პრეზიდენტს არაფერი აქვს სადარდებელი, რადგან არც პირდაპირი წესით აირჩევს არასდროს არავინ და არც ირიბი წესით

პრეზიდენტს არაფერი აქვს სადარდებელი, რადგან არც პირდაპირი წესით აირჩევს არასდროს არავინ და არც ირიბი წესით

  • აუცილებელი იყო თუ არა, რომ შეცვლილიყო საქართველოს კონსტიტუცია?

 

  • ცვლილებები ნახარნახევი იყო აუცილებლობით, ვინაიდან 9 წლიანი რეჟიმის ხელისუფლება, ვგულისხმობ წინა ხელისუფლებას, კონსტიტუციას ეპყრობოდა ძალიან უდიერად, მკერავთან ეგონათ თავი ალბათ და თავის სიმაღლეზე, სიგანეზე ირგებდნენ ამ კონსტიტუციას. რა თქმა უნდა, ცვლილებები საჭირო იყო, რადგან წინა ხელისუფლებამ დაამახინჯა ის. კონსტიტუცია ხომ არ არის მარტო ერთი ხელისუფლების დოკუმენტი?! ამიტომ, ცვლილებები შესატანი იყო. მაშინდელი ხელმძღვანელის მანიაკალურმა ვნებამ განაპირობა კონსტიტუციის ყველა მოსახვევში ცვლილება.

 

  • მისაღებია თუ არა თქვენთვის  მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები,  რა არის ქვეყნის მთავარი კანონის პოზიტიური და უარყოფითი მხარეები?

 

  • ვეთანხმები ზოგადად ოჯახის შესახებ ჩანაწერს, რომ ქალსა და მამაკაცს შორის არსებობს ოჯახის ცნება საქართველოში. შეიძლება, ზოგიერთი თვლიდეს რომ ეს არ არის კონსტიტუციაში ჩასაწერი. ეს აღვირახსნილი კამპანია რომ არ იყოს მთელ სამყაროში და ძალადობას რომ არ ჰქონდეს ადგილი, გინდა თუ არა ერთსქესიან ქორინებას დაუჭიროს მხარი ყველამ, მაშინ შეიძლება მართლაც არ ყოფილიყო ეს ჩანაწერი საჭირო, მაგრამ სახეზეა დიდი ტენდენცია, ნახარკახევი დიდი ქვეყნების ხელისუფლებებისგან, რომ ეს უნდა გახდეს სავალდებულო.  ეს არის პასუხი ამაზე. ამ ძალადობრივ ტენდენციაზე, რომ საქართველოში ოჯახად ითვლება ქალსა და მამაკაცს შორის დამყარებული ჰარმონია. ამის ხაზგასმა, ვფიქრობ, ამ ძალადობრივი ტენდენციის ფონზე, ძალიან მართებული იყო. ჩვენ გვახსოვს ამერიკის წინა ხელისუფლების ხელმძღვანელი პირების განცხადებები, რომ მათ არ აინტერესებთ არანაირი ტრადიციები სხვა ქვეყნების, ვინც ამას არ მიიღებს ის არის ველური, ამიტომაც, მე მიმაჩნია, რომ ამერიკელმა ხალხმა უარი უთხრა ასეთ გაბატონებულ ტენდენციებს და მიიღო ჩემი აზრით, ძალინ ბრძნული გადაწყვეტილება პრეზიდენტ ტრამპის არჩევით.  

 

  • როგორ ფიქრობთ, გაითვალისწინა თუ არა თუ არა ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო კომისიის სხვა მონაწილეებისა არგუმენტები და სახალხო განხილვებზე დასმული მოთხოვნები?

 

  • მე არ ვიცი რა პარტიების მოთხოვნებია, არსებობენ ერთკაციანი პარტიები,  ორკაციანები და კაცნახევრიანები. არსებობენ უკაცო პარტიებიც. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მათ განცხადებებს. არის ხალხი, რომელიც არასდროს არ ეთანხმება ზოგად ტენდენციას. ისინი ყოველთვის ცდილობენ პოლიტიკურ კონიუქტურაში ჩაჯდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ცვლილებებს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. ეს დიდი კონსესუსია. მე ნამდვილად მაქვს იმის ბედნიერება, რომ ევროპაში ძალიან საინტერესო ხალხი გამეცნო. ევროპა უფრო ის მილიონიანი დემონსტრაციებია, რომელიც ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდგე წამოვიდნენ, ვიდრე ევროპარლამენტის პოლიტიკური კონიუქტურა.

 

  • როგორ შეაფასებთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში პრეზიდენტის ჩართულობას და რამდენად მისაღებია თქვენთვის  მისი კრიტიკა და არგუმენტები? 

 

  • ამ მხრივ არსებულ პრეზიდენტს არაფერი აქვს სადარდებელი, რადგან არც პირდაპირი წესით აირჩევს არასდროს არავინ და არც ირიბი წესით. ჯერ ისეთი წესი არ მოგონილა, რომლითაც ამ პრეზიდენტს აირჩევს ვინმე.

 

  • რამ გამოიწვია საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ უკმაყოფილება და კრიტიკა იმ ოპოზიციური პარტიებისა, რომლებიც თავის დროზე  ნაციონალური მოძრაობის მიერ განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებსაც   ეწინააღმდეგებოდნენ?

 

  • არსებობენ უსამშობლო ხალხი, არამარტო ჩვენთან. მაგალითად, ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი, ბატონი სააკაშვილი არის უსამშობლო კაცი. საქართველოში იკეთებდა კარიერას, ქართველობდა, უკრაინაში უნდა რომ გაიკეთოს კარიერა- უკრაინელია, ხვალ მოზამბიკელიც შეიძლება გახდეს. უპრეცედენტო რამ მოხდა, რომ პრეზიდენტმა გამოიცვალა თავისი მოქალაქეობა. საქართველოს პრეზიდენტი გახდა სხვა ქვეყნის მოქალაქე. ეს სასულიერო სამყაროს ენაზე რომ ვთარგმნოთ, იგივეა, რომ ეპისკოპოსმა რჯული გამოიცვალოს.  

 

  • როგორ შეაფასებთ  საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას?

 

  • არასამთავრობო ორგანიზაციებს რაც შეეხება, ჯერ ერთი ვერ გავიგე რატომ ჰქვიათ არასამთავრობოები, ასეთი სამთავრობო ორგანიზაციები სხვაგან იშვიათად შეიძლება შეგხვდეთ, იმიტომ, რომ რადგან სხვა ქვეყნის მთავრობას ექვემდებარები ამიტომ ხარ არასამთავრობო?! ისიც ხომ მთავრობაა საიდანაც ფინანსდები. მემგონი, გახსნილი იყო პროცესი და ყველას შეეძლო თავისი აზრის გამოთქმა. დღეს ამ მხრივ, პრობლემა არ არის. ყველას აქვს უფლება თავისი აზრი გამოთქვას და ამას არ მოსდევს გაუპატიურება, მკვლელობა და წამება. თუ ვინმეს გავლენა არ აქვს და მისი აზრი გამოხმაურებას ვერ ჰპოვებს და არავინ აქცევს ყურადღებას, ეს პირველ რიგში მათი ბრალია და სხვას ნუ დაადანაშაულებენ ამაში. მათი უავტორიტეტობა სხვისი ბრალი არ არის.

 

  • რატომ ვერ შეძლო პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების დაწყება, როცა ის 4 წლის განმავლობაში საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობდა?

 

  • ეს უსუფაშვილს უნდა ჰკითხოთ, რატომ ვერ შეძლო, ან არ შეძლო.