რა პირობები შეათანხმა ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთთან და როგორ აბალანსებენ „ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობით“

რა პირობები შეათანხმა ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთთან და როგორ აბალანსებენ „ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობით“

შესაძლოა, იმის გამო, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში ბევრი რამ გაურკვეველია, კითხვაც უამრავი იბადება. საზოგადოების ნაწილი (უმეტესწილად უმცირესობის მომხრეები) დსთ-ში დაბრუნების პერსპექტივას აპროტესტებს, მეორე ნაწილი კი (უმეტესწილად უმრავლესობის მომხრეები) დარწმუნებულია, რომ ქვეყნის საგარეო კურსს ცვლილება არ ემუქრება და ის განუხრელად დასავლეთისკენაა მიმართული. რუსულ-ქართული ურთიერთობების მომავლის შესახებ აზრს ნოდარ ნათაძეს დავეკითხეთ.

რა შთაბეჭდილებას ტოვებსერთი შეხედვითორ ქვეყანას შორის ბოლოდროინდელი აქტივობები?

– ეს არის პირადად პუტინის გენერალური შემოტევა საქართველოზე. მას ამისთვის მობილიზებული ჰყავს მთელი თავისი აგენტურა: ეგრეთ წოდებული უმრავლესობის და ეგრეთ წოდებული ოპოზიციის სახით. ხაბურძანია, რომელიც ჩვენი მინისტრი იყო, ბრუნდება რუსეთიდან, რომ პრორუსული პარტია დააარსოს და როდესაც ეკითხებიან, ვისთან ერთად აპირებ მუშაობასო, ასახელებს პრეზიდენტის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს, ნინო ბურჯანაძეს, რომელიც არის თანამედროვე გაპონი და ზურაბ ნოღაიდელს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს. ესე იგი, რაც გადატრიალება მოხდა, მას შემდეგ საქართველო სულ რუსული აგენტურის ხელშია.

გადატრიალებაში 1991-1992 წლების მოვლენებს გულისხმობთ?

– დიახ. მას შემდეგ საქართველო სულ რუსული აგენტების ხელშია. ორი აზრი აღარ არის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას მიჰყავს რუსული კურსი. ერთ დეტალს გეტყვით: აქამდე პაატა ზაქარეიშვილი ვერ ასახელებდა არგუმენტს, თუ რატომ უნდა გახსნილიყო სარკინიგზო მიმოსვლა, მაგრამ ახლა ის ამბობს, რომ, თუ ეს რკინიგზა არ იმუშავებს, მაშინ ამ ზონაში რუსეთს ჩაენაცვლება თურქეთი. ეს არის აბსურდი, იმიტომ რომ კითხვა: რუსეთი თუ თურქეთი? –  ამ ზონისთვის და ქართველებისთვის იდგა, როდესაც აქ რუსეთი შემოდიოდა. არსებობდა თურქულ-ირანული ზეგავლენა, რუსებმა ისინი გარეკეს და შეცვალეს რუსული გავლენით. შემდეგ ამ აზრს მხოლოდ რუსეთის აბსოლუტურად გახსნილი აგენტი, ალექსანდრე  ჭაჭია ავითარებდა. ერთადერთი, რითაც ის დანარჩენებისგან განსხვავდებოდა, იყო ის, რომ რაღაც არგუმენტი მაინც მოჰყავდა: რადგან ჩვენთან „ნატოს“ წარმომადგენელი თურქეთია, რაც დააკლდება რუსეთს, ჩავარდება თურქეთის ხელშიო. ეს, რა თქმა უნდა, უსუსური საბუთი იყო.

ახლა რატომ გაიხსენეს ეს საბუთი? იმიტომ რომ, არსებობს რუსული კონცეფცია, მოვლენათა მათთვის სასურველად განვითარების სცენარი, რომელიც მთავრდება შემდეგი სიტყვებით: ამერიკა უარს ამბობს კავკასიის საქმეებში ჩარევაზე და პასუხისმგებლობას კავკასიაზე იღებენ რუსეთი, თურქეთი და ირანი. თანამედროვე ენაზე პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს გავლენას. ამდენად, იმის ნაცვლად, რომ აქ გვყავდეს ორი მტერი: ირანი და თურქეთი და ამის საპირწონედ მესამე მეგობარი რუსეთი, გვყავს სამი მტერი. პოტენციალურად ირანი, თურქეთი და რუსეთი, მართლაც, ერთნი არიან და სადღაც შორსაა ერთი მეგობარი –  დასავლეთი. რატომ არ ასახელებს პაატა ზაქარეიშვილი ირანს?

აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნა ნიშნავსრომ რუსეთი პირდაპირ დაუკავშირდება ირანს.

– მაშინ, როდესაც ირანს რაკეტებიც აქვს, რა თქმა უნდა, რუსული და ბირთვული იარაღიც, თურქეთს კი არც ერთი არ აქვს.

თუმცა თურქეთს ჰყავს თვითმფრინავებირომლებზეც დამაგრებულია ამერიკული ბირთვული იარაღი.

– თურქეთში არის ამერიკული ბაზები. მაგრამ ზაქარეიშვილი რკინიგზის კონტექსტში იმიტომ არ ასახელებს ირანს, რომ გულუბრყვილო მსმენელისთვის ჭკუასთან უფრო ახლოს იყოს მისი არგუმენტი. თორემ, თუ ადამიანმა რუკის კითხვა იცის, ამ არგუმენტს არ დაიჯერებს. მით უფრო, რომ თურქეთს თვითონ აქვს დასავლეთთან ჩუმი, მაგრამ მაინც პრობლემები.

ჩვენ მიჩვეულები ვართრომ ქართულ პოლიტიკაში თითქმის არაფერი ხდება დასავლეთისა და რუსეთის შეთანხმების გარეშედასავლეთის როლი როგორიაუბრალოდ აკვირდება?

– დასავლეთთან ივანიშვილი, რა თქმა უნდა, დაკონტაქტებულია, მათ აქვთ ერთმანეთთან ნალაპარაკები, მათ შორის არის რაღაც შეთანხმებები და ივანიშვილს მიღებული აქვს დასავლეთის პირობები, მაგრამ დასავლეთი არ ენდობა მას. ამიტომაც დასავლეთმა სწორედ ივანიშვილის დასაბალანსებლად, სრულებით ხელოვნურად მოახდინა სააკაშვილისა და მისი გუნდის რეანიმაცია: ისინი დატოვეს, როგორც მეორე ძალა.

რომთუკი ივანიშვილი შეთანხმებას დაარღვევსგაანეიტრალოს „ნაციონალებით“?

– დასაბალანსებლად. პარადოქსული და ჩვენთვის სრულებით მიუღებელი სიტუაციაა: საქართველოს მრავალჯერად ღალატში მხილებული სააკაშვილის გუნდი ლაპარაკობს ჭეშმარიტებას რუსული შემოტევის შესახებ, ანუ სიტყვიერად დასავლურ პოზიციას ატარებს; რეალური მმართველი მაღალ მატერიებზე არ საუბრობს, მაგრამ პირდაპირ ასრულებს რუსულ შეკვეთებს. ანუ გამოუვალ მდგომარეობაში ვართ: ერთადერთი გამოსავალია ვადამდელი არჩევნები და ეროვნული ძალების ჭიდაობა მთელი ძალით, რომ მოვიგოთ ეს არჩევნები. მანამდე არჩევანი ასეთია: რა გირჩევნია, შეგწვა თუ მოგხარშო?!

უფრო კონკრეტულადაც შემიძლია, გითხრათ. პუტინი არის ჩიხში: საგარეო პოლიტიკა წაგებული აქვს და, ასევე, წაგებული აქვს რუსეთში პირადი ავტორიტეტიც. ამდენად, რუსეთის მოსახლეობისა და რუსული სახელმწიფოს  წინაშე მისი ერთადერთი ამოცანაა ბატონობის შენარჩუნება. პუტინი პოპულარული გახდა ჩეჩნების შემუსვრით და გარკვეულ შედეგსაც მიაღწია. ცოტათი ინარჩუნებს პოზიციებს იმით, რომ სისულელეებს ამბობს საბჭოთა კავშირის აღდგენაზე, მაგრამ მას სთხოვენ ფაქტს.

და ფაქტი იქნება საქართველოზე გავლენის აღდგენა?

– მან რაღაცნაირად უნდა გააბათილოს ის, რომ დასავლეთი მის ამ მონაპოვარს არ ცნობს. ამისთვის არსებობს ერთადერთი რეალური გზა: საქართველო უნდა გარდაიქმნას კონფედერაციად: „დამოუკიდებელი“ საქართველო, „დამოუკიდებელი“ აფხაზეთი და „დამოუკიდებელი“  „სამხრეთ ოსეთი“. საქართველოსთვის ეს ნიშნავს დანგრევას, რუსეთისთვის კი –  აბსოლუტურ რეაბილიტაციას მსოფლიოს თვალში. ჩვენთვის კონფედერაციის მიღება ნიშნავს ამ ტერიტორიების აღიარებას, პუტინისთვის –  სრულ შიდა რეაბილიტაციას.

სერგეი მარკოვიროდესაც კონფედერაციის პროექტზე ლაპარაკობსიქვე აღნიშნავსრომ ეს მოდელი არ გულისხმობს ქართველი დევნილების დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიეს აფხაზების და ოსების გადასაწყვეტიაოარ მეგულება არავინვინც ასეთი კონფედერაციის მოწონებას შეძლებს საქართველოს მოსახლეობისთვის.

– აგენტურის ამოცანაა, რომ ქართველებს ეს აბი გადაგვაყლაპონ. რაც შეეხება აფხაზებს: არსებობს გაბატონებული მოსაზრებები, რომლებსაც მოცემულ დროს და მოცემულ საზოგადოებაში ვერაფერი შეარყევს, ამიტომ ჩვენ ვიცით, რა უნდა ვთქვათ და რა არ უნდა ვთქვათ. მაგალითად, რომ ვფიქრობდეთ კიდეც, ვერ ვიტყვით, რომ წმიდა ნინო არის ცოდვილი ქალი, იმიტომ რომ ეს აბსურდიცაა და მკრეხელობაცაა ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ. აი, ასეთივე გაბატონებული მოსაზრებაა აფხაზეთში ის, რომ არც ერთი დევნილი არ უნდა დაბრუნდეს; რომ ქართველებს საერთოდ არ გვეკითხებიან არაფერს, ეს მიწა სამუდამოდ ჩვენიაო, ვინც ბატონობს და გვეთანხმება, ანუ რუსეთი ყველაზე ძლიერიაო და ასე შემდეგ.

ამას არ მალავენ აფხაზი რესპონდენტები.

– დიახ. ისინი ვერ ხვდებიან, რომ რუსეთი წარმავალია; ვერ ხვდებიან, რომ მათ არ აქვთ უფლება, არ დააბრუნონ დევნილები –  ეთნოკრატია აკრძალულია არა მარტო კონსტიტუციური კანონებით, არამედ ბუნების კანონებითაც. ისინი ვერ ხვდებიან, რომ რუსეთი დაკარგავს ჩრდილოეთ კავკასიას. სააკაშვილი, შევარდნაძე ან ესენი რომ სახელმწიფოს ერთგულები ყოფილიყვნენ, მსოფლიოში გააჟღერებდნენ ასეთ მოთხოვნას: ჩვენ გვაქვს კონფლიქტის საბოლოო დარეგულირების პროექტები, თუ როგორ უნდა მოეწყოს აფხაზეთის ტერიტორია; რა უფლებმოსილებები უნდა ჰქონდეს სოხუმს, რა –  თბილისს; რა უნდა ექვემდებარებოდეს საერთაშორისო მონიტორინგს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმები, მაგრამ ერთი აფხაზებს ჰკითხეთ, რა პროექტი აქვთ და დაადებინეთ მაგიდაზე. ამაზე აფხაზი პასუხს ვერ გაგცემს, რადგან მათი პასუხი შეუთავსებელია უკლებლივ ყველა საერთაშორისო ნორმასთან. აფხაზი ვერ დაწერს თავის გეგმაში, არც ერთი დევნილი არ დაბრუნდებაო.

კონფედერაცია  არის რუსული გეგმა, თავის დროზე პრიმაკოვის მიერ მოაზრებული, შემდეგ ეს გეგმა გადაიწერა ბოდენმა, რომელიც პირდაპირ რუსეთის რუპორია და ის გაეროში დევს, როგორც ბოდენის გეგმა. ოთხმა ქართველმა, პაატა ზაქარეიშვილმა, დავით ბაქრაძემ, ივლიანე ხაინდრავამ და კოტე კუბლაშვილმა, ეს გეგმა, როგორც თავისი გეგმა, დაბეჭდა გაზეთ „24 საათში“, დაახლოებით, 2004 წელს. უფრო ზუსტად, დაბეჭდეს ამ გეგმის მეხუთე მონაკვეთი. ისეთი შინაარსისაა გეგმა, რომ გაგიკვირდებათ, ვინ აძლევს თავს უფლებას, ამას მოაწეროს ხელი. მაგალითად, იქ წერია, რომ აფხაზეთის პრეზიდენტი უნდა იყოს ეთნიკურად აფხაზი.

მე ზუსტად მახსოვსრომ კოტე კუბლაშვილმა შემდეგ უარი თქვა თავის ხელმოწერაზე და გამოიხმო უკან.

– ბაქრაძეც უარზე გავიდა, არადა, სააკაშვილმა ორივე, ბაქრაძეც და კუბლაშვილიც დააჯილდოვა. კერძოდ, ბაქრაძე, პარლამენტის ყოვლად უჩინარი წევრი პარლამენტის თავმჯდომარე  გახადა, კუბლაშვილი კი –  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ახლა ეს ორი სააკაშვილთანაა, დანარჩენი ორი, ზაქარეიშვილი და ხაინდრავა, ივანიშვილთან. ესე იგი, ორი ამ ბანაკშია, ორი –  იმ ბანაკში. ამდენად, იმის მოლოდინი, რომ ესენი საერთო ენას ვერ გამონახავენ, თუ უკვე არ აქვთ გამონახული, გულუბრყვილობაა. ისინი ერთად მიდიან საბოლოო მიზნისკენ და ერთად დაგვარტყამენ.

კონფედერაციის მოდელით, საქართველოს დაცვის სასიცოცხლო ზონაში შემოდის დაუძინებელი მტერი –  რუსეთი: კავკასიონის სამხრეთით უკვე ჩნდება რუსეთის ბაზა.

მაგრამ ხომ არის უკვე?

– სამხედრო თვალსაზრისით არის, მაგრამ ამის დაკანონება კონფედერაციით უკრიტიკულესი და უსაშინლესი მდგომარეობაა. ასე რომ, იმის თქმა, სააკაშვილს არ აქვს განზრახული დარჩენილ 9 თვეში ზურგში დანის ჩარტყმა, უბრალოდ ანტიმეცნიერულია.

ისევ მარკოვს მოვიხმობის ამბობსრომ კონფედერაციის გარანტი უნდა იყოს რუსეთი და რუსეთის სამხედრო ბაზა და ეს უნდა ჩაიწეროსთურმესაქართველოს კონსტიტუციაშიამას მიიღებს ქართველი საზოგადოება?

– ის, რომ რუსეთი ჩემულობს გარანტობას, შესაძლოა, იყოს სავაჭრო ხურდა. ამაზე მან შეიძლება, ხელი აიღოს, მაგრამ თვითონ კონფედერაცია, როგორც საქართველოს სახელმწიფო მოწყობის ფორმა, არის მათი ფუნდამენტური მიზანი.

კონფედერაციის არსი ის არისრომ ის იშლება მაშინვეროგორც კი ერთ-ერთი წევრი ამბობს უარსთუ ჩვენ დავრჩებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშერუსეთისთვის იქნება ხელსაყრელიმას ხომ აღარ ექნება ზემოქმედების საშუალება?

– ჩვენ ვნადგურდებით ამ შემთხვევაში. მე მგონია, რომ რუსეთის ამ პოლიტიკაში არის მიზნის სამი სხვადასხვა კატეგორია: პირველია ობიექტური მიზანი, რომლის გათვლაც შესაძლებელია –  ეს არის გეოსტრატეგიული ინტერესი; მეორეა სუფთა ფსიქოლოგიური: სანამ ცოცხალი ვარ, გული უნდა მოვიფხანო და ერთიც –  პროპაგანდისტული. მგონი, სხვა დამპყრობლებიც ასე არიან, მაგრამ, სადაც კი რუსი მიდის, იქ ძალიან მალე უჩნდება დაპირისპირების გრძნობა ადგილობრივებთან. ცდილობს, თავში ჩასცხოს და დაამციროს ისინი. იგივე დამოკიდებულება აქვთ აფხაზებთან. ძალიან მკაცრად ექცევიან და არა იმიტომ, რომ ვერ გათვალეს: შეუჩერეს რუსეთის მოქალაქეობის მიცემა, შეუზღუდეს ვიზები, სამკურნალოდ არ უშვებენ რუსეთში. რატომ? იმიტომ რომ რამდენიმე რამეს სთხოვენ სანაცვლოდ, მათ შორის, საკუთრების კანონის შეცვლას. ამიტომ აწვებიან, რომ როგორმე გატეხონ. ეს მათი მხრიდან იდიოტიზმია, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯებია, მაგრამ ასეთია რუსეთის ფსიქოლოგია.