ირაკლი წერეთელმა გაზეთ „რეზონანსს“ ინტერვიუს მიცემისათვის თანხის გადახდა მოსთხოვა.
„ვიღაც კიმ ბესინჯერებს 12 მილიონ დოლარს აძლევენ და მე, ეროვნული მოძრაობის, ოთხიდან ერთადერთმა ცოცხალმა ლიდერმა, რატომ არ უნდა ავიღო“, - განაცხადა მან.
ასევე დასძინა, რომ ისეთი პოპულარობა-წარმატებისათვის აქვს მიღწეული, რომ საკუთარი აზრების პროპაგანდისათვის სულაც აღარ არის საჭირო ისეთი გაზეთი, როგორიც „რეზონანსია“.
კონკრეტული თანხის დასახელებისას, თუ რამდენი სურს მას ერთი ინტერვიუსათვის, ბატონი ირაკლი ცოტა არ იყოს დაიბნა. როგორც ჩანს, მას ჯერ არ განუსაზღვრავს საკუთარი ინტერვიუს საფასური.