რომ სომხების გენოციდიც ერთგვარი საპასუხო რეაქცია იყო სომხების აჯანყებაზე. მაგრამ აქ ამ შემთხვევაში უნდა ითქვას ერთი რამ: სომხებს აქვთ დოკუმენტური მასალა, სადაც თურქეთის მაშინდელი სამხედრო ხელმღვანელობების მიერ კონკრეტული ბრძანებებია გაცემული, როგორ უნდა მომხდარიყო ზუსტად გენოციდი. ოსებს კი ასეთი დოკუმენტი არ აქვთ.

«იყო აჯანყებულთა დახვრეტებიც. დაახლოებით 300 კაცი დახვრიტეს. რაც შეეხება მშვიდობიან მოსახლეობას, ძალიან ბევრი ოსი იძულებული გახდა აყრილიყო და მთებში გახიზნულიყო. მათ უნდა გადაელახათ კავკასიონის ქედი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი გაიყინა, შემოდგომის ბოლო, ზამთრის დასაწყისი იყო. ანუ ძალიან ბევრი დევნილი იყო.»

ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუკი სერიოზული ლაპარაკიწავა ოსთა გენოციდის აღიარების საკითხზე, წინა პალნზე წამოვა არა აჯანყებისას დახოცილი ოსების საკითხი, არამედ აჯანყების შემდეგ დევნილი ოსების გადასვლა-გაქცევისას უღლეტეხილზე მათი მასობრივი დაღუპვა.

«თუკი კრებაზე გაიტანენ ამ საკითხს, გამოდის, რომ რუსები ამ საქმეს ადგილიდან დაძრავენ და ააგორებენ. შედეგად, როგორც ქართველებმა გამოაცხადეს ჩერქეზების გენოციდი, ასევე რუსები გამოაცხადებენ ოსების გენოციდს. ამიტომაც ვამბობდი, რომ ჩერქეზთა გენოციდის აღირებამდე ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით და ეს საკითხი ძალიან კარგად უნდა გადასინჯულიყო. ალბათ, გახსოვთ, მე მივანიშნებდი იმაზე, რომ ამ აღიარების შემდეგ ოსების უკან მდგარი რუსები გააქტიურდებოდნენ და ასეც მოხდა - მათი კონტრარგუმენტი კი იქნება არა აჯანყებისას რეპრესირებული ოსები, არამედ უღელტეხილზე გადამსვლელი დევნილი ოსების დაღუპვა. ქართულმა მხარემ სწორედ ამაზე უნდა მოამზადოს პასუხი,» -აღნიშნა არეშიძემ.