"დღეს მე ქუთაისში ვხსნი სასტუმროს. ვის სჭირდებოდა ადრე ქუთაისში სასტუმროები, კაფეები. მაქსიმუმ "ბიკენტიას საქაბაბეში" ჰქონდათ შესვლის შესაძლებლობა. თუმცა ის ახლაც ბევრს ჯობია," – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ქუთაისში გააკეთა და ქალაქის განვითარებას გაუსვა ხაზი.
"ჩვენ ახლა ქუთაისს ვუბრუნებთ იმას, რაც მას სამართლიანად ეკუთვნოდა ყველა ეპოქაში. ეს არის დასაწყისის, დასაწყისის დასაწყისი. მე არცერთი სიტყვა არ დამირღვევია და ამასაც აუცილებად შევასრულებ. ხალხმა გაუგო გემო პროგრესს და ამ ხალხს უკან ვერავინ დააბრუნებს," – მიმართა სააკაშვილმა ქუთაისში ახალი კლინიკის გახსნისას ეზოში შეკრებილ საზოგადეობას.
ახალი კლინიკა ქუთაისში სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაიმ" გახსნა.