ქართულმა მხარემ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნისა და წითელი ცირკულარის გამოცხადებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო დოკუმენტაცია გადაუგზავნა.
დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ ინტერპოლის გენერალური სამდივნო ზურაბ ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებს და მის მიმართ წითელი ცირკულარი გამოიცემა ინტერპოლის წევრ 190 ქვეყანაში.
უკრაინაში კი შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება და არსებული ინფორმაციით, მას კიევი თბილისს უახლოეს მომავალში გადმოსცემს.