ალექსანდრე აბდალაძე - „ყველა სომხური ეკლესია საქართველოში უკანონოა“

ალექსანდრე აბდალაძე - „ყველა სომხური ეკლესია საქართველოში უკანონოა“

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე აბდალაძე რელიგიური კონფესიის შესახებ მიღებულ ახალ კანონს აპროტესტებს და საქართველოს პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილს სომხური საქმეების შემსრულებლად აცხადებს.

აღნიშნული კანონის საფუძველზე იგი საქართველოს კატასტროფულ მომავალს „უწინასწარმეტყველებს“. აქვე, ალექსანდრე აბდალაძე თავის ახალ წიგნზეც „სომხების პრობლემა საქართველოსთვის“ ისაუბრებს.

- ყველა სომხური ეკლესია საქართველოში უკანონოა. სააკაშვილმა კი მათ  საუკუნეების წინანდელი ოცნება აუსრულა და სომხურ ეკლესიას დღეს  პრივილეგიები მიანიჭა.

ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: არ არსებობს „ნასომხარი“, არ არსებობს არც ერთი გაქართველებული სომეხი, რომელიც ქართულ ეროვნულ საქმეს აკეთებდეს, რადგან სომეხი სომეხია და ის ყოველთვის სომხურ საქმეს აკეთებს. ყველა სომეხი, რომელიც „ქართველობს“, იღებს ქართულ გვარს, ამას აკეთებს ერთადერთი მიზნით - ავნოს და დააზიანოს ქართული საქმე.

გვარშეცვლილი, ვითომ „გაქართველებული“ სომეხი არის ქართული საზოგადოების პირველი მტერი, რადგან ასეთი სომხების უმრავლესობა სომხეთის დაზვერვის აგენტურაა. თავიდანვე ვამბობდი, არ გვინდა ნასომხარი პრეზიდენტი, საქართველოს დაღუპავს-თქო, მაგრამ არავინ დამიჯერა, ახლა კი  შედეგებზე წუწუნებენ. ერთ თანამდებობის პირს (ვინაობას შეგნებულად არ  დავასახელებ)  ჩემი პოზიცია რომ მოვახსენე, მიპასუხა, კაი ერთი მოგცლია, მე გამაძღოს და სომეხს კი არა „ზანგს“ ავირჩევ საქართველოს პრეზიდენტადო. ზუსტად ასეთმა მიდგომამ დაღუპა საქართველო.

ეს კიდევ დასაწყისია, წინ უარესი გველოდება. საქართველო კატასტროფული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. ამერიკულ სომხურ წრეებსა და სომხეთის საპატრიარქოს საქართველოში ეროვნული პოზიციების დასუსტება და საკუთარი უფლებების გაზრდა აქვს მიზნად დასახული.

საწყის ეტაპზე სომხებმა 6 ეკლესია სიმბოლურად მოითხოვეს, ისე კი, 650 ეკლესიის დაპატრონება აქვთ გადაწყვეტილი, რაც სომხური იდეოლოგიის გატარების მყარი საფუძველი იქნება. ეს არის მოსამზადებელი ნიადაგი, რომ ბოლოს საქართველო სომხურ პოლიტიკურ ერთეულად აქციონ და ბათუმში ზღვაზე გასასვლელი მოიპოვონ.

ვიმეორებ, ის, რაც დღეს ხდება, მხოლოდ დასაწყისია, ახლო მომავალში მთელი აღმოსავლეთ საქართველო აფხაზეთის ბედს გაიზიარებს, თუ ქართველი ერი დროზე არ გამოფხიზლდა და სასწრაფო ზომები არ მიიღო. ჯავახეთი სააკაშვილმა სომხებს თითქმის უკვე გადაულოცა, ახლა ჯერი თბილისზეა. ამ მიზანს ემსახურება საქართველოს დედაქალაქის ქუთაისში გადატანაც.

როცა მეფის რუსეთში რევოლუცია მოხდა და საქართველო და სომხეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადდა, საქართველოს დედაქალაქად თბილისის აღიარება სომხურმა წრეებმა გააპროტესტეს, თბილისი სომხური ქალაქია და საქართველოს დედაქალაქი  ქუთაისი უნდა იყოსო. მაშინ სომხები ვერაფერს გახდნენ და ამის გაკეთება დღეს სააკიან-სააკაშვილისა და სხვა  გვარგაქართულებული სომხების მეშვეობით მოინდომეს.

გინდათ თქვათრომ სუვერენული საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი სომხური წრეების დაკვეთებს ასრულებს?

- სააკაშვილი ამერიკაში მყოფ სომხურ წრეებთანაა შეკრული და, რა თქმა უნდა, მათ დაკვეთებს ასრულებს. იგი საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ამერიკაში მყოფი სომხური გავლენიანი წრეების ხელდასმით გახდა, თუმცა ამ დაკისრებული მოვალეობების გარდა, მასში სომხური სისხლის ყივილიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

სააკაშვილმა კარგად იცის, რომ ადრე თუ გვიან ქართველების რისხვას ვერ ასცდება და საქართველოდან წასვლა მოუწევს, მაგრამ მას ამერიკული სომხური წრეების იმედი აქვს, რომ თავდადებას დაუფასებენ. ამ ხიბლით იგი საქართველოს საბოლოოდ დაღუპავს.

სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც სააკაშვილის სომხობასთან დაკავშირებით თქვენთან ჩემი ინტერვიუ დაიბეჭდა, ბევრი მოსაზრება გამოითქვა. ერთ-ერთის მიხედვით, თითქოს სააკაშვილები ნამდვილი სომხები კი არა, გასომხებული ქართველები იყვნენ, რომლებიც გრიგორიანულ სარწმუნოებაზე იწერებოდნენ, ახლა კი საკუთარ ფესვებს დაუბრუნდნენ. მინდა ამაზე ასეთი კომენტარი გავაკეთო: მსგავსი სახის განცხადებებს მხოლოდ სააკიან- სააკაშვილის ლაქიები ავრცელებენ. საქართველოში მე-19 საუკუნემდე ქართველების გასომხება არ ხდებოდა. სომხების გაქართველება კი უდავო ფაქტია. როცა სპარსეთის დახმარებით სომხეთი გაძლიერდა, სომხურმა ეკლესიამ გაქართველებული სომხების ისევ სომხურ სარწმუნოებაზე მოქცევა დაიწყო. რაც შეეხება თავანკარა ქართველების გასომხებას, ასეთ ფაქტებს ისტორიაში ადგილი თითქმის არ ჰქონია. იყო რამდენიმე ქართველი, რომლებსაც სომხის ქალები შეუყვარდათ და ისინი მითხოვების წინ საქმროებს გრიგონიანულ სარწმუნოებაზე გადასვლას სთხოვდნენ, თუმცა მსგავს ფაქტებს საქართველოს სამეფო კარი და ეკლესია კატეგორიულად კრძალავდა. ასე რომ, სააკაშვილის ქართველობა სრული აბსურდია.

ბატონო ალექსანდრეთქვენს ახალ წიგნში „სომხების პრობლემა საქართველოსთვის“ რას სთავაზობთ მკითხველს?

- ახალი წიგნის დაწერა იმ დაპირისპირებულმა ურთიერთობებმა გადამაწყვეტინა, რომელიც მთელი 22 საუკუნის განმავლობაში, ანუ ქრისტეს შობამდე მეორე საუკუნიდან არსებობს მეზობელ სომხეთსა და საქართველოს შორის. წიგნი ამ ორი ერის მხოლოდ წინა საუკუნეების ურთიერთობებს კი არა, დღევანდელ დამოკიდებულებებსაც ეხება.

მაგალითად, ბოლო თავის სათაური ასეთია „სომხების პრობლემა საქართველოსთვის  XIX-XXI საუკუნეებში“, ხოლო მე-4 ქვეთავის სათაურია „სომხებს უნდა აეღოთ თბილისი, თუ ქართველებს - ერევანი?“. აქ მოთხრობილია, 1918 წელს სომხეთმა ომის გამოუცხადებლად საქართველოს ვერაგულად რომ შემოუსია ჯარი.

სომხების მიზანი დიდი სომხეთის ჩამოყალიბება და საქართველოს დაპყრობა იყო. მცირე პერიოდის განმავლობაში მათ საქართველოს ერთი ნაწილის მიერთება მოახერხეს კიდეც, თუმცა ქართველი ერი სომხეთზე დიდ დამპყრობლებს: სპარსეთს, რომის იმპერიას, არაბეთის იმპერიას არ ეგუებოდა და სომხეთს შეარჩენდა საკუთარ მიწა-წყალს?! ქართველებმა სომხეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები უკანვე დაიბრუნეს, რაც განხეთქილების საგნად იქცა ამ ორ ერს შორის.

წიგნში ის რეალობა მაქვს აღწერილი მოკლედ, რაც სომხებისთვის და ჩვენი პრეზიდენტისთვისაც მეტად მტკივნეული იქნება.

წიგნი მცირე ტირაჟით გამოვეცი, რადგან არც მე მქონდა საკმარისი ფინანსები და არც სპონსორი მყავდა. 2008 წელს კი დამასპონსორეს, მაგრამ მეორე წიგნის დაფინანსების სურვილი არავის გამოუთქვამს. ეს ჩემთვის გასაგებიცაა - სომხების მხილება იგივე ამ ხელისუფლების მხილებაა, ამიტომაც დარჩა სპონსორის გარეშე ეს წიგნი. არავის სჭირდება მთავრობასთან პრობლემები ასეთი პოზიციის მქონე ავტორის გამო.

 

 

 

ილია ლომკაცი ბატონო ალექსქნდრე ძალიან გამახარა თქვენმა გაბედულმა მოსაზრებამ. ყველაფერში გეთანხმებით მხოლოდ ნუ დაგვავიწყდება რომ გასომხების პროგრამა საბჭოთა კავშირის პროგრამა იყო. მათ იცოდნენ რომ თუ სომეხი მოკავშირეები არ ეყოლებოდათ, ყოველთვის გაუჭირდებოდათ ქართველების მართვა. ამისათვის მოიგომეს გვარის შეცვლის სტრატეგია და გაამართლა კიდეც
4 წლის უკან