დავით ქაცარავა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს:
„ჩემი მეგობრის, Moris Sanaia ს სტატუსი, რომელსაც ვიზიარებ სრულად და ვაზიარებ ჩემს "კედელზე":
რუსეთში კადეტთა კორპუსს აძლიერებენ. უკრაინაში ნაციონალისტური და სამოქალაქო წინააღმდეგობის კულტურა უმაღლეს ეტალონზე ჰყავთ აყვანილი. სომხეთსა და აზერბაიჯანში სახელმწიფოები სამხედრო ყაიდაზე გადაჰყავთ არსებული გამოწვევებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. თურქეთში საერთო ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძების პოლიტიკას ატარებენ ოფიციალურ დონეზე. ჩრდილო კავკასიაში თაობებს ზრდიან, პირდაპირი მნიშვნელობით, ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც რკინის ადამიანებად. კიდევ ასობით მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჩვენი მეზობლებით შემოვიფარგლები. და ამ დროს.. ამ დროს ჩვენ... ჩვენ აქ ბიოს და მარიხუანას დეკრიმინალიზაცია ან ლეგალიზაცია მოვითხოვოთ. ანტირასისტულ კამპანიას მივაწვეთ, ვაფურთხოთ ჩვენიანებს და ვადიდოთ სხვები. 1%-დან გამომდინარე ვიძახოთ, რომ "ყველაშია კარგი და ცუდი" და ის 99% საკუთარ მიწაზე რომ სახეში გვაფურთხებს, ან ისედაც გაჩანაგებულ გენოფონდს რომ "გვიმრავალფეროვნებს" ეს ვითმინოთ. სექსუალური უმცირესობების უფლებები და ეს ფსევდოუფლებადამცველების აქციები არ დავივიწყოთ. თითქოს ეს უნდა იყოს ის მთავარი პრობლემები, რაზეც უნდა წუხდეს ჩვენს დღეში მყოფი სახელმწიფო და ერი. წელში გადავტყდეთ და ქურდულს მივაწვეთ, "ahaha chemidedas*eveci" ბავშვებს მოვუწონოთ ცხოვრების სტილი. დაკარგოთ ყველანაირი კავკასიური ბუნების, გენის ნიშანთვისება და ვიქადაგოთ, რომ "ცივილურ სამყაროში არ არის ძალადობის ადგილი" + "ვიბლატავოთ" მერე სუფრაზე, რომ ჩვენმა წინაპრმა თორღვა ძაგანმა ლეკეთი დალაშრქა! საქმე-საქმეზე მიდგება და გადაგიმტვრევენ მუხლზე და კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაგახსენებენ, რომ შენ აღარ ხარ ის ქართველი, რომელიც ოდესღაც იყავი და შიშის ზარს სცემდი მტერს. საკუთარ ქუჩებში გამტვრევენ უკვე მუხლზე, შენ კი "ადამიანის უფლებებზე" ისაუბრე და შენს სისხლს და ხორცს აგინე და შენს პეროგათხრილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახე რამდენად "ჰუმანური" და "თანამედროვე" მსოფლიოს მოქალაქე ხარ. ასეთი გეოპოლიტიკური მდგომარეობის პირობებში, როდესაც უნდა ხდებოდეს ეროვნული თვითშეგნების ამაღლება, რომ ერმა გაუძლოს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ჩვენ დღეს გვაქვს ასეთი სურათი და ეტყობა ვართ კიდეც ამის ღირსები. ტყუილად არ უთქვამს პეტრე სტოლიპინს: "ერი, რომელსაც არ გააჩნია ნაციონალური თვითშეგნება განადგურებისთვის და უბრალოდ სასუქის, ნაკელის გროვად ქცევისთვისაა განწირული, რომელზეც სხვა ერები აღმოცენდებიან".