ოპოზიციური სპექტრი „დიდ პოლიტიკურ ერთობას“ ქმნის?!

ოპოზიციური სპექტრი „დიდ პოლიტიკურ ერთობას“ ქმნის?!

11 მარტს, „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციას მხოლოდ სამი პარტია არ შეუერთდება

რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია-კონცერტი 11 მარტს რუსთაველის გამზირზე გაიმართება. საინტერესოა, მივლენ თუ აქციაზე სხვადასხვა პარტიის წევრები, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მათგან ბევრმა, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ,,რუსთავი 2''-ის მხარდამჭერ განცხადებას ხელი მოაწერეს. გააერთიანებს თუ არა ოპოზიციურ სპექტრსრუსთავი 2“-ის საქმე? - ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, „ვერსიაპოლიტიკოსებს დაუკავშირდა.
პარტია ,,რეფორმატორების'' ლიდერი ირაკლი ღლონტი მიიჩნევს, რომ დღეს ქართველი ხალხის ბრძოლით მოპოვებული თავისუფლების დაკარგვის საფრთხეა. ზღვარი თავისუფლებასა და ტირანიას შორის, სწორედ „რუსთავი 2“-ზე გადის, სწორედ ამიტომ ,,რეფორმატორები'' 11 მარტს აქციას შეუერთდებიან: პარტია ,,რეფორმატორები'' ვაწარმოებთ კონსულტაციებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და ვუერთდებით ,,რუსთავი 2''-ის მიერ დაანონსებულ აქციას. ხელისუფლების რეალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს შეტევას თავისუფალ მედიაზე, რაც ნიშნავს შეტევას სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის უმთავრესი პრინციპების წინააღმდეგ. ჩვენი მიზანია, ერთიანი ძალისხმევით და ყველა კანონიერი გზით, ხელი შევუშალოთ საკონსტიტუციო ძალაუფლების მქონე ხელისუფლებას, რათა ვერ შეძლოს სიტყვის თავისუფლების აკრძალვა, პრეზიდენტის ინსტიტუტის ბოლომდე განადგურება და რუსეთის იმპერიალისტური ინტერესების გატარება. სტრასბურგის უპრეცედენტო გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ცხადყო ცივილიზებული სამყაროსთვის ქართული დემოკრატიის არსებობის მნიშვნელობა. აშკარა გახდა, რომ საქართველოს ყველა პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტი, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აღაშფოთებთ. იმედია, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მოსახლეობა, საერთაშორისო პარტნიორები, ერთად ვიასპარეზებთ მაფიოზური სისტემის დემონტაჟისთვის და შევძლებთ სიტყვის თავისუფლების გადარჩენას“. 
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ აქციის ერთ-ერთი ინიციატორები არიან და სტრასბურგის საბოლოო გადაწყვეტილების იმედი აქვთ: ახლა საზოგადოების კონსოლიდაციაა მნიშვნელოვანი, რადგან გვესმის, რა საფრთხის წინაშეც ვართ. უზენაესი სასამართლოს მიერ ერთ დღეში მიღებულმა გადაწყვეტილებამ ცხადყო - არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ შევძლებთ ხელისუფლებაზე ზეწოლას. აქ პრინციპული საკითხი დგას - მოახერხებს თუ არა ივანიშვილი ოლიგარქიული მმართველობის დაკანონებასა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის კონტროლქვეშ მოქცევას. მიხარია, რომ პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ამ საკითხში ერთსულოვანია“. 
ექსნაციონალი და „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილიც ყოფილი თანაგუნდელის აზრს იზიარებს და ფიქრობს, რომ ეს არაა კონკრეტული სამაუწყებლო კომპანიის დახურვის მცდელობა და სიტყვის თავისუფლების დახშობას შეუქცევადი პროცესი მოჰყვება: მოგვწონს თუ არარუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა, ის მთავრობისგან თავისუფალი სამაუწყებლო კომპანიაა და განსხვავებული აზრი, ნაციონალური ტელეკომპანიებიდან, მხოლოდ ამ არხზე ისმის. აქედან გამომდინარე ვუერთდებით აქციას“. 
სამაგიეროდ, რადიკალურად განსხვავდება ნინო ბურჯანაძის თანაგუნდელის გიორგი ახვლედიანის პოზიცია, რომელიც პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო'' ერთ-ერთი ლიდერია: როგორ წარმოგიდგენიათ, ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებულ პოლიტიკურ აქციაზე მივალთ?! - გამორიცხულია! ნაცმოძრაობის აქციებსა და პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობას არ ვაპირებთ!“ 
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ნინო გოგუაძე განმარტავს, რომ პარტია საორგანიზაციო საბჭოს წევრი არაა და არ მონაწილეობს არანაირ პოლიტიკურ გაერთიანებაში. მიუხედავად ამისა, ,,თავისუფალი დემოკრატები'' მხარს უჭერენ „რუსთავი 2''-ს, სიტყვის თავისუფლებას და შესაბამისად, 11 მარტს დაგეგმილ აქციას აუცილებლად შეუერთდებიან. 
აღმოჩნდა, რომ აქციას ,,ქრონიკულად მარტო მოთამაშედ'' მონათლული ლეიბორისტებიც შეუერთდებიან. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას განმარტებით, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ,,თავისუფალი სიტყვა იზღუდება და კრიტიკული მედიის ხელში ჩაგდება სურთ. ეს პროცესი დიდი ხანია დაიწყო, ,,იმედთან'', ,,მაესტროსთან'', საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულმა მოვლენებმა გამოკვეთა ივანიშვილის სურვილი გააკონტროლოს მედია. „რუსთავი 2“ ყველაზე რეიტინგული და დაუმორჩილებელი ტელეკომპანიაა და მისი ხელში ჩაგდებისთვის ყოფილი პრემიერი ყველა უკანონო საშუალებას იყენებს. ამიტომ ბუნებრივია, ვუერთდებით საერთო სახალხო მოძრაობას, რომლის მიზანია თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვა''. 
არც ახალი მემარჯვენეები რჩებიან განსხვავებულ პოზიციაზე. მანანა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების შეტევა თავისუფალ მედიაზე უნდა შეჩერდეს, თორემ საქართველო ვერ შედგება დემოკრატიულ ქვეყნად. მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა დარუსთავი 2“-ის დამოკიდებულებისა, თავისუფალი მედიის იდეას ყველა უნდა დავუდგეთ გვერდით“, - აცხადებს ,,ახლების'' ლიდერი. 
პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი გოჩა თევდორაძე კი აქციას იმ მიზეზით არ უერთდება, რომ ის მისი პარტიის დაგეგმილი არაა: ეს არ ნიშნავს, რომ სიტყვის თავისუფლების დაცვას არ ვუჭერთ მხარს, თუმცარუსთავი 2“ თავისუფალი სიტყვის რუპორად არ მიგვაჩნია. მიკერძოებული ტელევიზიაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არავის უნდა გაუჩნდეს სურვილი, ამ ტელევიზიასა და მის სარედაქციო პოლიტიკაში ეჩრებოდეს“.
პაატა ბურჭულაძის ყოფილი პარტიის - სახელმწიფო ხალხისათვის ახალი ლიდერი ნიკა მაჭუტაძე კი „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკას მნიშვნელოვან დემოკრატიულ ინსტიტუტად მიიჩნევს: ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მეოხებით საჯარო, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ სივრცეში ისმის პოლიტიკური აზრი, რისი ხელყოფაც მრავალნაირ პოლიტიკურ აზრს აღკვეთს საჯარო სივრციდან. ამ ყველაფრის გამო ვუერთდებით აქციას“. 
სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს კი მიაჩნია, რომ ვინც ,,რუსთავი 2-''ის მხარდამჭერ აქციას არ შეუერთდება, ბოღმაა: მარტივი ამოცანაა ამოსახსნელი - ან ვბრუნდებით წარსულში, როცა სიტყვის თავისუფლება და დემოკრატიაზე პრეტენზიაც კი არ გვქონდა, ან წინ მივდივართ და ძველ შეცდომებს აღარ ვუშვებთ. ფაქტია, ხელისუფლება მედიას ებრძვის. ,,მაესტროსთან'', საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული მოვლენები ამას მოწმობს დარუსთავი 2“ ჯერჯერობით ვერ აიღეს. ამ ტელევიზიას იმიტომ არ ვიცავ, რომ მომწონს მათი სუბიექტურობა ან ობიექტურობა. უნდა გავითავისოთ, რომ ობიექტურობა ინდივიდუალურადაა გადასაწყვეტი. თავისუფლება ირღვევა, როცა განსხვავებული მოსაზრებები იკრძალება. ბავშვსაც კი არ სჯერა, რომ ეს ორ სუბიექტს შორის დავაა. სინამდვილეში, ესაა ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა და მოხარული ვიქნები, თურუსთავი 2“-ის სასარგებლოდ დასრულდება“. 
საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ კი „რუსთავი 2“-ის საქმეზე საკონსულტაციო საბჭოს ინიციატორია და მისი დამაარსებელი მამუკა გამყრელიძე აცხადებს, რომ ამ მოვლენების ავანგარდში დგანან: „გვინდა, ეს იყოს უფრო შორსმიმავალი პროცესი. ახლა კონსულტაციები მიმდინარეობს, რათარუსთავი 2“-ის გარშემო დიდი პოლიტიკური ერთობა შეიქმნას. შორსმიმავალ გეგმებზე ყველა პარტია ვერ ვთანხმდებით, ჩვენ მეტად რადიკალურები ვართ, სხვები - ნაკლებად. „რუსთავი 2“-ის საქმემ კი ნამდვილად გაგვაერთიანა“. 
პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობის პოზიციას აქციაზე მისვლის თაობაზე კატეგორიულად ეწინააღმდეგება ,,ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელი გოჩა ჯოჯუა: პროპაგანდისტული და კრიტიკული მედია უნდა არსებობდეს. ხელისუფლებასრუსთავი 2“-ის დახურვის შესაძლებლობა არ აქვს, ამიტომ არ მინდა მისი და ნაცმოძრაობის სპექტაკლის მონაწილე გავხდე. ეს კარგი პოლიტიკური გათვლაა და ივანიშვილის გეგმა, ოპოზიციის ,,შუა გაკრეფის'' შესახებ, ისევ ნათლად ჩანს. როცა მართლა ემუქრებოდა ამ ტელევიზიას საფრთხე, მის გვერდით ვიდექით, ახლა კი ამ საფრთხეს ვერ ვხედავ. სტრასბურგის განცხადების შემდეგ ხელისუფლება ნაბიჯსაც ვერ გადადგამს მის წინააღმდეგ“. 
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, ბაჩუკი ქარდავას განმარტებით, უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ რაც „რუსთავი 2“-ის გარშემო ხდება, ხელისუფლების დამსახურებაა: სასამართლოს ყველა ინსტანციაზე ხელისუფლების ხელი აშკარაა. განსხვავებულ, ოპოზიციურ აზრს საფრთხე ემუქრება და ფაქტობრივად, ხელისუფლებისგან მომსპარია. რომ არა სტრასბურგის გადაწყვეტილება, აღმოვჩნდებოდით მდგომარეობაში, სადაც ყველა ტელეკომპანია ერთგვაროვნად გადმოსცემდა ინფორმაციას და ბევრი პრობლემა მიჩქმალული იქნებოდა. სიტყვის თავისუფლება და კერძო საკუთრების ხელყოფა ის ფასეულობებია, რაზეც დემოკრატია დგას და ასეთ ვითარებაში ჩვენი პროდასავლური კურსი ევროატლანტიკური სივრცე, ევროკავშირი უკან მოგვრჩება და ჩრდილოეთი ბატონად გვეყოლება. აქეთ მიგვაქანებს ხელისუფლება და სწორედ ამიტომ ყველა უნდა გამოვიდეს ამ აქციაზე, დაანახოს ხელისუფლებას, რომ ასე მარტივი არაა იმის ხელყოფა, რის მოპოვებასაც წლები დასჭირდა“. 
აქციაზე რესპუბლიკელებიც მივლენ. დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ „რუთავი 2“ დამოუკიდებელი ტელევიზიაა. ,,დამოუკიდებელ მედიაში'' ზურაბიშვილი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას გულისხმობს, რადგან მისივე თქმით, აბსოლუტურად დამოუკიდებელი მედია არ არსებობს: ,,ხელისუფლება ცდილობსრუსთავი 2“-ის წაღებას და ამიტომ ჩვენი პარტია სოლიდარობას უცხადებს ამ არხს. ყოველთვის ასე ვიქცეოდით და ბუნებრივია, აქციაზე ვიქნებით“. 
პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას პოლიტიკური გაერთიანება „გირჩიც“ უერთდება. იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ,,რუსთავი 2''-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით, მნიშვნელოვნად გაუარესდება ქვეყანაში არსებული სასამართლო პრაქტიკა: უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის მავნებლური, არადამაჯერებელი და ვფიქრობთ, სახიფათოც არა მხოლოდ მედიადამოუკიდებლობის მხრივ, ეს სასამართლო პრაქტიკა უარყოფით გავლენას მოახდენს საბაზრო ურთიერთობებსა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე“. 
საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე პაატა დავითაია კი აქციაზე სიტყვის თავისუფლების დასაცავად მიდის. 
კოლეგების გვერდით იქნება შოთა მალაშხიაც - ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე: მასმედიაზე შეტევა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ხდება. თუ თავისუფალი მედია არ იარსებებს, მოსახლეობა ვერ გაიგებს იმ სინამდვილეს, რაც ქვეყანაში ხდება. ამის გამო ვუერთდები აქციას“. 
„ეროვნული ფორუმის“ პრესსამსახურმა „ვერსიას“ გა¬ნუცხადა, რომ პარტიის წევრები საკუთარი სურვილის მიხედვით მიიღებენ მონაწილეობას როგორც მოქალაქეები და არა, როგორც პარტია. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე კი „რუსთავი 2“-ის შესახებ ასეთ კომენტარს აკეთებს: დეკემბრის ბოლოს პირველმა დავაანონსე, რომ იწყებოდა დიდი გადანაწილებები და გადაჯგუფებები მედიაში, ეს იყო ჩემი გაფრთხილება ხელისუფლების და ზოგადად ყველას მისამარათით, რადგან ხელისუფლებისგან მედიის კონტროლი პირველ რიგში თავად მას აზარალებს. „რუსთავი 2“-ის ამბავი მხოლოდ ამ არხს არ უკავშირდება. ხელისუფლება ვალ¬დებულია, პროცესების დრამატიზება თავიდან აიცილოს. ნაცმოძრაობა რომ გამოიყენებს ამ პროცესებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესისთვის, ცხადია და თუ ხელისუფლებას ეს აწყობს, სხვა საკითხია''.