პეტრე მამრაძე -

პეტრე მამრაძე - "ის, რაც მეუფე პეტრემ საჯაროდ თქვა, 1992 წლიდან ვიცოდი"

თავიდანვე ვიფიქრე, რომ შეუძლებელი იყო, საუბარი ყოფილიყო უწმინდესის ან რომელიმე იერარქის მიმართ მკვლელობის მზადებაზე. დაკავებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ თვითონ თქვა, რომ წარუდგინეს ბრალდება, სადაც არაფერია ნათქვამი უწმინდესზე კი არა, საერთოდ, სასულიერო პირზე. ყველას გაუჩნდა აზრი, რომ პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზე საუბრობდნენ მთავარი პროკურატრი, ხელისუფლების წარმომადგენლები - იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრები და თვით პრემიერიც კი. შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარმა პროკურორმა თქვა, რომ მას პატრიარქი არ უხსნებია. თუმცა, ისიც არ უთქვამს, რომ პატრიარქის წინააღმდეგ არ იყო მიმართული აღკვეთილი ქმედება. ამიტომ,ეს იყო ბიძგი. შემდეგ ამსა დაემატა ბესელიას, კალაძისა და არაერთი სხვა პირის გამოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღეს ქუჩაში ბევრმა ადამიანმა მითხრა, არ გვჯერაო. ეს იყო სამარცხვინო რამ. როცა ყვიროდნენ, რომ საქართველო გადაურჩა უბედურებას, ყველამ იფიქრა, რომ ეს ეხებოდა არა მხოლოდ ეკლესიას, არამედ პატრიარქს. მათ ყველაფერი გააზვიადეს, როცა საფუძველი არ ჰქონდათ. მთავარია, რომ ბოლო 2-3 დღეში მკვეთრად გამოჩნდა, ხელისუფლების მიმართ ხალხში ნდობა არ არის", - აცხადებს პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით პეტრე მამრაძე: "ის, რაც მეუფე პეტრემ საჯაროდ თქვა, 1992 წლიდან ვიცოდი".

"1992 წელს, როცა კავსაძის კომიტეტში ვმუშაობდი, შემდეგ პარლამენტის წევრი ვიყავი, შემდეგ კი პრეზიდენტის აპარატის უფროსი, მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ მესმოდა(მათ შორის, სასულიერო პირებისგან) იგივე ინფორმაცია, რაც ახლა საჯაროდ თქვა ტელევიზიით ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ. რაც შეეხება თქვენს კითხვას შეიძლება თუ არა ერთი ქალი მართავდეს რამდენიმე ათეულ ეპისკოპოსს, ეს ხდება მაშინ, როცა თვითონ ასე უნდათ, როლებიც ჩართული არიან მასშტაბურ ეკონომიკურ და ფინანსურ მაქინაციებში. ასე უკვე ორგანიზებული დანაშაულია, როცა მთელი სისტემა ჩართულია, მოგებას ნახულობენ. საუბარია რამდენიმე ადამიანზე, რომლებსაც ეძახიან ოქროს თევზებს. მე ვიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას. მავანი იკითხვს, რა მასალები გვაქვს, ამას რომ ამბობო. ყოველთვის მქონდა ინფორმაცია შიგნიდან, საპატრიარქოდან. მათ შორის შემიძლია დავასახელო დეკანოზი ბასილ კობახიძე, რომელიც უწმინდესმა სრულიად ახალგაზრდა კაცი დააწინაურა, მაღალი თანამდებობეი ჰქონდა. შემდეგ ევროპაში მოღვაწეობდა. ბასილ კობახიძემ ყველაფერი გამოაქვეყნა. ეს ემთხვეოდა იმას, რასაც სხვებიც მეუბნებოდნენ შეხვედრებზე. კობახიძეს რომ ვკითხე, მითხრა, რომ დაწერა ის, რაც იცოდა. ამიტომ ეკლესიიდან თვითონ გავიდა. ბევრი მესმოდა კორუფციის შუქურად ცნობილ ადამიანებზე, რომლებიც შემდეგ დააპატიმრეს და შემდეგ მილიონები გადაიხადეს. იმ მილიონების გადახდით კი დაასაბუთეს, რომ მილიონერები იყვნენ. აბა, მე და თქვენ რისი გადამხდელები ვართ, ხომ?", - აღნიშნავს რესპონდენტი.

ბევრი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ იოტისოდენა საბუთი არ მაქვს, რომ გამოვსულიყავი და მეთქვა. დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილში პატრიოარქის სახელზე ჩამოთვლილია ობიექტები, რამდნია საპატრიარქოსთის გადაცემული. გადაცემულ შენობას შემდეგ, როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, ვიღაც 100 დოლარად ყიდულობს, რომლის საბაზრო ფასი გაცილებით დიდია. როგორ ხდება ეს? ანუ ის ადამიანი ვიღაცას ქრთამს აძლევს, ხო? უფრო მეტიც, გასული საუკუნის 90-იან წლებში, ვინაიდან საპატრიარქოს შეღავათები ჰქონდა, სიგარეტების, საწვავისა და სხვა საქონლის შემოტანა საპატრიარქოს ეგიდით ხდებოდა. თავს აფარებდნენ საპატრიარქოს და მოქმედებდნენ საპატრიარქოს ეგიდით. რაც ითქვა, რა არ ვიცოდით? ვიცოდით, მაგრამ ზეპირსიტყვიერების დონეზე. სხვაა, როდესაც მიტროპოლიტი, სინოდის წევრი, ტელევიზიით, საჯაროდ აცხადებს ამას. 25 წელია, სულ სხვადასხვა წყაროდან მაქვს ინფორმაცია შიგნით საპატრიარქოდან. მათ გვარებს არ დავასახელებ. მხოლოდ გიორგი კობახიძიეს ვახსენებ, რომელიც ღიად ყვებოდა და ბეჭდავდა იქ არსებული ვითარების თაობაზე. მათ შორის ისიც დაწერა, რომ მცდელობაა, მეუფე დიმიტრი გახდეს პატრიარქი, ილია მეორის ძმისშვილი. გიორგი კობახიძემ ისიც დაწერა, რომ საპატრიარქოს უმაღლეს იერარქიაში არაერთი ნასამართლევია ეკონომიკურ, ფინანსურ თუ სისხლის სამართლის დანაშულებზე. შეიძლება, ერთი-ორი იყო, რომელმაც შემდეგ მოინანია და ეკლესიაში წავიდა, მაგრამ ამდენი ერთად? ამას უმძიმეს საბჭოურ მემკვიდრეობას ვაბრალებ, რომელიც ვერ იქნა დაძლეული დამოუკიდებლობის წლებში. ყველამ იცოდა, რომ ეკლესიას კგბ აკონტროლებდა, მამათმავლობა იყო თუ სხვა სახის სისხლის სამართლის დანაშაული, ამ ტიპის ადამიანები ხშირად იკრიბებოდნენ და მათი პროცენტულობა ძალიან მაღალი იყო. ჩემი ერთი მეგობარი, ასტროფიზიკოსი, წავიდა ეკლესიაში.ვინაიდან ძალიან განათლებული იყო, მალე დაწინაურად - სამოქალაქო კუთხით საკამოდ მაღალ თანამდებობას მიაღწია. მერე გავიგე, რომ ის ეკლესიოიდან წამოვიდა. შემხვდა ქუჩაში და ვკითხე, რატომ დატოვე ეკლესია-მეთქი? მან მითხრა, კგბ-ში რომ მდომოდა მუშაობა, პირდაპირ კგბ-ში წავიდოდი და იქ ვიმუშავებდიო. იცოდით, რომ ეკლესია კგბ-ს კონტროლის ქვეშ იყო?", - დასძენს პეტრე მამრაძე და კითხვას - "ეკლესიასთან დაკავშირებულ კორუფციულ საქმეებში მაღალჩინოსნების მონაწილეობაზე თუ გაქვთ ინფორმცია? " - პასუხობს:

"ყველა დროის ჩინოვნიკები არიან ჩართული. ფირმების სახელები არ მახსოვს, მაგრამ, როცა შამპანურების, საწვავისა და სხვა საქონლის შემოტანა ხდებოდა საპატრიარქოს ეგიდით 90-იან წლებში, ამაზე იუმორითაც კი საუბრობდნენ, თუ ვინმე თაღლითია, ყველამ ეკლესიას შეაფარა თავიო. თქვენ თქვით, რომ რაც ეკლესიასთან დაიკავშირებით ახლა ხდება, ცუდია. მე ვამბბ, რომ ცუდია, როცა ეს რეალობაა, მაგრამ კარგია, როცა, ბოლოს და ბოლოს, ითქვა. მე არ ველოდბეი, რომ წმინდა სინოდი მტკიცე ნაბიჯებს გადადგამს, მაგრამ, იმედი მაქვს, ასე არ დარჩება, მაგრამ ჯერჯერობით მამალაძემ დუმილი ამჯობინა."

interpressnews.ge