რატომ ხასიათდება ქართველი საზოგადოება აგრესიისა და სიძულვილის მაღალი დონით

რატომ ხასიათდება ქართველი საზოგადოება აგრესიისა და სიძულვილის მაღალი დონით

ყველას კარგად მოეხსენება, რით სრულდებოდა და სრულდება ჩვენს რეალობაში სუფრასთან თავშეყრა: საუკეთესო შემთხვევაში ჩოჩქოლით, უარესში – დაჭრა-მკვლელობითაც კი. თუკი ეს აფექტურობა სასმელს ბრალდებოდა, აწ უკვე სოციალურ და მედია-სივრცეში სავსებით ფხიზელი ადამიანები ისეთ აგრესიას აფრქვევენ, მისი ენერგიად გარდაქმნის საშუალება რომ იყოს, სამყაროს ასაფეთქებლად იკმარებდა. რა არის ჩვენს საზოგადოებაში არსებული აგრესიისა და სიძულვილის მიზეზი? – ამ არცთუ იოლ და პრობლემატურ საკითხში ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე გაგვარკვევს.

კვლევა არ ჩამიტარებიამაგრამ მგონიარომ წრეგადასულ აგრესიასა და სიძულვილს ვაფრქვევთგადაჭარბებულია ჩემი შთაბეჭდილება?

– დაახლოებით, მეც ასე ვხედავ, თუმცა სპეციალური კვლევა არც მე ჩამიტარებია. ამიტომ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენს ვარაუდებზე. მართლაც, მაღალია აგრესიის დონე, თუმცა ვიტყოდი, რომ აგრესიის დონე ყოველთვის მაღალი იყო საქართველოში. თუ დავუკვირდებით ჩვენს ყოფას და ყოფის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს, როგორიც არის კომუნიკაცია და კომუნიკაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს, როგორიცაა სხეულის ენა, ვნახავთ, რომ ჟესტების სიუხვე ლაპარაკისას, ხმამაღალი ინტონაცია და დაჟინებითი, მტკიცებითი ფორმით მიწოლა საუბრისას ჩვეულებრივი მოვლენაა ქართულ რეალობაში. თამადით დაწყებული და ძველი ბიჭის მუქარით დამთავრებული ქუჩაში.

დედებიც ხშირად ემუქრებიან შვილებსქმრები –  ცოლებს.

– მუქარაზე აგებული საზოგადოება იყო და არის კიდეც, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ აგრესიამ  მოიმატა, ალბათ, ყოველთვის იყო, უბრალოდ, რაც იყო, უკეთ გამოვლინდა.

სამხრეთელებისთვის ზოგადადაც ხომ დამახასიათებელია ხმამაღალი ინტონაციები და აქტიური ჟესტიკულაციაამის ნაკლებობას არც ევროკავშირის წევრი იტალიელები უჩივიან?

– ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ერთი ჩეჩენი თბილისში და ასეთი რამ მითხრა, როდესაც ქუჩაში დავდივარ, ენა არ ვიცი, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, რომ ყველა ერთმანეთს ეჩხუბება, ტონალობა აქვთ ისეთიო. ჩეჩნებმა ერთმანეთს ამ ტონით რომ ელაპარაკონ, ჩახოცავენ ერთმანეთს, ამიტომ ვერ ნახავთ ორ ჩეჩენს, ერთმანეთს რომ ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ, უფრთხიან ხმამაღალ ლაპარაკს, რადგან ხმამაღალი ლაპარაკი გადადის ჩხუბში და ისინი ერიდებიან ჩხუბსო. როგორც ჩანს, ჩვენთან, ჯერ ერთი, ხმამაღალი ტონალობაა და მეორე –  ჩხუბს არ ერიდებიან. არის ეთნოსები, სადაც ჩხუბი ტაბუირებულია, ჩვენთან არ არის და აგრესიას არ ერიდებიან. პირიქით, თუ დააკვირდებით, გინება ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვესმის, არათუ სხვისი, საკუთარი დედის გინება.

იოლი გამოსავალიათანგინების მოთხოვნილებას იკმაყოფილებენ და პასუხისმგებლობასაც იცილებენ თავიდანბოლოს და ბოლოსდედა მათია და უნდა შეაგინებენ და უნდა –  არა.

– ანუ თავის თავსაც ანგრევენ, რადგან საკუთარი დედის გინება ნიშნავს, რომ წიხლავ შენს წარმომავლობას. რაზე მეტყველებს საკუთრივ ეს მაღალი დონის აგრესია, როდესაც ადამიანი უაპელაციოდ მიმართავს ხმამაღალ ტონს და მაინცდამაინც მტკიცებითი ფორმით გამოხატავს თავის აზრს? ეს ჩემ ირგვლივ წამდაუწუმ ხდება, მათ შორის, ახლობლებშიც. უფრო მეტიც, დილაობით დავდივარ იპოდრომზე და მხვდებიან ადამიანები, რომლებიც დილიდან ლაპარაკობენ პოლიტიკაზე და ლაპარაკობენ აგრესიულად. არადა, დილის 7 საათია, ჩიტები ჭიკჭიკებენ, გარშემო სიმწვანეა, მზე ანათებს, გაიხარე, რაღაც სასიამოვნო თქვი, ახალი დღე დაიწყე მშვიდად და კარგი ამბით. ვერბალური აგრესიაც ხომ აგრესიაა?! რის სიმბოლო შეიძლება, იყოს ეს ყველაფერი? ინდივიდზე თუ ვისაუბრებთ, ასეთი უაპელაციო აგრესიული გამოხატვა, როდესაც შემაკავებელ იმპულსებს არ მიმართავ, არის უმწიფრობის, ფსიქოლოგიური მოუმწიფებლობის გამოხატულება. ანუ ადამიანი ჯერ კიდევ ინფანტილურ ფაზაშია. ბავშვი ტირის, როდესაუ სურვილი არ უსრულდება. პრობლემა არის არა აგრესია, არამედ მოუმწიფებლობა. ჩვენთან 60-80 წლის კაცსაც კი შეიძლება, ისეთ რეაქციები ჰქონდეს, რომელიც პატარა ბავშვს ან ჭაბუკებს ახასიათებთ. რამდენი ისტორიული პროცესი გავიარეთ, გვყავდა შოთა რუსთაველი, მაგრამ ვერ მოვმწიფდით. შალვა ნუცუბიძე ამბობდა შინაურულ საუბრებში, მე ქართველობის იდეა მიყვარსო. ანუ ყველა ქართველი არ ნიშნავს ქართველობას, ამ ქართველობას გამოხატავენ ერის წამყვანი შვილები. მასა სრულიად უმწიფარია.

ჯემალ ქარჩხაძე ამბობს თავის ერთ-ერთ რომანშიერი თავისი უკეთესი კი არაუარესი შვილით იზომებაო.

– ჩვენი უმწიფრობა განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლით, ადამიანები ისეთი მოუმზადებლები დახვდნენ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რჩება შთაბეჭდილება, რომ ისევ მონობაში უნდათ დაბრუნება.

თუმცა ფრომს აქვს მოსაზრებარომ ადამიანი მთელი სიცოცხლე მიილტვის მიღებული თავისუფლებისგან გაქცევისკენ.

–  მექანიმზები, რომლებიც ევროპაში ჰქონდათ თავისუფლებისგან გაქცევისთვის, ცოტა სხვა არის. იმ სირთულეებს, რასაც თავისუფლება უქმნის ადამიანებს, კომპენსაციას უკეთებენ ბევრი ნივთის, კომფორტის შეძენით, ანუ არსებობს ამ ჩიხის დაძლევის კონსტრუქციული და დესტრუქციული გზები. ჩვენთან სულ დესტრუქციული გზებია.

არ გვაქვს იმდენი ფულითორემ ჩვენც ფუფუნებაში გავექცეოდითალბათთავისუფლებას.

– ბავშვები ვერ აგნებენ კონსტრუქციულ გზას და პირველი, რაც მოუვათ თავში, არის ის, რომ იწყებენ ტირილს ან ყვირილს. იგივეა ჩვენთან: ეს დიდი ბავშვები უცბად ტეხენ ყვირილს. მე უმწიფრობის პრობლემას უფრო ვხედავ.

ჰუმანიზმის ნაკლებობაც იგრძნობარაც ვლინდება არა მხოლოდ ადამიანებისადმიმცენარეებისადმიცხოველებისადმი დამოკიდებულებაშიციმავე გარემოს დანაგვიანებაში.

– დეჰუმანიზებულია საზოგადოება, ადამიანსა და მის სიცოცხლეს დაბალი ღირებულება აქვს ამ სოციუმში.

დატირება რომ გრანდიოზული ვიცით?

– დატირება, რიტუალები არის ინფანტილიზმის გამოხატულება, იმიტომ რომ, როდესაც ზრდასრული ხარ, მოსულ ჭირს მედგრად ეგებები. შეუპოვრობა არის მომწიფებულობის ნიშანი. ემოციების ფრქვევა კი –  მოუმწიფებლობის. უკონტროლო ემოციებს ვგულისხმობ და არა საჩვენებელ, ეგზჰიბიციონიზმზე დაფუძნებული ტირილის საჩვენებელ შოუებს. მოტირლები ვიღაცეების შემოსვლისას რომ იწყებენ ხმამაღალ ტირილს და ერთმანეთს ეჯიბრებიან. ეს ყველაფერი არის მოუმწიფებლობის გამოხატვა. საქმე ის არის, რომ საზოგადოება დეჰუმანიზებულია არა მარტო ჰორიზონტალურად, ანუ საკუთრივ ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობაში, არამედ –  ვერტიკალურადაც, ანუ ხელისუფლების ხედვაც დეჰუმანიზებულია. მაგალითს გეტყვით: შევარდნაძის დროს იყო ასეთი ფრაზა: ვისწავლოთ სახელმწიფოებრივი აზროვნება. არადა ჰუმანური აზროვნება უნდა ვისწავლოთ. სახელმწიფო მიაჩნიათ უმაღლეს ღირებულებად, მაშინ, როდესაც არა სახელმწიფო, არამედ ადამიანია უმაღლესი ღირებულება. ანუ სახელმწიფო უნდა იყოს ადამიანისთვის და არა ადამიანი –  სახელმწიფოსთვის, მაგრამ ამის საფუძველია ქართული მენტალიტეტი. დიდ მკრეხელობას ვიტყვი: ავიღოთ იგივე ილიას ლექსი ქართლის დედისადმი, როდესაც დედას შვილების და საკუთარი ბედნიერებისთვის კი არ უნდა დედობა, არამედ, ერისთვის, რომ მას შესწიროს ეს თავისი შვილები.

მაგრამ ილიას დროს კონტექსტი სხვანაირი იყო.

– იყო სხვანაირი, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ითესებოდა იდეოლოგია, რომ ადამიანი არის ერისთვის და სახელმწფიოსთვის და არა ერი და სახელმწიფო – ადამიანისთვის. ეს ღერძი შემოატრიალა კანტმა, თორემ მანამდე ევროპაც ასეთი იყო; სწორედ ამ ახალ იდეას დაეფუძნა ევროკავშირი. იქიდან მოდის, რომ სპეციალური ბილიკებია უნარშეზღუდული ადამიანებისთვის, ველოსიპედით მოსიარულეთათვის, აქედან მოდის უმცირესობების უფლებები, რადგან მიიჩნევა, რომ ადამიანი თავისი უმცირესობითა და უმრავლესობით ზრუნვის საგანი უნდა იყოს. ჩვენს რეალობაში კი კონცეპტუალურად სხვა ხედვაა, არც ხელისუფლებას არ აქვს ჰუმანისტური ხედვები: გინდა ივანიშვილი ყოფილა, გინდა –  სააკაშვილი და გინდა –  ღარიბაშვილი. ყველანი არიან ავტორიტარები თავისი აზროვნების წესით, თუმცა უნდათ, რომ დემოკრატები იყვნენ, მაგრამ აზროვნების წესი, რომელიც არქეტიპულად გადმოეცათ წინა თაობებისგან, არის ავტორიტარული, დეჰუმანიზებული, რომელშიც უმაღლეს იდეას უნდა შეეწიროს ცალკე ინდივიდი.

ქვემოთანუ ერთმანეთის მიმართ არაჰუმანური დამოკიდებულების მიზეზი რა არის?

– ჰორიზონტალურადაც ასეთი მიდგომაა. ქართული რეალობა არის კონკურენტული რეალობა, ოღონდ კონკურენციაა არა ძლიერთან, არამედ მასთან, ვინც მის გვერდითაა –  მაგალითად, მეზობელთან, გინდ სუსტი ყოფილა, გინდ –  ძლიერი. ვინც მის გვერდითაა, იმისკენ იყურება და იმას უნდა ჩაუდგეს ჯიბრში. იმას კი არ იფიქრებს, რადგან მსოფლიო სტანდარტებია ასეთი, მეც ისეთი გავხდებიო, არა –   ამას რომ ასეთი ჭიშკარი აქვს, მეც ასეთი უნდა მქონდესო. ერთ-ერთ სოფელში, რომელთნაც ხშირად მაქვს კონტაქტი, წყალი არ არის. ვეკითხები იქაურებს, რატომ არ გაქვთ წყალი? მპასუხობენ –  იმიტომ რომ ხელისუფლება არ გვაძლევსო. თქვენ რა შეგიძლიათ გააკეთოთ? მილები უნდა ჩავყაროთო. რა გიშლის ხელს, რომ მილები ჩაყაროთ? ფული უნდა შევაგროვოთ. ყველამ რომ შეაგროვოთ, რამდენია დასადები? ლარ-ლარიო. მერედა დადეთ ლარ-ლარი და შეაგროვეთ ფული-მეთქი. მართალი ხარ, მაგრამ გასათხრელი რომ არისო? გათხარეთ-მეთქი, მე რატომ გავთხარო, ის რომ არ თხრისო?! ანუ კონკურენციაშია ვიღაცასთან არკეთებაში. უცნაური რამაა! შენებაში კი არა, არშენებაში. მართალია, ეს კერძო საუბარი იყო, მაგრამ ასეთ შემთხვევებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ხანდახან ერთი შემთხვევა გიხსნის მთელი სამყაროს არსს. თუ აქედან ამოვალთ, ეს არის ერთმანეთთან კონკურენტული საზოგადოება და არ არის ინდივიდუალისტური, ძალიან კოლექტივისტურია. უფრო მეტად ცხვრის ფარაა და ყოჩებს მისდევენ.

აბაქართველი ინდივიდუალისტიაო?

– ეს გამოგონილია. როგორც კი დაინახავე ინდივიდუალიზმსა და განსაკუთრებულ ადამიანს, მაშინვე ჩაქოლავენ და გაჰყვებიან ყოჩს. არჩევნების დროს ერთ-ერთ ჩემს ნაცნობს ვუთხარი ერთ-ერთ კანდიდატზე, მიეცი ხმა-მეთქი. მინც ვერ გავა, რატომ უნდა მივცე ხმა, ვინც მაინც გავა, იმას მივცემო. არადა, თუ ის მაინც გავა, შენ რატომღა აძლევ ხმას? იმიტომ რომ კომფორმისტია თავისი ბუნებით, ცხვრის ფარაა. ამდენად, ამ სიტუაციაში, როდესაც ადამიანები არიან კომფორმისტები და კოლექტივისტურ კულტურას წარმოადგენენ, მათ შორის შიდა კონკურენციაა.

ვინ უფრო მეტად კომფორმული იქნება?

– ვინ უფრო მეტად იქნება ცხვარი და არის კონკურენცია კომფორმიზმში, ასე იგება საზოგადობის პოლიტიზაციის მაღალი ხარისხი. ვიღაც გახდება უმრავლესობა და დაიწყება უმცირესობის ლანძღვა, იმიტომ რომ ის ჩვენნაირი არ არის, შემდეგ გადადის ეს სიძულვილში და აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ ქართველი მარტო თავისიანს, მხოლოდ და მხოლოდ თავის მსგავსს იტანს. სხვისი მოსმენაც არ უნდა. გულში მისთვის აუტანელია განსხვავებული აზრის მქონე. ამიტომ ქართველი თავის წრეში ვერ იტანს გამორჩეულ პიროვნებას, ნიჭიერს და რაღაცის გამკეთებელს. საქართველოში თქვენ ვერანაირ იდეას ვერ გაატარებთ, იმიტომ რომ დაგხვდებათ უზარმაზარი წინააღმდეგობა. მაგრამ საკმარისია ამერიკამ, ძლიერმა უთხრას, ეს ფარა მაშინვე გაჰყვება ყოჩებს. აი, ასეთი სოციუმია. ამ ფარას არ აქვს თვითკმარობა, ის, რაც ილიამ უთხრა თავის საპროგრამო წერილებში: შენი თავი შენადვე გეყუდნესო. ამის ნაცვლად თითოეული მათგანი ორიენტირებულია ორიენტაციაზე: ზოგი ამბობს, დასავლეთის ორიენტაციაო, ზოგი –  ჩრდილოეთის, ზოგიც –  სექსუალური ორიენტაციაო. ანუ ის კი არ არის საინტერესო, ვინ ხარ, არამედ ის, თუ რას მიაკუთვნებ საკუთარ თავს. ფარნავაზ მეფეს ჰქონია ასეთი ფრაზა: სახელმწიფოს, რომელიც სხვის იმედზეა, არაფერი გამოუვაო.

ასე რომ ფიქრობდაიმიტომაც შექმნა სახელმწიფო.

– ანუ მან თქვა, თვითკმარი თუ არ ხარ, არაფერი გამოგივაო. თვითკმარობა აკლიათ. არათვითკმარი ადამიანები კი ძალიან აგრესიულები არიან, არათვითკმარი ადამიანისთვის დამახასიათებელია ვიღაცის ძებნა, ვისაც უჩქმეტს.

სულ ასეთები ვიყავით?

– „დავითიანს“ რომ წაიკითხავ, თითქოს დღევანდებლობაა აღწერილი ან ილიას „ბედნიერ ერს“.  ანუ ასეთები ვიყავით: უმწიფარი ხალხი.

აბარის ხარჯზე გავძელით?

– ეს გაძლებაა?! ფიროსმანი მშიერი მოკვდა, ვაჟა-ფშაველა შიმშილით მოკვდა, არც კი ვიცით, შოთა რუსთაველს ჰქონდა თუ არა ბიოგრაფია, ვერ გაიგებ, რა მოხდა. რა თქმა უნდა, სიკვდილის შემდეგ ყველა დაფასებულია, მაგრამ ადამიანს ხომ სიცოცხლე უნდა?! ილიას საერთოდ ტყვია ვესროლეთ შუბლში. არადა, ილიასნაირი მოაზროვნე შეშურდებოდა ნებისმიერ ერს არათუ იმ საუკუნეში, დღესაც, ალბათ. სხვათა შორის, ილიას ჰქონდა ექსკლუზიური უფლება, ღამით გაეღვიძებინა იმპერატორი და რუსეთის „დუმაში“ იმიტომ მიიწვიეს, რომ მას უნდა ჩაეტარებინა სტოლიპინთან ერთად ეკონომიკის სფეროში რეფორმა. უზარმაზარი გაქანების ადამიანი იყო და მოვკალით. ესე იგი, აგრესიის რამხელა მუხტია!