„ალიას“ სკანდალური ინტერვიუ! - „იმის გამო დავისაჯე, რომ ათეულათასობით ადამიანი მოწამლული ღორის ხორცისგან სიკვდილს გადავარჩინე“

„ალიას“ სკანდალური ინტერვიუ! - „იმის გამო დავისაჯე, რომ ათეულათასობით ადამიანი მოწამლული ღორის ხორცისგან სიკვდილს გადავარჩინე“

სააკაშვილისა და მერაბიშვილის პირდაპირი ბრძანებით, გლდანის, ორთაჭალის ყოფილიგუბერსკისავჭალის რუსთავისკრიტისდა მატროსოვის ციხეებში, უსასტიკესი, ბარბაროსული მეთოდებით ნაწამები საბურთალოს პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, ცნობილი სპორტსმენის, საქართველოს ორგზის ჩემპიონის კლასიკურ ჭიდაობაში, რუსეთის მოქალაქის ვლადიმერ (ვოვა) სირაკანიანთან ინტერვიუ შოკისმომგვრელია. არა მარტო იმის გამო, რომ მერაბიშვილის ზონდერებმა აწამეს, არამედ იმიტომ, რომ ვოვა სირაკანიანი, ეროვნებით სომეხი, ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა საქართველოში, რომელმაც სააკაშვილის სისხლიანი ხელისუფლების პერიოდში, სომხეთიდან საქართველოში მოწამლული ღორის ხორცის შემოტანას წინ აღუდგა.

- პეტერბურგში დავიბადე, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქე ჩვენი ოჯახი 30 წლის წინ საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, მამა პოლკოვნიკი იყო, წლების განმავლობაში მუშაობდა საბურთალოს პოლიციაში. ერთხანობას ორხევში „ავტოვაზის“ დირექტორის მოადგილედ ვმუშაობდი. ვიყავი წარმატებული სპორტსმენი, შემდეგ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფირმა „მუში“ გავხსენი. სომხეთიდან შემოტანილი ხორცის პროდუქტების რეალიზებას ვახდენდით. აღნიშნული ფირმა დავკეტე მაშინ, როცა სომხეთში გავრცელდა „ღორის გრიპი“,. ყველას კარგად ეხსომება, რომ ამ დაავადებამ საქართველოში გადმოინაცვლა, ამიტომ მივედი ვაკე-საბურთალოს კუდ-ის იმჟამინდელ უფროსთან ზურაბ სანაძესთან, ის ჩემი მეგობარი იყო, ძალზე წესიერი ადამიანი და ვუთხარი, რომ სომხეთიდან შემოტანილი მოწამლული ხორცით მოსახლეობა დაიწამლება და დაუყოვნებლივ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს-მეთქი.

მე და ჩემი მეგობარი ზურაბ სანაძე კუდ-ის უფროსთან, გიორგი მაზმიშვილთან წავედით, მან გვითხრა, ძალიან კარგი საქმეაო და მთავრობასთან შესათანხმებლად წავიდა. ერთი საათის შემდეგ დაბრუნდა და მითხრა, პრეზიდენტის არჩევნები მოდის და ამ საქმეში ჩვენი ჩარევა არ შეიძლებაო. მე ვუთხარი, როგორ, ასეთი ხორცის საქართველოში შემოტანა ხომ ხალხს დაავადმყოფებს და დახოცავს-მეთქი?!.. შემოტანილი დაავადებული ხორცისგან მზადდებოდა ძეხვეული, ამ ბინძურ საქმეში, საქართველოს მაშინდელი ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი ლევან ორკოშნელი იყო ჩართული, ის მოწამლული ხორცით დატვირთულ მანქანაში 1500 აშშ დოლარს იღებდა, შემდეგ კი ორკოშნელმა „სტავკები“ გაზარდა და განაცხადა - 10000 დოლარი გადაიხადეთ და რამდენიც გინდათ, იმდენი შემოიტანეთ და იმუშავეთო.

ეს ვაცნობე შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს, ორკოშნელმა მითხრა, სულ მალე ნახავთ, თქვენი საქმე როგორ ცუდად იქნება. ჩემი მეგობარია პეტრე ცისკარიშვილი და იცოდე, გაგანადგურებო. წავედი შსს-ში დათა ახალაისთან, მისმა მდივანმა მითხრა 24 დეკემბრამდე ვერ მიგიღებსო. ამ დროს სომხეთიდან შემოედინებოდა ტონობით მოწამლული ხორცი და მისი რეალიზება სწრაფად ხდებოდა. საავადმყოფო სავსე იყო ამ ხორცით მოწამლული ადამიანებით, ხელისუფლება იძახდა „ღორის ჭირი“ გავრცელდაო. ვეტერინარიის დეპარტამენტთან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ სახლში პოლიციიდან დამადგნენ, საგამოძიებო ნაწილის უფროსმა ვეფხო კობიაშვილმა მიბრძანა, ჩაიცვი, უნდა წამოხვიდეო.

სულ სამნი იყვნენ, ერთ-ერთს „ბალუს“ ეძახდნენ. კეზერაშვილის ფინანსურ პოლიციაში უკვე მელოდნენ, ამიყვანეს მე-6 სართულზე, იქ შემომიცვივდნენ, ზონდერებმა და მითხრეს, იცოდე, ყველაფერში ჩვენს ხელშია და გაგანადგურებთო. მე ვიყავი ერთადერთი კაცი საქართველოში, რომელიც სომხეთიდან მოწამლული ხორცის შემოტანას ხელს ვუშლიდი. ერთმა საფერფლე მომიქნია და მითხრა, ღორის ხორცის შემოტანაზე ხმას ნუ იღებ, ჩუმად იყავიო. ერთი სიტყვით, მკაცრად გამაფრთხილეს და სახლში გამიშვეს. 23 დეკემბრის დილას, ჩემი ერთ-ერთი უფროსი გარიკა სააკიანი, რომელთანაც საქმიანი ურთიერთობა მქონდა, ფინანსური პოლიციიდან გააფრთხილეს, დაგიჭერთ, თუკი ვოვა ზირაკანიანს დანომრილ ფულს ჯიბეში არ ჩაუდებო.

მე და გარიკა დიდი ხნის მეგობრები ვიყავით, იმ პერიოდში ჩემი სამი თვის ბავშვი უნდა მოენათლა, ნათლობისთვის ვემზადებოდით. თურმე, ამ პერიოდში ფინანსურ პოლიციას გარიკა დაკავებული ჰყოლია და აძალებდნენ, რა მიზეზითაც და როგორც გინდა, ვოვას დანიშნული ფული ჩაუდე, თორემ ციხიდან გასვლას ვერ ეღირსებიო. გარიკა რეკავს ჩემთან და მეკითხება, სად ხარო?.. ახალი წელი მოდის, ხელფასი არ აგიღია და ხელფასის რაღაც მცირე ნაწილს ავანსად მოგცემ და შემდეგ, კონკრეტულად ჩვენ საქმეზე ვილაპარაკოთო. მე ვუთხარი, ბავშვი მყავს ცუდად, არ მცალია და ახალი წლის შემდეგ ვილაპარაკოთ-მეთქი. არაფერი მიეჭვია, რას წარმოვიდგენდი, მეგობარი ასე გამიმეტებდა, ის კი, ყოველ ხუთ წუთში მირეკავდა ტერიტორიულად შენთან ახლოს ვიმყოფები და შეგხვდებიო. თურმე ტანსაცმელსა და მანქანის სალონში მოსასმენი აპარატურა ჰქონდა ჩამონტაჟებული. გარიკა ყოველთვე ახალ-ახალ „მერსედესს“ იძენდა, სავარაუდოდ, იმ ბინძური ფულებით. ამ შეხვედრის დროსაც, ჩემთან ახალი „მერსედესით“ მოვიდა და გადმომცა ორი 200-ლარიანი და ერთი 100-ლარიანი კუპიური გადმომცა, სულ 500 ლარი. ეს ფული ცოტა ხანი გეყოფა, ახალი წლის შემდეგ შენი ხელფასი 3500 ლარი იქნებაო.

ამ ფულს ხელს არ ვკიდებდი, გარიკამ ფერი დაკარგა. რას ამბობ, საახალწლოდ უფულოდ იქნებიო? ბოლოს, მოახერხა და ხელში შემაჩეჩა. საღამოს 6 საათზე შენთან მოვალ და მერე, სომხეთში მივემგზავრებიო და წავიდა. დავშორდი თუ არა, 15 შეიარაღებული ნიღბიანმა წრეში მომაქციეს. თავიდან ბანდიტები მეგონა, ვიფიქრე, ალბათ, ბანდიტებმა ფულის გადმოცემა დაინახეს და ამ ფულის გატაცებას მიპირებენო. ფინანსური პოლიციიდან ვართ, ფული სად არისო. რადგან გავიგე ბანდიტები არ იყვნენ, ცოტა დავწყნარდი. ჯიბეში ჩემი ფული 10 ლარი და 60 თეთრი მედო, ამ ფულით ბავშვის წამალი უნდა მეყიდა, ის 500 ლარიც ხელში მქონდა. ზონდერები ოთხი მანქანით იყვნენ, ხელბორკილები დამადეს და წამიყვანეს. რას მერჩით, რა დაგიშავეთ, მთელი ცხოვრება წესიერად მიცხოვრია, ჩემგან რა გინდათ-მეთქი, ვეკითხებოდი გზაში.

სანამ პოლიციაში მიმიყვანდნენ გზაში ვიღაცამ დარეკა. ერთ-ერთი ნიღბიანი პასუხობს, ფული ადგილზეა, ყველაფერი წესრიგშია და საქმე კარგად არისო... როცა ფინანსურში მიმიყვანეს, ერთ-ერთ კაბინაში მაგიდაზე იდო პოსტოლეტი და ნარკოტიკი. პოლიციელმა მითხრა, რომელიც გინდა აირჩიე, მაინც დიდი ხნით მიდიხარო. ამ საუბარის პროცესში გამომძიებელი, ვიღაც დავითი შემოვიდა, რომელმაც მკაცრად მითხრა, სწრაფად აირჩიეო. მე არცერთი არ ამირჩევია. მე რუსეთის მოქალაქეც ვარ და ჩემთან რუსეთის კონსული შემოვიდეს-მეთქი. მოსამართლე მატყუებს, საქართველოში რუსეთის საელჩო არ არის და წარმომადგენელი ხვალ მოვაო და ვიღაცას ჩემზე ეუბნება, - დავაკავეთ რეციდივისტი, ძებნილი და ნარკომანიო. გამოძიება საერთოდ არ ჩატარებულა. პროკურორი იმ პერიოდში თვალით არ მინახავს.

თაღლითობის მუხლი წამიყენეს ბრალად. ვთხოვე, ბავშვის წამალი მაქვს მისატანი-მეთქი. მითხრეს, ერთი სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება გავსო. მე ჩემ მეუღლესთან დავრეკე და ვუთხარი, დაკავებული ვარ-მეთქი. მეუღლეს ვერაფრით ვაჯერებ. უცებ, გამომძიებელმა გამომართვა ტელეფონი და ჩემ მეუღლეს უთხრა, რომ მართლა ვიყავი დაკავებული. ამის შემდეგ მალევე დიღომში, კაპეზეში წამიყვანეს. იქ ერთმა ზონდერმა მითხრა, გაიხადე ყველაფერიო. როგორ, ჩემ წინ ქალი დგას და მისი თანდასწრებით ვერ გავიხდი-მეთქი. ის მპასუხობს, - ეს ქალი კი არა, ექიმიაო... ყველაფერი გამხადეს, 10 ლარი და 60 თეთრი ამომიღეს შარვლის ჯიბიდან, ორი დღე იმ ჯოჯოხეთში, კაპეზეში გამაჩერეს.

ადვოკატზე უარი განვაცხადე, სახლში საჭმლის ფული არ მქონდა დატოვებული. ახალ წლამდე ხუთი დღე იყო დარჩენილი. სახაზინო ადვოკატი შემომიგზავნეს, ორთვიანი მომისაჯეს და გლდანის ციხეში გადამიყვანეს. მერე ჩემი პროკურორი ნინო ნოზაძე გამოჩნდა. არცერთი სასამართლო პროცესი არ ჩატარებულა ისე, რომ მე დავსწრებოდი. ყველა სასამართლო უჩემოდ მიმდინარეობდა. 3000 ლარი და 7 წელი პირობითი მითხრეს. მე დანაშაული არ ვაღიარე და არ გადავიხადე. გლდანის ციხეში მიყვანისთანავე ყვიროდნენ, ეს რუსი სად არის, გამოვიდესო. ბადრაგმა თქვა, ყველა აბანოში წავიდეს და ეს დარჩესო. იქ რომ მაწამეს, ამის დეტალებში ახსნა მიჭირს. შუბლზე ფეხსაცმლით შემდგნენ ზონდერები და ასე მცემეს.

მესამე სართულის ფანჯრიდან დავინახე, რომ ვანო მერაბიშვილმა ციხის უფროსს მოაკითხა და გადავძახე, - ბატონო ვანო, უკანონო პატიმარი ვარ, იქნებ, ჩემთან შეხვედრა შეძლოთ-მეთქი. მან ამოიხედა მესამე სართულზე, მის გვერდით მყოფ დაცვას რაღაც ანიშნა. ვიფიქრე, ალბათ, ჩემთან შესახვედრად უშვებს-მეთქი. ამ დროს ჩემთან ზონდერების არმია შემოცვივდა და სასიკვდილოდ მცემეს. ქვეყნის სირცხვილია, ჯალათი მერაბიშვილი პოლიტპატიმრად რომ აქციეს და პრეზიდენტი მარგველაშვილი იმ ვანო მერაბიშვილს იცავს, რომელიც ორ გვამს ითხოვდა და მე, რომელმაც ხალხი მოწამვლას და სიკვდილს გადავარჩინე და ამისთვის ციხეში მაწამეს, ჩემი უფლებებს ვინ დაიცავს ამ ქვეყანაში?!. გლდანის ციხეში 11 თვე სისტემატურად მცემდნენ და მაწამებდნენ, დანაშაულს არ ვაღიარებდი. ნაძირალა გარიკა სააკანიანი, რომელმაც ასე გამიმეტა, სომხეთში გაიქცა.

ჩემი პატრონი არავინ იყო, ერთი მოხუცი დედა მაკითხავდა. 105 კილო შევედი ციხეში და 70 კილო გავხდი, თვალებიდან ვერ ვიხედებოდი, ცემისგან თირკმელები ჩამტვრეული მქონდა. გლდანის ციხის ექიმი, ვიღაც პაატა, რომლის გვარიც არ მახსოვს, ჩემს გამო ციხიდან წავიდა, რადგან ჩემი წამება ვერ აიტანა. ჩემ საწამებლად ზონდერები მოჰყავდათ, ტუალეტში თავს მაყოფინებდნენ, ოთხჯერ ვიშიმშილე. ერთ-ერთი შიმშილობის დროს ოთხმა კაცმა ისე მცემა, ფეხზე ვერ ვდგებოდი. გლდანის ციხიდან ავჭალის ციხეში გადამიყვანეს.

ციხის უფროსის მოადგილემ შოთა მახარაშვილმა, რომელიც ძალიან კარგი ადამიანი იყო, მითხრა: მე წავიკითხე შენი განაჩენი და ვიცი, რომ ტყუილად იხდი სასჯელს. აუცილებლად დაგეხმარები, ოღონდ, რაც შეიძლება წყნარად იყავიო. საღამოს მოვიდა და მითხრა, შენი საქმე მართლა ცუდადაა, სახელმწიფო დოკუმენტის წინააღმდეგ წასულხარ და სააკაშვილი პატიმარო ხარ, შენი სახელი რომ ვახსენე, ერთი ამბავი ატყდაო. მე სამსახურის დაკარგვას კი არ ვჩივი, იმას ვჩივი არ მოგკლანო. აღიარე დანაშაული, იქნებ ამით სიკვდილს გადარჩე და შეწყალებით გაგიშვანო. მე შეწყალება არ მინდა, შესაწყალებელი რა მაქვს, როცა ასეთი საქვეყნო საქმე გავაკეთე, მოწამლული ხორცი არ შემოვატანინე-მეთქი. ამის შემდეგ შიმშილობა დავიწყე.

დამიძახეს, დედაშენი მოვიდა, ერთი ქილა მურაბა შემოიტანა და ჩვენ უკან ვატანთ, ხომ იცი, ციხეში მურაბის შემოტანა არ შეიძლებაო. მე ვუთხარი, ჩემ ოჯახს ისე უჭირს, ოჯახში რაც ჰქონდა ის მოიტანა და უკან არ გაატანოთ, თქვენ ჭამეთ, ან საერთოდ გადაასხით, ოღონდ დედაჩემმა არ ინერვიულოს უკან რომ გაატანოთო. ავჭალის ციხეში 14 დღე ვიშიმშილე, ერთხელ შიმშილობისას ბადრაგი შემოვიდა და მითხრა, ციხის უფროსი გეძახისო. მივედი და გაშლილია ისეთი სუფრა, რომ არაფერი არ აკლდა. შიმშილობის მე-12 დღე იყო, მაგრამ თვალი არ წამსვლია. სუფრას ციხის უფროსი უზის, ჭამე კარგად და სადღეგრძელო თქვიო. ხელი არაფრისთვის მიხლია. დედის სადღეგრძელო ვთქვი, - თქვენს დედებს არასდროს გადაეტანათ ის, რაც მე გადავიტანე. მართალია, მშიერი ვარ, მაგრამ თქვენი მწვადები არ მინდა-მეთქი და გამოვბრუნდი.

იმ კარგმა ადამიანმა, ციხის მოადგილემ დედაჩემი შემოიყვანა, შვილო, აღიარე და წამოდი სახლში, მე ცოტა დღე დამრჩენია და ისე ნუ მომკლავ, ციხიდან გთავისუფლებული ვერ გნახოო. ამ ნათქვამზე ისე ვინერვიულე ამას წამება მერჩივნა, მაგრამ მაინც არ ვაღიარე. ჩემ დას დავურეკე და ვუთხარი. - წადი რუსეთის წარმომადგენლობაში და უთხარი, რომ რუსეთის მოქალაქე უკანონოდ არის ციხეში და აწამებენ-მეთქი. ჩემი და დამპირდა წასვლას. ამ საუბრიდან ორ საათში ჩემ სახლში საბურთალოზე, ექვსი შეიარაღებული პოლიციელი მიიჭრა, ოჯახის წევრები გააფრთხილეს, წყნარად იყავით, თორემ გაგანადგურებთ. რუსეთის წარმომადგენლობაში არ წახვიდეთ, თუ იქ მიხვალთ, ყველას უკლებლივ ციხეში ჩაგსვამთო.. სროლა ატეხეს, მინები ჩაამსხვრიეს, ჭერი დაცხრილეს და წავიდნენ.

მეორე დღეს საწყალი დედაჩემი ციხეში მოვიდა და გამაფრთხილა, - შვილო, წყნარად იყავი, თორემ მთელ ოჯახს ამოგვხოცავენო. მას შემდეგ 17 დღე ვიშიმშილე. ავჭალის ციხიდან „გუბერსკის ციხეში“ გადამიყვანეს, სადაც იმავე მეთოდებით გააგრძელეს ჩემი წამება. ახლა რომ გაჰყვირიან „ნაცები“, ჩვენ დროს ციხეებში მაყურებელი არ იყოო, აბა, ის კახელი გოჩა, ვინ იყო, რომლის ხელშიც ყველა ამანათი ხვდებოდა და რომელიც განაგებდა ციხეში ყველაფერს, ყველა პატიმარი მისგან იჩაგრებოდა.

ერთ დღეს, მაგრად რომ ვცემე, პატიმრები ჩემთან მოვიდნენ და მათ ვუთხარი, ყველა პატიმრები ვართ და ყველა თანაბარი უფლებებით ვსარგებლობთ. თქვენს თავს არავის დავაჩაგვრინებ-მეთქი ვუთხარი მათ და მართლაც ასე იყო, თუ ვინმეს პრობლემა ჰქონდა, ყველა ჩემთან მოდიოდა და კაცურად ვედექი მათ გვერდში.

გუბერსკის ციხიდან რუსთავის კრიტში გადამიყვანეს, კრიტიდან - მატროსოვზე, „მატროსოვზე“ რომ „ნასკედკები“ დამხვდნენ, მაგდენი არცერთ ციხეში არ მინახავს. 5-წლიანი პატიმრობა ენით აუწერელ წამებაში გავატარე, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ რაიმე შემეშალა და არაკაცური ჩავიდინე, მაგრამ თურმე ყველაზე დიდი განსაცდელი წინ მელოდა. კიდევ ერთი შიმშილობის შემდეგ „სვიდანიის“ ოთახში გამომიძახა სოციალმა შალვამ, იქ დამხვდა ოჯახის ადვოკატი, ვინმე თამარ კაპანაძე, მეუბნება, სასწრაფოდ შენი ხელმოწერაა საჭიროო, მე ქართულად ვერ ვკითხულობ, თანაც, ნაშიმშილარი და უგონოდ მყოფი ვარ. რადგან ოჯახის ადვოკატი მოვიდა, ბრმად მოვაწერე ხელი ჩემი მეუღლის მზაკვრული გეგმის დოკუმენტს, სადაც საკუთარი ბინა გახდა სადაო. ამ თაღლითურ საქმეში კი ადვოკატი იყო გარეული.

ბავშვობის მეგობარმა გარიკა სააკიანმა ციხისთვის გამიმეტა, ცოლმა კი - ციხიდან გამოსული მეუღლე - ქუჩისთვის. პატიმრობის შემდეგ ისე გავიდა ოთხი წელი, რომ „ოცნება“, ოცნებად დამრჩა. „ოცნების“ პროკურატურას არაერთხელ მივმართე, მაგრამ პასუხის ღირსიც არ გამხადეს. იმის გამო დავისაჯე, რომ ათეულათასობით ადამიანი მოწამლული ღორის ხორცისგან სიკვდილს გადავარჩინე.