"პოროშენკო მოლაპარაკებებს მართავს ივანიშვილთან, რამდენჯერმე შემომითვალეს მუქარა" - რას ამბობს პოროშენკო სააკაშვილზე?

"პოროშენკო მოლაპარაკებებს მართავს ივანიშვილთან, რამდენჯერმე შემომითვალეს მუქარა" - რას ამბობს პოროშენკო სააკაშვილზე?

"სააკაშვილი პირადად მოვიწვიე, რათა დამხმარებოდა... სამწუხაროდ, შედეგს ხედავთ"

ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადაციის საკითხის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გავრცელდა.

"კურიერის" ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პროშენკო საქართველოში ჩამოდის. "რუსთავი 2"-თან პოროშენკომ დაადასტურა, რომ ოფიციალური ვიზიტი ივლისშია დაგეგმილი. ააკაშვილი კი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პოროშენკოსთან შეხვერდაზე მისი დაკავებისა და საქართველოსთვის გადმოცემის საკითხი დააყენოს.

"თქვენთვის გავამხელ, რომ პირველი ოფიციალური ვიზიტი შედგება მიმდინარე წლის ივლისში... არავისთან ვაპირებ უკრაინის მოქალაქის მოქალაქეობის საკითხის განხილვას, ამას გარდა, არ ვემხრობი იდეას შევაფასო თუ რას აკეთებს მიხეილ სააკაშვილი ჩემს ქვეყანაში, რადგან ის პირადად მე მოვიწვიე, რათა დამხმარებოდა ოდესის ოლქში რეფორმების გასატარებლად, სამწუხაროდ, შედეგს ხედავთ და თუ არ იცით მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ", - განუცხადა პოროშენკომ "რუსთავი 2"-ს.

"კურიერი" მიხეილ სააკაშვილსაც ესაუბრა:

"პოროშენო მოლაპარაკებებს მართავს ივანიშვილთან. რამდენჯერმე შემომითვალეს მუქარა, ხალხი გამომიგზავნეს მერე პირდაპირ მითხრეს, რომ თუ ახლა არ გაჩერდები როგორც შემოგიშვით, ისე გაგიშვებთო. არ ვაპირებ ვინმეს დავუჩოქო, მითუმეტეს ოლიგარქებს და მითუმეტეს კორუმპირებულებს დავუტოვო საჯიჯგნად ჩემი საყვარელი უკრაინა.

საქართველოში ოლიგარქთან დათმობამ სადამდეც მიმიყვანა, ეს იყო ჩემი შეცდომა, ყველამ დავინახეთ, საქართველო არის განადგურების პირას. ვიბრძოლებ ბოლომდე. პოროშენკო გავს ერთ ადამიანს, ეს არის ედუარდ შევარდნაძე, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი ედუარდ შევარდნაძესთან როგორი მეთოდები მქონდა ურთიერთობის ბოლო წლებში... ამ გამოცდილებამ დამანახა ყველაფერი და როდესაც ამხელა ენერგია მაქვს ამ ბრძოლას არ წავაგებთ, ბოლომდე მივიყვანთ როგორც უკრაინის გათავისუფლებას, ისე საქართველოს ხელახალ გათავისუფლებას.

პოროშენკოს არ აქვს ისეთი პოლიტიკური მდგომარეობა უკრაინაში, არ აქვს იმის თავი, რომ მე უკრაინაში არ შემიშვას ან მოქალაქეობა ჩამომართვას. ამის არ მეშინია, უკრაინაში დიდი გეგმები მაქვს, ისევე როგორც საქართველოში და ვერანაირი ოლიგარქებს შორის კულისებში შეთანხმებებით ამას ვერ შეაჩერებენ".