პარლამენტის აპარატის უფროსი, ხათუნა გოგორიშვილი და პარლამენტარი ქალბატონი ხათუნა ხოფერია წელს ზღვაზე ისვენებდნენ, ოღონდ არა საქართველოს, არამედ ესპანეთში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ხათუნა გოგორიშვილი ბარსელონას შთაბეჭდილებებიდან ჯერ ვერ გამოსულა. მას თუ დაუჯერებთ, ეს სიამოვნება თითოეულს სულ რაღაც 380 დოლარი დაუჯდა.
- საგზური თუ ასე იაფი იქნებოდა, ვერც კი წარმოვიდგენდი. ამ თანხაში მგზავრობა, სასტუმრო და კვებაც შედიოდა.
ამბობენ ეს საგზური მოსკოვიდან გამოუგზავნესო
- ხათუნა ხოფერიას ახლობელი ცოლ-ქმარია, ჯერ კიდე აპრილის თვეში შეიძინეს. ასე იაფი ამიტომაც გადაიხადეს. ორი დღით ადრე ოჯახური პრობლემა შეექმნათ, ვერ მიდიოდნენ და ჩვენ შემოგვთავაზეს. 380 დოლარი იმდენად მომხიბვლელი თანხა იყო, უარს ვერ ვიტყოდით, ამ საექსკურსიო ტურზე. ჩვენს გარდა სულ რუსები იყვნენ. ბარსელონას ახლოს პატარა საკურორტო ქალაქი სიტესია და იქ ვიყავით. ბარსელონაში ფერადმა მუსიკალურმა შადრევანმა გამაოცა - გრანდიოზული სიმაღლისაა და წყალი კლასიკური მუსიკის ფონზე ამოდის. მსგავსი სანახაობა ცხოვრებაში არ მინახია. ისეთი შთაბეჭდილებაა, გინდა იკივლო, იმოძრაო.
ეს ყველაფერი ფასიანი იყო?
- არა ექსკურსიებიც ამ თანხაში შედიოდა. ამას გარდა პორტ ავენტურაშიც ვიყავით, იქაური დისნეილენდი დავათვალიერეთ.
და ატრაქციონებიც „დალაშქრეთ“?
- არც ერთი კარუსელი არ გამომიტოვებია, მით უმეტეს, ერთ ბილეთს რომ იყიდი, დანარჩენი უფასოა. ატრაქციონ „ჩინურ დრაკონზე“ პატარა კურიოზიც შემემთხვა, კოლოსალური სიჩქარით ტრიალებს, ამიტომ უსაფრთხოებისთვის ოთხმაგი დაცვაა. მე რატომღაც გამოვრჩი და მთელი ორი წუთი გაშეშებული ვიჯექი.
კარუსელი ძალიან კარგი, მუზეუმი თუ მოინახულეთ?
- სალვადორ დალის მუზეუმის ნახვა გვინდოდა, მაგრამ ვერ მოვასწარით. თუმცა, დავათვალიერეთ ზაგრადა ფამილია, გარუჯის უდიდესი არქიტექტურული ძეგლი. სამეფო ოჯახის სასაფლაო. მთელი ქალაქი ქვაშია ნაკეთი, აივნები და საწვიმარი მილებიც კი. გარუჯის ეს იმდენად გრანდიოზული გამოუვიდა, მას მერე აღარაფერი აუშენებია.
ესპანური სიამოვნება მთლიანობაში რა თანხა დაგიჯდათ?
- ფული რომელსაც მთელი წელი ვაგროვებდი. ჩემი ფინანსები, ძირითადად ყავაში მიდიოდა, აუარებელს ვსვამ. გარდა ამისა სუვენირები ვიყიდე - ჩემთვის ბარსელონათი მოხატული დასადგამი თეფში, დედაჩემს მარაო ჩამოვუტანე, ჩემს დას კი ესპანური ნაციონალური ჩალის ფეხსაცმელი.