ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში აფხაზი მოზარდები მოინათლნენ.
მათთან ერთად აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოვიდა რამდენიმე აფხაზი სტუდენტიც.
ისინი საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვენ და აცხადებენ, რომ არ სურთ წავიდნენ აფხაზურ ჯარში და იბრძოლონ ძმების, ქართველების წინააღმდეგ.
27 სექტემბერს ვლაქერნის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ მომლოცველებმა ანჩისხატი ენგურის ხიდთან მიაბრძანეს, საიდანაც ხატს ცხინვალის რეგიონში გადააბრძანებენ.