ეკუთვნით თუ არა სომხურსა და აზერბაიჯანულს რეგიონული ენების სტატუსი საქართველოში

ეკუთვნით თუ არა სომხურსა და აზერბაიჯანულს რეგიონული ენების სტატუსი საქართველოში

გასულ კვირას ახალქალაქის საკრებულომ საქართველოს პარლამენტს მიმართა თხოვნით, რატიფიკაცია გაუკეთოს რეგიონული ენების ქარტიას, რომელსაც საქართველო ჯერ კიდევ 1999 წელს მიუერთდა. თავისთავად, ამ ფაქტში გასაკვირი არაფერია, იმ მარტივი მიზეზით, რომ, რასაც 1999 წელს მიუერთდი, იმის რატიფიკაცია, ადრე თუ გვიან, მაინც მოგიწევდა. რაკი საკრებულო ახალქალაქისაა, ხოლო იქ კომპაქტურადაა ჩასახლებული სომხურენოვანი მოსახლეობა, ბუნებრივია, ამან ქართველ საზოგადოებას გაუჩინა ეჭვი, რომ სომხურ ენას რეგიონულის პრეტენზია აქვს (ისევე, როგორც, მაგალითად, ქვემო ქართლში აზერბაიჯანულს ექნება). თუმცა საქმე ისე მარტივადაც არ არის, როგორც ეს შესაძლოა, ერთი შეხედვით ჩანდეს. არ არის, რადგან რეგიონული ენის სტატუსი ამა თუ იმ ენას, სწორედაც რომ, ქართულმა სახელმწიფომ უნდა მიანიჭოს, თანაც, ისე, რომ ამით საფრთხე არ შეუქმნას სახელმწიფო ენის გავრცელებასა და ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციას. თემაზე მამუკა არეშიძე გვესაუბრება.

გასაგებიარომ ოდესმე აქტუალური გახდებოდა 1999 წელს მიღებული ქარტიის რატიფიცირებამაგრამ რატომ გახდამაინცდამაინცახლარა პრობლემა შეიძლებაშექმნას ან მოგვიგვაროს ამ საკითხის წამოწევამ?

– ამ თემას შემდეგნაირად უნდა შევხედოთ: მართალია, ამ დოკუმენტს მოეწერა ხელი 1999 წელს, მაგრამ მაშინ მახსოვს, მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, ეს იმიტომ ხდება, რომ ევროპარლამენტში უფრო სწრაფად გავწევრიანდეთო. საქმე ის არის, რომ მაშინ სხვა დოკუმენტიც მივიღეთ, მაგალითად, მესხების დაბრუნების შესახებ და ყველაფერს თავისი ვადა აქვს. ამდენად, ეს პროცესი არ შეიძლება, უსასრულოდ იჭიმებოდეს. თუმცა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ენათა ქარტიას ხელი არ მოაწერა.

რატომ არ მოახდინა საქართველოს პარლამენტმა მაშინ ან შემდეგ ამ ქარტიის რატიფიცირებამეთოთხმეტე წელია უკვე?

– იმიტომ რომ საკითხს არავინ სწავლობს სწორად. საკითხი უნდა შეისწავლო და მოამზადო რეკომენდაციები, ამისთვის არსებობს საქართველოში ანალიტიკური სამსახურები. პოლიტოლოგები თუ სხვა შესაბამისი ჯგუფები ასეთ დავალებას არ იღებდნენ ხელისუფლებებისგან. სააკაშვილის და შევარდნაძის დროს არ არსებობდა ასეთი კონტაქტები სპეციალისტების ჯგუფებსა და ხელისუფლებას შორის. ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები იყვნენ, ამ ტიპის დავალებას არ იღებდნენ. ასე რომ, ქვეყანაში, რომელშიც უსაფრთხოების სისტემები არ არის საზოგადოების მსჯელობის საგანი, უპირველესად, სპეციალისტებს ვგულისხმობ, ყოველთვის მოულოდნელი ხდება ნებისმიერი მოთხოვნა თუ პრობლემა, რომელიც ქვეყნის წინაშე დგება.

ობიექტურობისთვის უნდა გითხრათ, რომ ეს საკითხი პირველად არ დაუყენებიათ. მეტიც, სამეგრელოში არსებობს ჯგუფი, რომელიც ამაზეა ორიენტირებული, ვგულისხმობ იური კვირკველიას ჯგუფს. არიან სხვებიც ქვემო ქართლში. ეს ჯგუფები ამ საკითხს ყოველთვის აყენებდნენ.

მაგრამ ამან აჟიოტაჟი ახლა გამოიწვიარატომ?

– აჟიოტაჟი ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოიწვია იმან, რომ რეგიონული ენის სტატუსის საკითხი დააყენა „რესპუბლიკური პარტიის“ რეგიონულმა წარმომადგენელმა საკრებულოში. თუმცა ადრეც იგზავნებოდა ამ შინაარსის წერილები საქართველოს პარლამენტში და მათ საკრებულოს წევრებიც აწერდნენ ხელს. სხვათა შორის, ამჟამად ეს მოთხოვნა აბსოლუტურად მოულოდნელი აღმოჩნდა „რესპუბლიკური პარტიის“ ხელმძღვანელებისთვის. გეტყვით მეტსაც, მოულოდნელი გახდა პარტიის ხელმძღვანელისთვის ადგილზე, ახალქალაქში. ჩემი მეგობარია და ვიცი. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ამ ადამიანს ან დაავალეს ამ გადაწყვეტილების მიღება, ან თავად გამოიჩინა პოლიტიკური ინიციატივა თავის გამოჩენის მიზნით. მთავარი მაინც ის არის, თუ რა წერია ამ დოკუმენტში. კერძოდ, ის, რომ რეგიონულ ენებს უნდა მიეცეთ განსაკუთრებული სტატუსი.

და რა არის ეს რეგიონული ენაგანმარტა ვინმემ?

– საქმეც ეს არის: იქ არ არის მითითებული, თუ რომელ ენებს უნდა მიეცეთ რეგიონულის სტატუსი. სომხური საერთოდაც არ არის ნახსენები, ამიტომ უნდა მივუთითოთ, რომელ რეგიონულ ენებს უნდა მიეცეთ ეს სტატუსი და რა არის ეს რეგიონული ენა.

არ არის განმარტებული ქარტიაშირას ნიშნავს რეგიონული ენა?

– ქარტია ზოგადი შინაარსისაა და იქ ასეთი რამ განმარტებული არ არის. ამას მოჰყვება ცალკე დოკუმენტი, რომელიც განმარტავს. ესეც ზოგადია, იმიტომ რომ ყველა ქვეყანა თავად ადგენს რეგიონულ ენებს. პირადად ჩემთვის რეგიონული ენა არის ენა, რომელზეც ლაპარაკობს კონკრეტული ადამიანების ჯგუფი და რომელიც სხვაგან არ არის სახელმწიფო ენა. ამ შემთხვევაში, მეგრულსა და სვანურს ბევრად მეტი უპირატესობა აქვს, თუ ენებად ჩავთვლით, ვიდრე სომხურსა და აზერბაიჯანულს. საქმე ის არის, რომ სვანური და მეგრული არ მიიჩნევა ცალკე ენებად, ეს არის ქართული ენის ნაწილი. ჩემი აზრით, ქართული ენა წარმოიშვა მეგრულიდან და სვანურიდან. ამდენად, ეს არის ქართული ენის აკვანი, დვრიტა. მოკლედ, ასეა თუ ისე, განსასაზღვრია, რა არის რეგიონული ენა, განეკუთვნება თუ არა სომხური და აზერბაიჯანული ამ რეგიონულ ენებს.

რუსული და ბერძნულიც შეიძლებამივაკუთვნოთ ასეთივე წარმატებითიმიტომ რომ ამ ენებზე მოლაპარაკე და კომპაქტურად მცხოვრები მოსახლეობაც გვყავს.

– რასაკვირველია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ რუსულად და ბერძნულად სხვაგან არსად ლაპარაკობენ. ჩემთვის, მაგალითად, დუხობორები უნიკალური ეთნოსია, თავისთავად კულტურული ძეგლია, იმიტომ რომ დუხობორების რაოდენობა პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალიან ცოტაა. ეს სულ სხვა თემაა, თუმცა მათი ენა რუსულია.

მეორე მხრივ, ამ ქარტიაში გამოკვეთილადაა ნათქვამი, რომ რეგიონული ენის მოვლა-შენარჩუნება და პატრონობა არ უნდა ხდებოდეს სახელმწიფო ენის ხარჯზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თეზისია, რადგან ნიშნავს, რომ სახელმწიფო ენა არ უნდა იყოს შეზღუდული ამა თუ იმ რეგიონში. თუ ახალქალაქში სახელმწიფო ენა იქნება ჩინოვნიკების ენაც და, თუ მიმოწერა იქნება ქართულ ენაზე არა მხოლოდ ცენტრთან, არამედ ერთმანეთთან, მაშინ შესაძლებელია, ამაზე ვიფიქროთ, მაგრამ, რადგან დღეს ჯავახეთში ქართულის შესწავლა და გამოყენება რთულ მდგომარეობაშია, არანაირი საფუძველი არ არის, რომ ამ ინიციატივას ავყვეთ.

მე არ ვამცირებ ამით სომხურ ენას, მაგრამ მოვიყვან მაგალითს, სხვათა შორის, ჩემს გასალანძღავს: აზერბაიჯანსაც აქვს ხელი მოწერილი ამ ქარტიისთვის, მაგრამ არ აქვს რატიფიცირებული. თუ აზერბაიჯანში ვინმე იტყვის, რომ ისტორიულ საინგილოში რეგიონული ენა უნდა იყოს დომინანტი, ეს სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით არ იქნება სწორი. მე ვფიქრობ, რომ იქ აზერბაიჯანული ენა უნდა იყოს დომინანტი, იმიტომ რომ ის სახელმწიფო ენაა, ქართულ ენას კი უნდა ჰქონდეს კულტურული ავტონომია. უნდა გითხრათ, რომ ყველა ინგილომ არაჩვეულებრივად იცის აზერბაიჯანული ენა.

აბასხვანაირად ვერ იცხოვრებს აზერბაიჯანში.

– მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენთან მსგავსი ვითარება არ შეგვიქმნია. ამიტომაც ვამბობ, საკითხი ზედმიწევნით უნდა შევისწავლოთ, უნდა განვსაზღვროთ არა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხები, არამედ საქმის განვითარების ლოგიკა და მივცეთ რეკომენდაციები ხელისუფლებას. ამას არავინ აკეთებს და ყველანი, მათ შორის, ჟურნალისტებიც, პანიკაში ცვივდებიან.

მე ნამდვილად არ ვვარდები პანიკაში.

– ცივი გონებით, მშვიდად უნდა მივუდგეთ საკითხს და ეს პრობლემა მოიხსნება.

1999 მოწვევის პარლამენტისთვის შემუშავებული იყო კანონპროექტირომელიც ამბობდარომმაგალითადჯავახეთში საქმის წარმოების ენა იქნებოდა სომხური და ქართულიქვემო ქართლში  –  ქართული და აზერბაიჯანულისულ მცირე, 5 ენა გამოგვდიოდა და იკარგებოდა კომუნიკაციის საშუალება რეგიონებს შორისიმ ქვეყნებშისადაც რატიფიცირებულია რეგიონული ენების ქარტიაიქ როგორ არის მოგვარებული ეს საკითხი?

– მაგალითად, რეგიონული ენები არის სკანდინავიის ქვეყნებში, მაგრამ ისინი სახელმწიფოებრივი ტრადიციის მქონე ქვეყნებია. მაგალითად, ფინეთის სამხრეთ ნაწილში არის შვედური ანკლავი, ფაქტობრივად, ავტონომიის დონეზეა და, ამ ქარტიიდან გამომდინარე, შვედური არის სახელმწიფო ენის თანაბარი. ვიმეორებ, ფინეთი სახელმწიფოებრივი ტრადიციის ქვეყანაა და ვითომ ეს პრობლემა მოგვარებული აქვს, მაგრამ ეს ზედაპირულად. დღეს უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდისთვის ფინეთის ამ ნაწილში შვედური უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამიტომ, ქარტიის მიღებიდან გამომდინარე, სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მიიჩნევს, რომ მხოლოდ შვედურის ცოდნა საკმარისია, თუმცა ფინურია სახელმწიფო ენა, რომ წავიდეს შვედეთში და უკან აღარ ბრუნდება. ვიღაცამ შეიძლება, თქვას, ძალიანაც კარგი, წავიდნენ სომხები სომხეთში, აზერბაიჯანელები  –  აზერბაიჯანში და ასე შემდეგ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი ჩამოყალიბებული სახელმწიფოა, პრობლემა იქმნება. გამოდის, რომ ფინეთში მოდის თაობა, რომელმაც არ იცის სახელმწიფო ენა, რაც არასდროს მომხდარა ფინეთის ისტორიაში. არა მხოლოდ განაპირა რაიონი, ჰელსინკიც კი ყოველთვის ორენოვანი იყო, მაგრამ ახლა ასე აღარ არის: ფინელებმა ფინური იციან, შვედებმა –  შვედური, რაც არის სახელმწიფოს რღვევის საფუძველი. ჩვენ ასეთი სახელმწიფოებრივი ტრადიცია და კულტურა არ გვაქვს. ამდენად, ჩვენთან ძალიან რთული იქნება ასეთი ენობრივი ეკლექტიკის შექმნა. ეს კიდევ უფრო დააცილებს ქვეყნის რეგიონებს ერთმანეთისგან.

ცალსახაარომ ჩვენ ვერ შევქმნით პირობებს სხვა სახლმწიფოების მოქალაქეების აღზრდისთვისექსპერტთა ჯგუფშირომელიც დაადგენს რეგიონული ენის რაობასუნდა იყვნენ უმცირესობების წარმომადგენლები?

– არსებობს თბილისური სომხური ინტელიგენციის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, მოქართულე და ძალიან დიდი ლიტერატორი გივი შაჰნაზარი. თუ ასეთი კომისია შეიქმნება, ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ იქ. საქმე ის არის, რომ გივი შაჰნაზარისნაირი სომხური ბარე ორმა თბილისელმა სომეხმა არ იცის. გასაგებია, რომ სომხების ნაწილი იტყვის, ისე გავაკეთოთ, როგორც ხელისუფლება იტყვის, ნაწილი თავს დადებს, ასე არ გავაკეთოთო. ამიტომ მიდგომა უნდა იყოს სახელმწიფოებრივი: რა უფრო მომგებიანია სახელმწიფოსთვის, ამის კულტურაც არ გვაქვს, მაგრამ აქეთკენ სვლა უნდა დავიწყოთ. ყაყანისა და ისტერიკის გარეშე უნდა ვიმსჯელოთ. საჭიროა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი სპეციალისტებისგან, ხაზს ვუსვამ –  სპეციალისტებისგან. ხაზს გავუსვამ!

დაგვრჩა სპეციალისტები?

– თითო-ოროლა კიდევ არის, იმდენი დილეტანტი გვყავს საქართველოში, რომ უკვე დავიღალეთ.

ოსური?

– ჯერ ერთი, ოსებს ავტონომია აქვთ და კანონის მიხედვით, ოსურ ენას თავისი სტატუსი ჰქონდა, რაც 1989 წელს მიენიჭა. გარდა ამისა, ოსებს აქვთ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი რუსეთის ფედერაციაში, ამიტომ რეგიონულ ენად ვერ მივიჩნევთ, მაგრამ ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ისეთი ენის შენარჩუნებას, როგორიც არის ასირიული, იმიტომ რომ სახელმწიფოებრივი სტატუსი არსად არ აქვთ, ასევე, ქურთული, უდური. 120 უდელია დარჩენილი საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი ენა შენარჩუნდეს. სხვათა შორის, ჩვენი სასიქადულო მსახიობი გურამ საღარაძე ნახევრად უდელი იყო. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მცირე ენები შევინარჩუნოთ, მაგრამ ეს არ ეხება იმ ენებს, რომლებსაც აქვთ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები.

ერთიარომ ქარტიაში არ წერიარა კრიტერიუმით უნდა მივიჩნიოთ რეგიონულად ესა თუ ის ენამაგრამ ევროპელების რეკომენდაცია როგორიარას ითხოვენ ჩვენგანიმას ვგულისხმობთუ არის ზეწოლა კონკრეტული მიმართულებით?

– არის, მაგრამ ეს უფრო საზოგადოებრივი  ზეწოლაა. პოლიტიკასთან ასოცირებული არასამთავრობო სექტორი, ევროპის  ძლიერი არასამთავრობო ინსტიტუტები ცდილობენ ზეწოლას.

რა კუთხით?

– რომ რეგიონული ენა არის ის, თუ მასზე საუბრობს ხალხი, რომელიც უმრავლესობაშია ამა თუ იმ რეგიონში. ეს აბსურდია. არადა, ამას მე მეუბნება ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უელსელები არ ლაპარაკობდნენ კელტურ ენაზე, შოტლანდიელებს კი მუდმივად უქმნის პრობლემებს ენასთან მიმართებაში. მაგალითად, ამას მეუბნება ბელგიელი, რომელსაც ფლანდრიულისთვის ვერ მიუხედავს ან ჰოლანდიელი: ყოველი მესამე ჰოლანდიელი ლაპარაკობს გერმანულად, მაშინ მისცენ გერმანულს რეგიონული ენის სტატუსი?! ფლანდრიულისა და ფრანგულის გამო ბელგია ლამის შუაზე გაიყოს. ამის გამო მუდმივი კონფლიქტია  და რომ არა სამეფო დინასტია, ბელგია კარგა ხნის წინათ გაიყოფოდა. ან რომელმა ესპანელმა უნდა გაბედოს და რამე გვითხრას, როდესაც კატალონიურის პრობლემაც აქვთ და ბასკურისაც?!  ასევე, ამ ლოგიკით, უამრავი რეგიონული ენაა საფრანგეთში.

ანუ მაგრად უნდა დავდგეთ?

– დიახ, ოღონდ მაგრად დგომა ნიშნავს პროფესიონალურად დგომას, უნდა გვქონდეს მყარი არგუმენტები, უნდა ვიცოდეთ სხვა ქვეყნების ისტორია, მაგალითად, რატომ არ აქვს რატიფიცირებული ეს ქარტია გერმანიას?! უნდა ვიკამათოთ და ავუხსნათ ყველას, რა ხდება: სპეციალისტები არ გვყავს თუ ინგლისური არ ვიცით?!

საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვს თვისება, ურთიერთგამომრიცხავი რაღაცეები ჩაწერონ საერთაშორისო დოკუმენტებში. მაგალითად, გაგახსენებთ გაეროს შესაბამის მუხლებს ერთა თვითგამორკვევისა და საზღვრების ხელშეუხებლობის შესახებ. ასევეა ეს ქარტიაც: ერთი მხრივ, რეგიონული ენაც უნდა იყოს და, მეორე მხრივ, ამით არ უნდა შეიზღუდოს სახელმწიფო ენა. ისეთ სუსტ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, ეს გამოიწვევს ბაკქანალიას, ამ დროს კი, ქართველი პოლიტიკოსები რით არიან დაკავებული? ერთმანეთზე ჩივილით, იმის ნაცვლად, რომ საქმე აკეთონ.