შენელებული მოქმედების “ციანიდის საქმე”

შენელებული მოქმედების “ციანიდის საქმე”

ციანიდის საქმემ” თავისი დამანგრეველი როლი უკვე შეასრულა,ოღონდამ ნივთიერებისგან განსხვავებითმისი ეფექტიმყისიერიკი არახანგრძლივი და შენელებული მოქმედების ნაღმის მსგავსია.

 

რამდენს არ ეცადნენ ლიბერალებად სრულიად უსამართლოდ შერაცხილი ახალი თაობის მებრძოლი ათეისტები (აქ, ალბათ, ბრჭყალები უნდა გამომეყენებინა, მაგრამ ისე ზუსტად პასუხობენ გამოთქმის შინაარსს, ბრჭყალები, ვფიქრობ, სრულიად უადგილოა) მართლმადიდებლობის დაცინვას და მასხრად აგდებას, მაგრამ “ჯიპიანი მამაოს” თემა ვერ იქცა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის ქმედით ლოზუნგად.

ლოზუნგებმა – “საქართველო შევარდნაძის გარეშე” და “აჭარა აბაშიძის გარეშე” _ თავის დროზე წარმატებას აზიარა ავანტიურისტი სააკაშვილი, მაგრამ ამ წარმატებაში მეტი წვლილი თვითონ შევარდნაძესა და აბაშიძეს ჰქონდათ შეტანილი. არც ერთმა და არც მეორემ რევოლუციონერებს “საკრალური მსხვერპლი” არ მიართვეს და სისხლის დაუღვრელად წავიდნენ.

წამოზრდილმა “კმარელებმა” ვერ გარისკეს მამა-მარჩენლისლოზუნგის გადამღერება _ “ეკლესია ილია მეორის გარეშე” დავლადიმერ ულიანოვივით, “სხვა გზით წავიდნენ”, მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსების გზას დაადგნენ დამართლმადიდებელ ეკლესიას სიწმინდის საფარვლისჩამოგლეჯა დაუპირესმართლაცთუ ეკლესიასა დამღვდელმთავრებში სიწმინდე არ ყოფილარატომ უნდა ენდომათრატომ უნდა ჩააბარო აღსარებარატომ უნდა გჯეროდესმათი სიტყვის?

პარალელურად ამკვიდრებდნენ აზრს, რომ “მართლმადიდებელი მრევლი ბნელია”. ქვისა და წვეთი წყლის პრინციპით მოქმედებდნენ და სულ უფრო ემსგავსებოდნენ პირველი თაობის ბოლშევიკებს. ტროცკის დღევანდელი მემკვიდრეები ერთი-ერთში იმეორებდნენ, საზოგადოდ, რელიგიის წინააღმდეგ მის მიერ დამკვიდრებულ მეთოდებს, თუმცა გლდანის ეკლესიის კარიბჭის შელეწვამ ყველას (ან ბევრს) დაანახვა, რომ “ვარდების” სახელით მოსული გაავებული ბრბო ქვეყანას კარგს არაფერს უქადდა.

ვითომდა სეკულარიზმის პრინციპის ერთგული “კმარაზიტები” ხელიდან არ უშვებდნენ შემთხვევას, რომ ეკლესიის საქმეებში ჩარეულიყვნენ. ინტელექტუალობის პრეტენზიის მქონენი კი პირდაპირ აცხადებდნენ, რომ მართლმადიდებლობის მოსასპობად არაფერზე დაიხევდნენ უკან. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ იდეებმა პოპულარობა ვერ მოიპოვა. ვერც რუსეთთან ლოიალობის თემამ იმუშავა, რადგან არ არსებობს ერთი საკითხიცრომელშიცქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოსრომელიმე ინტერესი დაეთმოს რუსეთთან ერთმორწმუნეობისმიზეზითპირიქით _ ყველაზე მძიმე მომენტშიროდესაცსაქართველოს საერო ხელისუფლებამ დაკარგულ ტერიტორიაზედაღუპული სამხედროები უპატრონოდ დატოვამათიცხედრები სწორედ ეკლესიის საჭეთმპყრობელმა და მღვდელ-ბერმა გადმოასვენა.

სააკაშვილი მაშინაც აეტორღიალა წასულ მატარებელს, როდესაც პერევიდან პატრიარქის თხოვნით გასულ რუსულ ჯარს გზაში დააწია, პატრიარქი “ჩემი დავალებით მოქმედებდა”-ო. ყველაფერი მეტად მარტივი იყო. ავტორიტეტებთან მებრძოლმა სააკაშვილმა ეკლესიის ავტორიტეტს ვერაფერი დააკლო და “სხვა გზითწავიდა” _ ცალკეული იერარქების მოსყიდვა-გადაბირებისგზითსქემა ასეთი იყოაჩუქე ჯიპი (და სხვა ქონებადა მერეგაუთავებლად ილაპარაკე “ჯიპიან მამაოებზე”(!). როდესაცმეუფე ამბიონიდან ეწევა წინასაარჩევნო აგიტაციას და ეპარქიაპოლიტიკოსების პლაკატებით აქვს მოფენილიროდესაც თვალსხუჭავს სისასტიკესა და უსამართლობაზეროდესაც პირადიფუფუნება და სიმდიდრე აღარ იმალებაიქ კარგს არაფერს უნდაელოდე. წმინდა წერილი ნათლად აჩვენებს, რომ ადამიანი და მისი ვნებები არ იცვლება, ეპოქის მიუხედავად; იცვლება გადაადგილების საშუალებები და, თუ ადრე ჯორზე მჯდომი ეპისკოპოსი იყო იმჟამინდელ რევოლუციონერთა თავდასხმის ობიექტი, ახლა ჯიპში მსხდომი მამაოები არიან. არადა, ერთი სრულიად არარელიგიური პერსონაჟი გვასწავლიდა, რომ ავტომობილი გადაადგილების საშუალებაა და არა ფუფუნება.

ამ დუნედ მიმდინარე და არცთუ შედეგიანი კამპანიაში დიდი არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ, აი, საქართველოს მთავარმა პროკურორმა, მერაბიშვილის ტრადიციის თანახმად, “ციანიდის საქმე” პირდაპირ ეთერში “გახსნა” და გამჭვირვალედ მიანიშნა, რომ დეკანოზი გერმანიაში პატრიარქის მოსაკლავად მიდიოდა. მოგვიანებით ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც გამოვიდნენ განცხადებებით, რომ “უდიდესი ტრაგედია” აიცილეს თავიდან. კიდევ ცოტა ხანში ყველამ უარყო, რომ პატრიარქის მოწამვლაზე იყო საუბარი.

ადვოკატები იმუქრებიან, რომ, თუ დეკანოზს არ გაათავისუფლებენ და საქმეს არ დახურავენ, მთელი სინოდის დაკითხვას მოითხოვენ სასამართლო პროცესზე. “ჩადებებს” მიჩვეული საზოგადოება ციანიდის ჩადებაზე ლაპარაკობს. ჩანაწერებში ნათქვამი “შორენა მარილზე უნდა გავიდეს” მრავალგვარ ინტერპრეტაციას განიცდის და გვარწმუნებენ, რომ “მარილზე გასვლა” მოკვლას არ ნიშნავს.

როგორც ხშირად მომხდარაწვრილმანებზე დავისას იკარგებამთავარი – ისრაც ყველაზე დამაზიანებელია ერისთვისაც დაბერისთვისაცთუ სასულიერო პირს ვინმეს მოკვლის განზრახვაშეიძლება ჰქონდესმაშინ რატომ უნდა ენდო მათრატომ უნდაჩააბარო აღსარებარატომ უნდა გჯეროდეს მათი სიტყვისასეთსაჩუქარზეეკლესიასთან მებრძოლ ათეისტებს რომ ჩაუვარდათ (თუ ჩაუგდეს?) ხელშიოცნებაც კი არ შეეძლოთ.

საზოგადოდ, ყველა ხელისუფლებას, განსაკუთრებით დღევანდელს, სჭირდება ხალხის მზარდი უკმაყოფილების რომელიმე გამარჯვებით ჩაწყნარება. და რა უნდა იყოს იმაზე დიდი გამარჯვება, ვიდრე “მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის” თავიდან აცილებაა?! სააკაშვილის პერიოდშიც და ახლაც ხომ მართლმადიდებელი ეკლესია უპირობო ლიდერია ხალხის ნდობის თვალსაზრისით.

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ერთი ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა: წმინდა მეფემდავით წინასწარმეტყველმა ასე თქვამოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსაწარმოიდგინეთდავით მეფეამბობსმოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსაეს მან თქვა იმიტომრომმრავალი განსაცდელი შეხვდაერთ-ერთი უმძიმესიგანსაცდელი იყო ისრომ შვილმა უღალატამაგრამ მწუხარებასიხარულად გარდაიქცევამწუხარება სიხარულით შეიცვლებადა ჩვენ უფალს შევთხოვთრომ მწუხარება სიხარულითშეცვალოს”.

ზოგმა ამ განცხადებაში პატრიარქის ძმისშვილი იგულისხმა, ზოგმაც _ ფართო გაგებით ყველა მორწმუნე – პატრიარქის სულიერი შვილები, თუმცა განა გასაკვირია, რომ ეკლესიის საჭეთმპყრობელს “მოეწყინოს”? თითქმის 40 წლის განმავლობაში გაწეული ღვაწლი და შრომა, ეკლესიის გაძლიერებისთვის გაღებული მსხვერპლი და ბევრის დათმენა წყალში გადაყრის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახსოვს მოკლულიპატრიარქებინაწამები და გასრესილი სასულიერო პირებიდაობლებული ეპარქიებიდაკეტილი და დანგრეული ეკლესია-მონასტრებიიყო ჟამიროცა სულ რამდენიმე ათეულიანაფორიანი ადამიანი იყო დარჩენილი საქართველოშიზოგიტყეში იმალებოდაზოგი – მივარდნილ მონასტერშიდახვრეტილ და გაპარსულ მღვდლებზე რომ არაფერი ვთქვათიმ მძიმე ჟამს ეკლესიის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგადასწორედ იმ ერთეულმა სასულიერო პირებმა მოიტანეს დღემდეეკლესია.

სადაც არის ცოცხალი ადამიანი, იქ არის ბრძოლა დაწინაურებისთვის, ბობოქარი ადამიანური ვნებები და ეს არც ეკლესიისთვის არის უცხო. მთავარია, სად გადის ზღვარი, რომლის გადაბიჯების უფლება არათუ სასულიერო პირს, არამედ საეროსაც არ აქვს! “მეუფე ყანდურებზე” პირველად სწორედ “საქართველო და მსოფლიო” წერდა და არა ეკლესიასთან ბრძოლის, არამედ მის რიგებში უღირსთა მხილების მიზნით. დრო გადიოდა და ყველაფერი ისევ ისე რჩებოდა. ჭირმა კი თავი არ დამალა და, თუ “ციანიდის საქმეს” არა მხოლოდ საეროარამედსასულიერო სჯულის კანონით არ გაეცემა პასუხიშენელებულიმოქმედების ნაღმი უთუოდ ამოქმედდება.

ახალ რუის-ურბნისის კრებაზე, უკვე კარგა ხანია, ლაპარაკობენ. ვინ უნდა გამართოს იგი? მეუფე ყანდურებმა? საერო ხელისუფლებამ? დღეს ისეთი პირები იჩემებენ სიმართლისთვის დასჯილის მანტიას, ვისაც ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. ჯერ “რუსთავი 2-”ის სკანდალი არ ჩამცხრალა და საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” თანამშრომლები მოითხოვენ მეუფეს დაბრუნებას დირექტორად. საერთოდაც, რატომ უნდაიყოს ტელევიზიის დირექტორი მიტროპოლიტითუმცაქვეყანაშისადაც გენერალური პროკურორის ყოფილიმოადგილეა “თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის” გენერალურიდირექტორიიქ აღარაფერი უნდა გიკვირდეს.

ვინც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში “რეფორმატორულ ფრთაზე” ლაპარაკობს, მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მის წიაღში არც ერთი არ არის მარტინ ლუთერი და არც საქართველოს ეკლესიაა ვატიკანი. საერო ხელისუფლების მხრიდან იმ საკითხებში ჩარევა კი, რომლებზეც მას წარმოდგენაც არ აქვს, კარგით არაფრით დამთავრდება თვით ხელისუფლებისთვის.

დღეს მავანი ქირქილებს, _ რაც ვერ გაბედა სააკაშვილმაისგაბედა ივანიშვილმაოეს მინიშნებაა ეკლესიის საქმეებშიჩარევაზეუფრო მძაფრად – პოლიტიკური ბანაკების მხრიდანსაკუთარი კანდიდატურის პატრიარქის ტახტზე ასაყვანადბრძოლაზესააკაშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრსშეასწრო გერმანიაშიპატრიარქის პალატაშიმისი ერთგულიმეუფეები დაუფარავად ლაპარაკობენ პატრიარქის გარემოცვაზე, “რუხ კარდინალებზე” და მუქარასაც არ ერიდებიანგაისმისხმები იმაზეცრომ პატრიარქმა ახლავე უნდა დაასახელოსმემკვიდრეარადაკარგად იციანრომ საბოლოოდპატრიარქიკენჭისყრით აირჩევა და იგი შეიძლება სულაც არ იყოსდასახელებული მემკვიდრე.

თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ვარდოსანიძე იხსენებს: “1943 წლის იანვარში 77 წლის კათალიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე შეუძლოდ გახდა, ავადმყოფობა ხუთ თვეს გაგრძელდა... ოდნავ მომჯობინებულ საჭეთმპყრობელს ურჩიეს სასწრაფოდ საყრდენი ეპისკოპოსის კურთხევა. მანაც იმავე წლის 23 მაისს ნინოწმინდელ ეპისკოპოსად აკურთხა ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვარი დიმიტრი (ლაზარიშვილი), რომელიც 1947 წელს 58 წლისა გარდაიცვალა. განსვენებულს წესი აუგო უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ, რომელმაც ამის შემდეგ კიდევ ხუთ წელს იცოცხლა”...

მარხვისას მრავლის შემცოდენი ამას ვერ მიხვდებიან, ისევე, როგორც მებრძოლი ათეისტები; ვერც იმას გაიგებენ, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია და მისი ერთიანობა გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი ადამიანის (სასულიერო პირისაც) კეთილდღეობა. მაღალი იერარქებიც და ჩვენც მოკვდავნი ვართმართლმადიდებელი ეკლესიაა მარადიულიდათუმარადიულობასა და წარმავალობას შორის სხვაობას საერო ანსასულიერო პირები ვერ აცნობიერებენდღეს მაინც იმოქმედონისეთითქოს ეს მათი უკანასკნელი დღეა.