ქართლოს ღარიბაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ქართლოს ღარიბაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ბატონო ქართლოსთქვენ რესპუბლიკის უმაღლეს სახელმწიფოებრივ პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენეთროგორც ჩანსსაკუთარ თავში დარწმუნებული ხართ?

- საკუთარ თავში ყოველთვის დარწმუნებული ვარ. მე დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საკუთარი პროგრამა მაქვს. ის ყველა სხვა საპრეზიდენტო პროგრამისაგან მკვეთრად განსხვავდება. საკუთარი კანდიდატურის წამოყენება ამიტომ გადავწყვიტე.

მაგრამ ბევრი მიიჩნევსრომ თქვენი კანდიდატურა შუალედურია და შესაფერის მომენტში მისი მოხსნა გაქვთ განზრახულიმართალია?

- არა, ეს მხოლოდ ჭორებია.

რას იტყვით პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებზე?

- კარგი ადამიანები არიან.

საკუთარ შანსებს როგორ აფასებთ?

- არცთუ ისე ცუდი შანსები მაქვს. თავად განსაჯეთ - თავიდან 12 კანდიდატი იყო, ხელმოწერათა საჭირო რაოდენობა მათგან მხოლოდ ექვსმა შეაგროვა. მე მეოთხე ადგილზე ვარ. ეს ალბათ იმას ნიშნავს, რომ დღეს მათ ჩემზე მეტი შანსები გააჩნიათ, მაგრამ ვნახოთ, მომავალში რა იქნება.

ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაშიპირველ რიგში რის გაკეთებას აპირებთ?

- პირველ რიგში კონსტიტუციით დადგენილ თანამდებობებზე დანიშვნას, პრეზიდენტის ჯგუფში წესრიგის დამყარებას - ანუ მთავრობაში, ამავე დროს სამართალდამცავ ორგანოებში. პირობას გაძლევთ, ორ თვეში საგრძნობ შედეგებს მივაღწევ.

ასე ჩქარა როგორ?

- ახლა სამართალდამცავ ორგანოებში ძალიან კარგი ხალხი მუშაობს. პროფესიონალები არიან და მათ არაადამიანურ პირობებში უწევთ წესრიგისათვის ბრძოლა. პრეზიდენტი რომ გავხდები, მე პარლამენტთან ერთად მათი შრომის ანაზღაურების პრობლემას გადავჭრი.

რამდენი იქნება მათი ხელფასი?

- მოსამართლე 1000 დოლარის ექვივალენტის თანხას მიიღებს. შესაბამისი ანაზღაურება ექნებათ შსს-ს, პროკურატურის და უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს. რეალურ დონემდე ამაღლდება მასწავლებლების, ექიმების, მოსამსახურეთა და საბიუჯეტო ორგანიზაციების სხვა თანამშრომლების ხელფასები.

რამდენია ეს ხელფასი?

- ციფრის დასახელება ახლა არ შემიძლია. ამაზე ჩემი ექსპერტები მუშაობენ, მაგრამ პირობას გაძლევთ, არჩევნებამდე ციფრები დასახელდება.

მაღალი ანაზღაურების მუშაკთა თქვენეულ ჩამონათვალში კიდევ ვინ მოხვდება?

- ჟურნალისტები, პრესისა და ტელევიზიის მუშაკთათვის მე ისეთ პირობებს შევქმნი, რომელიც ცივილიზებულ მსოფლიოში არსებული სტანდარტების შესანარჩუნებლადაც საკმარისი იქნება. ანუ, მე მათ საბიუჯეტო ასიგნებათა ხარჯზე ტექნიკურად და მატერიალურად უზრუნველყოფ. თუ ჩვენ ცივილიზებული სახელმწიფოს აშენება გვინდა, საზოგადოებრივი ცხოვრების ორ მიმართულებაზე ფული არ უნდა დაგვენანოს - ესენია: კანონიერების უზრუნველყოფა და ობიექტურ და დროულ ინფორმაციაზე საზოგადოების უფლების რეალიზაცია.