საქართველო რუსეთთან საზღვარზე სამი დერეფნის ამოქმედებას ელოდება

საქართველო რუსეთთან საზღვარზე სამი დერეფნის ამოქმედებას ელოდება

"როდის დაიწყება ტვირთების ბრუნვის მონიტორინგი ფსოუსა და როკის გვირაბთან, ჯერ კიდევ გაურკვეველია. რუსეთმა 2011 წლის ხელშეკრულების იმპლემენტაციას მწვანე შუქი აუნთო, მაგრამ ამ დრომდე უცნობია, როდის მოხდება ტექნიკური დეტალების მოგვარება და შვეიცარიულ მხარესთან შეთანხმების დოკუმენტურად გაფორმება. ქართული მხარე ამას დიდი ხანია ელოდება, შვეიცარიელები კი დროს ითხოვენ. ქართული მხარე შვეიცარელებისგან ინფორმაციას ჯერ კიდევ მარტის ბოლოს ელოდეა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, პასუხი ამ დრომდე არ ჩანს. არადა, როგორც ცნობილია, ამ პროცესში შვეიცარიელები უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად ჩაერთვნენ და ცოტა ხნის წინ რუსეთშიც იმყოფებოდნენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით საქართველო რუსეთთან საზღვარზე სამი დერეფნის ამოქმედებას ელოდება.

"ჯერ ახალი არაფერია, ჩვენც სულმოუთქმრელად ველოდებით. შვეიცარიელები დროს ითხოვენ. ეტყობა, რაღაც პროცესი მიდის. ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ არის", - განუცხადა "რეზონანსს" ზურაბ აბაშიძემ. შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის 6 წლის წინ მიღწეული შეთანხმება ტვირთის გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვლასიწინებს, რომლითაც კერძო კომპანიის მიერ ვაჭრობაზე საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდება. აღნიშნული ხელშეკრულება რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ გააფორმა. აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად, ეს ოფიციალური მოსკოვის მიერ ხელმოწერილი ერთადერთი შეთანხმებაა, რომლითაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. შესაბამისად, ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, მის ამოქმედებას საქართველოსასთვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. როგორც ცნობილია, ქართული მხარე ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში აცხადებდა, რომ მათ ყველა დეტალი მზად ჰქონდათ და საბოლოო პასუხს რუსეთისგან ელოდებიან", - აღნიშნავს გამოცემა.

"ამ საკითხზე საუბარი თებერვლის დასაწყისში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორისაც შედგა. როგორც მაშინ აბაშიძემ განაცხადა, მოლაპარაკება დასასრულს მიუახლოვდა და მხოლოდ მცირე ტქენიკური საკითხებიღა დარჩა მოსაგვარებელი. "ხელშეკრულებაში დეტალურადაა გაწერილი ყველა პარამეტრი, სად, როგორ დადგებიან შვეიცარიელები. ახლა საუბარია იმაზე, რომ უნდა დასრულდეს მოსამზადებელი სამუშაოები და უნდა მოხდეს კონტრაქტის ხელმოწერა. მესაზღვრეები დადგენბიან საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ფსოუზე, როკის იქით, ყაზბეგის მიმართუელებით საზღვრის ორივე მხარეს. ასევე ჩვენთან, ზუგდიდის რაიონში. ეს ყველაფერი გაწერილია ხელშეკრულებაში. თუმცა ძალიან ბევრი ნმიუანსია და გამიჭირდება ამაზე საუბარი " - განაცხადა მაშინ აბაშიძემ. მისგან განსხვავებით კი თებერვალში სავაჭრო დერეფნის ამოქმედების დეტალებზე რუსმა დიპლომატმა ვრცლად ისაუბრა. კარასინი ამბობს, რომ საუბარია 3 დერეფნის ამოქმედებაზე; სოჭთან ახლოს გაკეთდება ერთი დერეფანი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს გაივლის და ზუგდიდთან გავრცელდება; მეორე დერეფანი სტარტს ჩრდილოეთ ოსეთში, სოფელ ნართან აიღებს, გაივლის ოკუპირებულ ცხინვალს და გორში დასრულდება. მესამე საბაჟო პუნქტის ამოქმედებას კი რუსული მხარე ყაზბეგში, ზემო ლარსთან გეგმავს. თუმცა კარასინი განმარტავს, რომ მხარეები ზუსტ კოორდინატებზე უნდა შეთანხმდნენ", - წერს სტატიის ავტორი.

"ჩვენ მზად ვართ, ეს გავაკეთოთ. მიღწეულია სერიოზული პროგრესი პრაქტიკული კუთხით. ახლა გავაგრძელებთ მოქმედებას იმ მიმართულებით, რომ ყველაფერი ამუშავდეს, " - განაცხადა მაშინ კარასინმა. მისივე თქმით, აღნიშნული ხელშეკრულების ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო ურთიერთობის გამარტივებას", - დასძენს გამოცემა.